სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევითი არ არის ის, რომ შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე?
"შემთხვევითი არ არის ის, რომ შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე?

ჩემი მხრი­დან ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რი იყო და ამის უკან არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ამ­ჟა­მინ­დელ­მა წევ­რმა, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­თან, სერ­გეი შამ­ბას­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მხრი­დან სერ­გეი შამ­ბას­თან სა­უ­ბა­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რი იყო, ეს სა­უ­ბა­რი შემ­თხვე­ვი­თი მა­ინც არ ყო­ფი­ლა, რად­გან სერ­გეი შამ­ბა მას­თან სა­უ­ბარს საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის მეშ­ვე­ო­ბით და­თან­ხმდა.

"სო­ხუმ­ში და­წე­რეს, რომ შამ­ბა ალ­ბათ, კა­რა­სი­ნის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებს, ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რა­ღაც მო­მენ­ტი არ­სე­ბობ­დეს. შემ­თხვე­ვი­თი არ არის ის, რომ სერ­გეი შამ­ბა და­თან­ხმდა ჩემ­თან სა­უ­ბარს, თან ისეთ ჟურ­ნა­ლის­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნი­ა­ნია იქ. არის ასე­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, იზი­და ჭა­ნია, რო­მე­ლიც რო­გორც მი­თხრა ჩო­კო­რა­ი­ამ, ის იყო ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შუ­ა­მა­ვა­ლი.

ეს იყო სპონ­ტა­ნუ­რი შეხ­ვედ­რა. ამის უკან არა­ფე­რი არ დევს ჩემი მხრი­დან. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი 15-20 წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა არ შე­იც­ვლე­ბა. არის ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი და ვარ­გა თუ არ ვარ­გა ამის იქით ჯერ არა­ფე­რი არ ხდე­ბა.

მე არ ვარ გუ­შინ მო­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. დიდი ხა­ნია პო­ლი­ტი­კა­ში ვარ და ყო­ველ­თვის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ვაზ­როვ­ნებ­დი. ვიცი სად არის წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს უშიშ­რო­ე­ბა სად იწყე­ბა, სად მთავ­რდე­ბა, სად არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი და წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გა­დას­ვლამ რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს. მე არა­ვის­თან შე­მი­თან­ხმე­ბია და არც ვა­პი­რებ შე­თან­ხმე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ.

ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ ონ­ლა­ინ-შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ შეხ­ვედ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

"30 წე­ლია არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ არ­ცერთ აფხაზ პო­ლი­ტი­კოსს. რაც შე­ე­ხე­ბა შამ­ბას, ჩვენ ერ­თად ვი­ყა­ვით უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში 1991-1992 წლებ­ში, სა­ნამ ომი და­ი­წყე­ბო­და. ის იყო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვიხ­დე­ბო­და, რო­გორც დე­პუ­ტა­ტებს და მა­ინც და მა­ინც კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ არ გვქონ­და.

ამ დღე­ებ­ში მე და­მი­კავ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტი, გვა­რად ჩო­კო­რა­ია, აფხა­ზე­თი­დან. ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა და­გა­ლა­პა­რა­კოთ აფხაზს და თქვენ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბით თუ არაო? მი­თხრა რომ შამ­ბას­თან და­გა­ლა­პა­რა­კე­ბო. მე ვუ­თხა­რი, რომ ჯერ შამ­ბას კი­თხეთ, უნდა თუ არა ჩემ­თან სა­უ­ბა­რი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არ ვე­ლო­დი, რომ შამ­ბა და­თან­ხმდე­ბო­და, მაგ­რამ და­თან­ხმდა, მე კი უკვე უარს ვერ ვე­ტყო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე და უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ამ­ჟა­მინ­დელ წევრ, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან, სერ­გეი შამ­ბას შო­რის ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა ორი დღის წინ გა­ი­მარ­თა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
0

