საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?
"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

9 წლის იყო თედო ბე­ქა­უ­რი, რო­დე­საც გაღ­მა ნა­პირ­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით, მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და.... დღეს თე­დოს ცხოვ­რე­ბა არაფ­რით ჰყავს მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ, „გაღ­მა ნა­პირ­ზე" მცხოვ­რე­ბი ბი­ჭი­სას. ის უკვე თა­ვად მა­მაა და ახლა მისი მთა­ვა­რი ფიქ­რი და საზ­რუ­ნა­ვი 2 წლის დე­მეტ­რეს მო­მა­ვა­ლია (რო­მე­ლიც მა­მის ორე­უ­ლია).

ვინ იცის, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბე­თე­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან. რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს თედო ბე­ქა­უ­რი, ამ შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა.

თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა, რე­ჟი­სორ­სა და მსა­ხი­ობს შო­რის გარ­კვე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტიც იყო. თე­დომ ამის შე­სა­ხებ "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში" ისა­უბ­რა. შე­კი­თხვა­ზე იყო თუ არა ნა­წყე­ნი რე­ჟი­სორ­ზე, ბე­ქა­ურ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა:

"გი­ორ­გის და მის მე­გო­ბარს ჰქონ­დათ რეს­ტო­რა­ნი. ხში­რად მი­წევ­და მის­ვლა, ერთხელ გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე, თუ გაქვს ვა­კან­სია-თქო, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ვი­მუ­შა­ვე­ბო. მი­თხრა, მო­დიო და ჩემ­თან და­ი­წყე მუ­შა­ო­ბაო, პრო­მოს პო­ზი­ცი­ა­ზეო. მი­ვე­დი და რომ ამიხ­სნა, სი­ტუ­ა­ცია იყო ასე­თი - ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი უნდა მცოდ­ნო­და. არ ვი­ცო­დი არ­ცერ­თი ენა კარ­გად და ვუ­თხა­რი, ვერ და­ვი­წყებ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, არ მინ­და-მეთ­ქი. სხვა რა­მეს მოვ­ძებ­ნი-თქო. ნუ, მუ­შა­ო­ბა რომ ვერ და­ვი­წყე, ის პე­რი­ო­დი ხში­რად მივ­დი­ო­დი გი­ორ­გის რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ერთ დღეს გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ თუ ხარ ობი­ექ­ტზე, ნახ­ვა მინ­და შენი-თქო. მი­თხრა, აქ ვარო ახ­ლაო და ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიო, ვერ აგიხ­სნიო, ქურ­დო­ბა მოხ­დაო. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ქურ­დო­ბა მოხ­და, მა­ნამ­დე იქ მეც ვი­ყა­ვი.

მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი და ერთ-ერ­თმა გა­მო­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა და შენ გა­დე­ბენ ხელ­სო. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­ი­კარ­გა. თუ არ ვცდე­ბი 200 ლარი იყო. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში თან მი­ჭირ­და, მაგ­რად მი­ჭირ­და, ბან­კის ვალი მქონ­და, ერთ ადა­მი­ანს გა­მო­უ­ტა­ნე და ვერ იხ­დი­და. რომ და­ვუ­რე­კე შემ­დეგ გი­ორ­გის, ნახ­ვა მინ­და-თქო და უარი თქვა. მას შემ­დეგ ხში­რად მივ­წე­რე, რომ ნახ­ვა და ახ­სნა მინ­დო­და, რომ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რით მო­ი­ცა­ლა. ერთხელ და­მი­რე­კა, "ამი­რან­ში" ვარო და გა­მო­დიო ნახ­ვა მინ­დაო. არც მა­შინ და­მე­ლა­პა­რა­კა იმ თე­მა­ზე, მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის ჯილ­დო­ზე მი­თხრა. წა­ვი­და და მის შემ­დეგ არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. არ დამ­ლა­პა­რა­კე­ბია ამ თე­მა­ზე. მე არ მო­მი­პა­რავს ეს ფული. რო­გორც გა­ვი­გე, მერე გა­ირ­კვა ყვე­ლა­ფე­რი, ისიც, თუ ვინ მო­ი­პა­რა თან­ხა", - ჰყვე­ბა თედო ბე­ქა­უ­რი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sniper
11

ძალიან მომწონს ამ ბიჭის სიხალასე. მისი გმირის ყურებისას ცრემლი მომდის ყოველთვის. რაც შეეხება ოვაშვილის საქციელს, როგორც ჩანს მას პირადად არ დაუდია ხელი ქურდობაზე და არც უსაუბრია ამაზე. ასე რომ ყოფილიყო, თუ გაირკვა მერე ვინც მოიპარა, დაუძახებდა თედოს და ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ თავად თუ არ დააბრალა, ბოდიში სხვის მაგიერ უნდა მოეხადა. აქედან შევხედოთ ამ ამბავს, რაღაც ბოლომდე არაა გარკვეული და იქნებ ჯობდეს შეხვდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ ამოწურონ ეს თემა. სხვანაირად გაურკვევლობა დიდხანს დარჩება და ეს ორივესთვის ცუდია. თუ მართლა სხვამ აიღო ეს ფული და თედოს დააბრალა, მისი ცოდვა ათასჯერ დიდია და ამას მონანიება ჭირდება.

მზია
12

რა გააკეთა იმ სტომატოლოგმა ცუდი.ბავშვი გაახარა.მაინცდამაინც, ფონდდი უნდა ჩაერიცხა? ნახევარს ჯიბეში რომ იდებენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

"გიორგის რესტორანში მოხდა ქურდობა და მითხრეს, რომ შენ გადებენ ხელსო... ბევრჯერ ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ..." - რა მოხდა თედო ბექაურსა და გიორგი ოვაშვილს შორის?

9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.... დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე" მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).

ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

თუმცა როგორც ირკვევა, რეჟისორსა და მსახიობს შორის გარკვეული ინციდენტიც იყო. თედომ ამის შესახებ "სიცრუის დეტექტორში" ისაუბრა. შეკითხვაზე იყო თუ არა ნაწყენი რეჟისორზე, ბექაურმა დადებითი პასუხი გასცა:

"გიორგის და მის მეგობარს ჰქონდათ რესტორანი. ხშირად მიწევდა მისვლა, ერთხელ გიორგის დავურეკე, თუ გაქვს ვაკანსია-თქო, ნებისმიერ რამეზე ვიმუშავებო. მითხრა, მოდიო და ჩემთან დაიწყე მუშაობაო, პრომოს პოზიციაზეო. მივედი და რომ ამიხსნა, სიტუაცია იყო ასეთი - ინგლისური და რუსული უნდა მცოდნოდა. არ ვიცოდი არცერთი ენა კარგად და ვუთხარი, ვერ დავიწყებ ამ პოზიციაზე მუშაობას, არ მინდა-მეთქი. სხვა რამეს მოვძებნი-თქო. ნუ, მუშაობა რომ ვერ დავიწყე, ის პერიოდი ხშირად მივდიოდი გიორგის რესტორანში, მეგობრები შევიძინე. ერთ დღეს გიორგის მივწერე, რომ თუ ხარ ობიექტზე, ნახვა მინდა შენი-თქო. მითხრა, აქ ვარო ახლაო და ისეთ სიტუაციაშიო, ვერ აგიხსნიო, ქურდობა მოხდაო. დავინტერესდი, რა ქურდობა მოხდა, მანამდე იქ მეც ვიყავი.

მეორე დღეს მივედი და ერთ-ერთმა გამომიყვანა და მითხრა, რომ ძალიან მერიდება და შენ გადებენ ხელსო. გარკვეული თანხა დაიკარგა. თუ არ ვცდები 200 ლარი იყო. ძალიან ავნერვიულდი. იმ პერიოდში თან მიჭირდა, მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა, ერთ ადამიანს გამოუტანე და ვერ იხდიდა. რომ დავურეკე შემდეგ გიორგის, ნახვა მინდა-თქო და უარი თქვა. მას შემდეგ ხშირად მივწერე, რომ ნახვა და ახსნა მინდოდა, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ არაფრით მოიცალა. ერთხელ დამირეკა, "ამირანში" ვარო და გამოდიო ნახვა მინდაო. არც მაშინ დამელაპარაკა იმ თემაზე, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ჯილდოზე მითხრა. წავიდა და მის შემდეგ არ შემხმიანებია. არ დამლაპარაკებია ამ თემაზე. მე არ მომიპარავს ეს ფული. როგორც გავიგე, მერე გაირკვა ყველაფერი, ისიც, თუ ვინ მოიპარა თანხა", - ჰყვება თედო ბექაური.

ნახეთ ასევე: