პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო
"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ავ­ტო­სად­გუ­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის სფე­რო­ში ახა­ლი სა­ხის ნე­ბარ­თვე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

"სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად 83-ხმით და­ამ­ტკი­ცეს.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ავ­ტო­სად­გუ­რი გა­ნი­მარ­ტე­ბა რო­გორც მგზავ­რთა და გა­დამ­ზიდ­ველ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მო­წყო­ბი­ლი ად­გი­ლი, სა­დაც დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ, არა­რე­გუ­ლა­რულ, ქვეყ­ნის შიდა ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ში სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

  • "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ“ კა­ნონს ავ­ტო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლე­ბი ემა­ტე­ბა, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­სად­გუ­რის კლა­სებ­სა და მათ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გან­სა­ზღვრა­ვენ. ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი თა­ვი­სი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით იმ და­სახ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გან­სა­ზღვრავს, სა­დაც ავ­ტო­სად­გუ­რი­დან ავ­ტო­ბუ­სე­ბის რე­ის­ში გას­ვლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის.

კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, ორი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ხის ნე­ბარ­თვის შე­მო­ღე­ბა ხდე­ბა - ეს არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვის ნე­ბარ­თვა, რომ­ლის აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­ზიდ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რუ­ლი/არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი და ქვეყ­ნის შიდა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვა.

რო­გორც ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, ავ­ტო­სად­გუ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი, მოძ­რა­ო­ბის, ეკო­ლო­გი­უ­რი და სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და­ცუ­ლი არ არის.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმე­ტე­სი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო-ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნამ მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი­დან, ნაც­ვლად ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი­სა, რის გა­მოც მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის ქა­ო­სუ­რი მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, იქ­მნე­ბა სა­ცო­ბე­ბი, საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბის მიერ მოძ­რა­ო­ბის გან­რი­გე­ბის გა­რე­შე - მოძ­რა­ო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და მძღოლ­თა შრო­მი­სა და დას­ვე­ნე­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ რე­სურ­სა­მო­წუ­რულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არც ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით და არც კომ­ფორ­ტის თვალ­საზ­რი­სით მგზავ­რთა რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

შე­დე­გად ის მე­წარ­მე-გა­დამ­ზიდ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რაც იწ­ვევს მათ გან­დევ­ნას სატ­რან­სპორ­ტო ბაზ­რი­დან და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­ბუ­სის მფლო­ბე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია პარ­ლა­მენ­ტის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

  • მო­სახ­ვევ­ში შემ­თხვე­ვით გახ­სნი­ლი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი აღარ უნდა იყოს - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნეს­ტორ მი­ქა­ტა­ძე "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ" არ­სე­ბულ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს.

ნეს­ტორ მი­ქა­ტა­ძის თქმით, ის მი­ე­სალ­მე­ბა ავ­ტო­სად­გურ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხს, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა კი უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს სა­ნე­ბარ­თვო საქ­მი­ა­ნო­ბას.

"ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, მო­სახ­ვე­ვებ­სა და კუ­თხე­ებ­ში შემ­თხვე­ვით გახ­სნი­ლი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი აღარ უნდა იყოს. ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ წესი არ­სე­ბობს და მას გან­მარ­ტავს ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის მო­წყო­ბის და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს წესი დღე­საც მოქ­მე­დე­ბა­შია, არა­ვინ არ იცავს მას და ყვე­ლა კუ­თხი­დან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რთგა­დაყ­ვა­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ამი­ე­რი­დან, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მხო­ლოდ ავ­ტო­სად­გუ­რებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­ზე"

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყაყაჩო ტრასაზე
3

ეხლა ამ დარგსაც ამოიჩრის იღლიაში თაღლითი ბიძინა და დაედება ფერი, ბრჭყვიალი და წკრიალი... 

ნონა
0

დიდუბის ავტოსადგურზე უარესებიც არსებობს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

"მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს" - რას ითვალისწინებს ცვლილებები კანონში: მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, გამომდინარე პროექტებთან ერთად 83-ხმით დაამტკიცეს.

პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.

  • "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები ემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ. ასევე, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა სავალდებულო არ არის.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება - ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ავტოსადგურებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის.

უწყების ინფორმაციით, უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე - მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდნენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

  • მოსახვევში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს - ასე ეხმაურება "დიდუბის ავტოსადგურის" ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" არსებულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.

ნესტორ მიქატაძის თქმით, ის მიესალმება ავტოსადგურთა სერტიფიცირების საკითხს, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა კი უნდა ექვემდებარებოდეს სანებართვო საქმიანობას.

"ჩვენ მივესალმებით სერტიფიცირებას, მოსახვევებსა და კუთხეებში შემთხვევით გახსნილი ავტოსადგურები აღარ უნდა იყოს. ავტოსადგურების ფუნქციონირების შესახებ წესი არსებობს და მას განმარტავს ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული ავტოსადგურების მოწყობის და ფუნქციონირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებაშია, არავინ არ იცავს მას და ყველა კუთხიდან ახორციელებენ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად მისასალმებელია. ამიერიდან, მარტივად რომ ვთქვათ, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს...წაიკითხეთ სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"