დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ წალკის მუნიციპალიტეტში ნაჯახით, განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეა, რომელმაც მეზობელი ქალი ნაჯახით აჩეხა. მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მოკლული ქალი სავარაუდო დამნაშავის ყოფილი თანამშრომელი იყო. ის ფსიქიატრიულში მომვლელად მუშაობდა და დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი მამაკაცსა და ქალს შორის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
47 წლის მამაკაცი ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდება. მას გაზრახ მკვლელობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე:
'
მე ძაღლის ალიკაპით ტარება გამიხადეს სავალდებულო...
მაქ ეტყობა პაციენტ ექიმებიანად გიჟები არიან