რა პროდუქტი, მაღალი რანგის სეპარატისეტები ცოლებს , შვილებს ქართული პასპორტები აქვთ და დაფრინავენ ვეროპაში უვიზოდ!!!! ყველაფრითსაზრდოებნე ჩვენით და რეს რომ ცოცხლები რაიან და სული უდგათ ჩავენიტ უდგათ!!! რუსეთს დიდი ხანი კიდია!! მაგარამ უმადური და დაუნახავი ერია!! საერთოდ უნდა შვწყვიტოდ რარაც პერიიოდი მაგთტან ყოველგვარი მიმართვა, ჩავუწრატ ყველა რესურსი, გაკონტროლდეს ვინ ვინ არის და ცოტა ხანში დაჩოქილები მოვლენ!!! არ უნდათ და უთხრიათ სარი!!!! ადრე თუ გვიან დაბრუნდება ეგ ვიცი!!! დრო უნდა და ჩვენგან ყოველგავრი დახამარების შეწყვეტა!!! ესენი არა რაიან ოკუპირებულები, ესენი არიან ყველანი სეპარატისტები ხალხიანა!!!! დაეთრევიან აქ ყიდულობენ მანქნებს, პროდუქტებს!! ტანსაცმელს როდემდე ვხუჭოთ თვალი!!!!და დაფრინავენ სადაც უნდათ!!!

123
5

რა მიხვედრა უნდა? არჩევნები მოდის და ხელისუფლებას აფხაზეთთან ყინულის დნობის იმიტაცია სჭირდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემთხვევითი არ არის ის, რომ შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე?

"შემთხვევითი არ არის ის, რომ შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე?

ჩემი მხრიდან ეს აბსოლუტურად სპონტანური იყო და ამის უკან არაფერი იმალება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, სერგეი შამბასთან ონლაინ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან სერგეი შამბასთან საუბარი აბსოლუტურად სპონტანური იყო, ეს საუბარი შემთხვევითი მაინც არ ყოფილა, რადგან სერგეი შამბა მასთან საუბარს საკმაოდ გავლენიანი აფხაზი ჟურნალისტის მეშვეობით დათანხმდა.

"სოხუმში დაწერეს, რომ შამბა ალბათ, კარასინის დავალებით მოქმედებს, ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტი არსებობდეს. შემთხვევითი არ არის ის, რომ სერგეი შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს, თან ისეთ ჟურნალისტის მეშვეობით, რომელიც გავლენიანია იქ. არის ასეთი ჟურნალისტი, იზიდა ჭანია, რომელიც როგორც მითხრა ჩოკორაიამ, ის იყო ამ ურთიერთობის შუამავალი.

ეს იყო სპონტანური შეხვედრა. ამის უკან არაფერი არ დევს ჩემი მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი 15-20 წუთიანი საუბრით საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება. არის ჟენევის ფორმატი და ვარგა თუ არ ვარგა ამის იქით ჯერ არაფერი არ ხდება.

მე არ ვარ გუშინ მოსული პოლიტიკოსი. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და ყოველთვის სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდი. ვიცი სად არის წითელი ხაზები, სახელმწიფოს უშიშროება სად იწყება, სად მთავრდება, სად არის სახელმწიფოებრივი ინტერესები და წითელი ხაზების გადასვლამ რა შეიძლება მოიტანოს. მე არავისთან შემითანხმებია და არც ვაპირებ შეთანხმებას“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ გადაცემა "რეზიუმეში“ ონლაინ-შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი აფხაზი ჟურნალისტი იყო.

"30 წელია არ შევხმიანებივარ არცერთ აფხაზ პოლიტიკოსს. რაც შეეხება შამბას, ჩვენ ერთად ვიყავით უმაღლეს საბჭოში 1991-1992 წლებში, სანამ ომი დაიწყებოდა. ის იყო კომიტეტის თავმჯდომარე, მე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ხშირი ურთიერთობა გვიხდებოდა, როგორც დეპუტატებს და მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება ჩვენ არ გვქონდა.

ამ დღეებში მე დამიკავშირდა ჟურნალისტი, გვარად ჩოკორაია, აფხაზეთიდან. ჟურნალისტი ვარ და მაქვს საშუალება დაგალაპარაკოთ აფხაზს და თქვენ დაელაპარაკებით თუ არაო? მითხრა რომ შამბასთან დაგალაპარაკებო. მე ვუთხარი, რომ ჯერ შამბას კითხეთ, უნდა თუ არა ჩემთან საუბარი. სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი, რომ შამბა დათანხმდებოდა, მაგრამ დათანხმდა, მე კი უკვე უარს ვერ ვეტყოდი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა.