სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?
სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?

დუ­ბა­ი­ში გა­ე­რო-ს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის 28-ე კონ­ფე­რენ­ცი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თა სა­მი­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე ლი­დე­რებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თეს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­ფემ.

სა­მიტ­ზე დე­ლე­გა­ტებ­მა ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ახა­ლი ფონ­დი და­ამ­ტკი­ცეს. გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მი­ტის პრე­ზი­დენ­ტმა სულ­თან ალ-ჯა­ბერ­მა თქვა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ "მო­მენ­ტუ­მის პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნა სამ­ყა­როს".

მსოფ­ლიო ლი­დე­რებს შო­რის სა­მიტს ეს­წრე­ბი­ან ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნა­რენ­დრა მოდი, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რიში სუ­ნაკ­თან ერ­თად, მეფე ჩარლზ მე­სა­მე. დუ­ბა­ი­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა - რიში სუ­ნაკ­მა დუ­ბა­ი­ში მხო­ლოდ 11 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა. მა­შინ როცა, ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის ლი­დე­რი სერ კირ სტარ­მე­რი დუ­ბა­ი­ში სამი დღე იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ფემ კი სა­მიტ­ზე ორი დღე გა­ა­ტა­რა.

მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ად­რი­ან რამ­სის გან­ცხა­დე­ბით, სუ­ნა­კი "რო­გორც ჩანს, უფრო მეტ დროს ატა­რებს კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბა­ში, ვიდ­რე კლი­მა­ტის კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტა­ზე მუ­შა­ო­ბა­ში“.

კრი­ტი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ სუ­ნა­კი "უარ­ყოფს ენერ­გე­ტი­კის გა­და­სა­ხა­დე­ბის კრი­ზისს ბრი­ტა­ნეთ­ში და არ სურს აღი­ა­როს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პო­ზი­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბა. იგი სა­უბ­რობ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის წარ­სულ დი­დე­ბა­ზე, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს“.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბას ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია "ფეხ­ზე დგო­მა“ და Cop28-ში "ლი­დერ“ სა­ხელ­მწი­ფოდ რჩე­ბა.

სუ­ნა­კის გან­ცხა­დე­ბით, დიდი ბრი­ტა­ნე­თი კლი­მა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ფი­ნან­სე­ბის­თვის 1,6 მი­ლი­არდ ფუნტ სტერ­ლინგს გა­მო­ყოფს - მაგ­რამ ActionAid UK-მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მხო­ლოდ და­პი­რე­ბაა და სხვა არა­ფე­რი.

ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მეფე ჩარლზ III, რომ­ლის ჰალ­სტუხზეც სა­ბერ­ძნე­თის დრო­შა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. სა­ბერ­ძნეთ­ში მე­ფის ეს ნა­ბი­ჯი სო­ლი­და­რო­ბის ჟეს­ტად მი­იჩ­ნი­ეს.

ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და რიში სუ­ნა­კი­სა და სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის და­პი­რის­პი­რე­ბა - სუ­ნა­კამ სამ­შა­ბათს კი­რი­ა­კოს­თან და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ა­უქ­მა. და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ბერ­ძუ­ლი ქან­და­კე­ბა გახ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრი­ტა­ნეთ­ში ინა­ხე­ბა, სა­ბერ­ძნე­თი კი მის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს...წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალბატონი ნოდარ მელაძე.
4

არამც და არამც არ გეთანხმებით, რომ ინგლისის პრემიერი გაიქცა ამ უმნიშვნელოვანესი სამიტიდან!

ვახტანგი -71
15

დიდი ბრიტანეთი გასულ საუკუნეებში მრისხანე იმპერია იყო, რომელიც შიშის ზარს სცემდა არა მარტო დაპყრობილ ქვეყნებს, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც...

მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჰყავდა, რომელიც იპყრობდა და ძარცვავდა ქვეყნებს და ამით უთვალავი სიმდიდრე შეჰქონდა სამეფოს ხაზინაში.

მარტო ინდოეთი რა ღირს, რომელიც მრავალი ხნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო.

თავისი იმპერიული, ანგლო-საქსური დამპყრობული მენტალიტეტიდან გამომდინარე დიდი ბრიტანეთი ისტორიულად ყოველთვის იყო სხვადასხვა ქვეყნებსა და ერებს შორის ასე ვთქვათ „ჩორტის“ ჩამგდებიც და ომების გამჩაღებელიც.

მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად აუცილებლად სათქმელია, რომ ისინი ნამდვილად, კულტურის, განათლების, ინტელექტისა და განვითარების მაღალი დონის მატარებელი ხალხია და დაპყრობილ ქვეყნებში ცივილიზაცია, კულტურა და განათლებაც შეჰქონდა...

რაც შეეხება მათ მიერ საბერძნეთიდან გატანილ ქანდაკებას.

არა მგონია რომ დააბრუნონ, ვინაიდან ამ პრეცედენტის შექმნის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის მუზეუმები და რაც მთავარია მათი ბანკები დაცარიელდება...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე
ავტორი:

სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?

სამიტიდან "გაქცეული" სუნაკი და მეფე ჩარლზის გზავნილი, ჰალსტუხით - მსოფლიო ლიდერების შეკრება სკანდალების ფონზე: რატომ დაიმსახურა ბრიტანეთის პრემიერმა კრიტიკა?

დუბაიში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და დიდი ბრიტანეთის მეფემ.

სამიტზე დელეგატებმა ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად ახალი ფონდი დაამტკიცეს. გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ "მომენტუმის პოზიტიური სიგნალი გაუგზავნა სამყაროს".

მსოფლიო ლიდერებს შორის სამიტს ესწრებიან ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთიდან კი პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად, მეფე ჩარლზ მესამე. დუბაიში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა - რიში სუნაკმა დუბაიში მხოლოდ 11 საათი გაატარა. მაშინ როცა, ლეიბორისტების ლიდერი სერ კირ სტარმერი დუბაიში სამი დღე იმყოფებოდა, მეფემ კი სამიტზე ორი დღე გაატარა.

მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ადრიან რამსის განცხადებით, სუნაკი "როგორც ჩანს, უფრო მეტ დროს ატარებს კერძო თვითმფრინავით მგზავრობაში, ვიდრე კლიმატის კრიზისის გადაწყვეტაზე მუშაობაში“.

კრიტიკოსები თვლიან, რომ სუნაკი "უარყოფს ენერგეტიკის გადასახადების კრიზისს ბრიტანეთში და არ სურს აღიაროს გაერთიანებული სამეფოს პოზიციების შესუსტება. იგი საუბრობდა დიდი ბრიტანეთის წარსულ დიდებაზე, თუმცა სამომავლო გეგმებზე არაფერი უთქვამს“.

პრემიერ-მინისტრი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია "ფეხზე დგომა“ და Cop28-ში "ლიდერ“ სახელმწიფოდ რჩება.

სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კლიმატის საერთაშორისო დაფინანსებისთვის 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს - მაგრამ ActionAid UK-მა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დაპირებაა და სხვა არაფერი.

ყურადღების ცენტრში მოექცა მეფე ჩარლზ III, რომლის ჰალსტუხზეც საბერძნეთის დროშა იყო გამოსახული. საბერძნეთში მეფის ეს ნაბიჯი სოლიდარობის ჟესტად მიიჩნიეს.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა რიში სუნაკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის დაპირისპირება - სუნაკამ სამშაბათს კირიაკოსთან დაგეგმილი შეხვედრა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმა. დაპირისპირების მთავარი მიზეზი ბერძული ქანდაკება გახდა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ინახება, საბერძნეთი კი მის დაბრუნებას ითხოვს...წყარო

წაიკითხეთ ასევე: