კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„წინანდლის პრემიის“ მოკლე სია და „პალიტრა L-ის“ ავტორები
„წინანდლის პრემიის“ მოკლე სია და „პალიტრა L-ის“ ავტორები

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ და­ჯილ­დო­ე­ბა წელს 8 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­მია უკვე 25 წე­ლია არ­სე­ბობს და მისი შექ­მნის იდეა 1998 წელს წი­ნან­დალ­ში ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მედ­თა შეხ­ვედ­რა-სე­მი­ნარ­ზე და­ი­ბა­და.

სე­მი­ნა­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი. პრე­მი­ის სა­ხე­ლიც მა­შინ­ვე შე­ირ­ჩა. პირ­ვე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მომ­დევ­ნო წელს თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში გა­ი­მარ­თა. პრო­ექტს თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად და­უ­ჭი­რა მხა­რი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ, რომ­ლის პატ­რო­ნა­ჟით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და "წი­ნან­დლის პრე­მია".

2023 წლის წი­ნან­დლის პრე­მი­ის მოკ­ლე სი­ა­ში მოხ­ვდნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა რო­მა­ნე­ბიც წლე­ბია, ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა კი მკი­თხვე­ლის აღი­ა­რე­ბა სულ ახ­ლა­ხან მო­ი­პო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­რებს შო­რის არი­ან „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სხვა­დას­ხვა წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი: თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და მათე ბა­ღაშ­ვი­ლი. თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძემ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა რო­მა­ნით „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის გულ­ზე“, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი მკი­თხველს წა­რუდ­გი­ნა ახა­ლი წიგ­ნი -„ერთი კვი­რა ერთ ოთახ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში გახ­ლავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ანი ბა­ლი­აშ­ვილ­სა და მათე ბა­ღაშ­ვილს ისი­ნი „გახ­დი ბესტსე­ლე­რი 2023-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბი არი­ან. ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი რო­მა­ნით „ფსკერ­ზე“ შე­ე­ხო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მწვა­ვე სა­კითხს - ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას, ხოლო მათე ბა­ღაშ­ვი­ლის „ბე­ტო­ნე­ბის იქით“ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­თა და ილუ­ზი­ე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ბი რო­მა­ნია, რო­მელ­შიც მკი­თხველ­მა შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას­თა­ნაც იპო­ვოს ბევ­რი პა­რა­ლე­ლი.

ავ­ტო­რებ­მა „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ მოკ­ლე სი­ა­ში მოხ­ვედ­რა შე­ა­ფა­სეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მკი­თხვე­ლი­სა და ჟი­უ­რის აღი­ა­რე­ბა მათ­თვის ფას­და­უ­დე­ბე­ლია:

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე: „ხალ­ხის მიერ ჩემი წიგ­ნის აღი­ა­რე­ბამ და შეყ­ვა­რე­ბამ და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ სა­კუ­თარ მი­სი­ას წარ­მა­ტე­ბით ვარ­თმევ თავს. აქვე არ­სე­ბობს მე­ო­რე მხა­რეც, საკ­მა­ოდ ხში­რად ტექ­სტი შემ­ფა­სებ­ლის­კე­ნაც მი­იჩ­ქა­რის (შემ­ფა­სე­ბე­ლი შე­საძ­ლოა იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ან მოყ­ვა­რუ­ლი); გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ავ­ტო­რი თვითკრი­ტი­კუ­ლია ანდა, უა­რე­სი, ჩემ­სა­ვით პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი. ასეთ დროს ინ­ტე­რე­სი გრღნის, გინ­და იცო­დე, რას ფიქ­რო­ბენ შენს ნა­მუ­შე­ვარ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კუ­თხით - რას მი­იჩ­ნე­ვენ მის სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ე­ბად; ახერ­ხებ თუ არა მკი­თხველ­თან სათ­ქმე­ლის მი­ტა­ნას, გა­სა­გე­ბია თუ არა მის­თვის ფა­რუ­ლი ანდა აშ­კა­რა მე­სი­ჯე­ბი, შე­ნე­უ­ლი სიმ­ბო­ლიზ­მი, ალუ­ზი­ე­ბი, მე­ტა­ფო­რე­ბი და „მო­ძღვრე­ბე­ბი“. რა თქმა უნდა, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ შენს ნა­წარ­მო­ებს, თავ­და­ჯე­რე­ბა გე­მა­ტე­ბა, უფრო გა­ბე­დუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხდე­ბი... თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­ბე­დუ­ლე­ბის გა­რე­შე კი ხა­რის­ხი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რას ვერ შექ­მნი, რად­გან იგი გულ­წრფე­ლო­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა. გულ­წრფე­ლო­ბა, თა­ვის მხრივ, ავ­თენ­ტუ­რი ტექ­სტე­ბის სა­ძირ­კვე­ლია. გა­მო­დის, მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი „ხალ­ხის მიერ აღი­ა­რე­ბა­სა“ და „ლი­ტე­რა­ტორ­თა მიერ აღი­ა­რე­ბას“ შო­რის მი­ზა­ნი და შე­დე­გია: გსურს და­ეხ­მა­რო თუ და­გეხ­მა­რონ? პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დამ­ხმა­რე თა­ვად ხარ; მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი დახ­მა­რე­ბის ხელს სხვის­გან იღებ.

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი: „წი­ნან­დლის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტო­ბა ჩემ­თვის, რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტის­თვის, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც კი ბე­დავს თავს მწე­რა­ლი უწო­დოს, უდი­დე­სი პა­ტი­ვია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ სა­მე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი და შე­სა­ბა­მი­სად, ორ­მა­გი სი­ხა­რუ­ლი იყო ამის გა­გე­ბა და შემ­დეგ უკვე გა­აზ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აღი­ა­რე­ბას, ვფიქ­რობ, ეს ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს თუნ­დაც „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი და ზო­გა­დად, ამ პრე­მი­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და ის­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, დიახ, ერ­თგვა­რი აღი­ა­რე­ბა ნამ­დვი­ლად არის იმი­სა, რომ შენი წიგ­ნი რა­ღა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა მრა­ვალ წიგნს შო­რის. ვფიქ­რობ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად იმოქ­მე­დებს მკი­თხვე­ლის მხრი­დან ინ­ტე­რე­სის გაზ­რდა­ზე და ზო­გა­დად, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც ხომ ესაა, რომ რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლის­კენ მი­მარ­თოს ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა. მკი­თხვე­ლის ამ­პლუ­ა­ში მეც ხში­რად მქო­ნია ეს მო­მენ­ტი, რად­გან გა­ინ­ტე­რე­სებს რა­ტომ არის ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, რა­ტომ აირ­ჩია ჟი­უ­რიმ მა­ინც და მა­ინც ის... „

მათე ბა­ღაშ­ვი­ლი: „ავ­ტო­რის­თვის, რო­მე­ლიც სამ­წერ­ლო­ბო სამ­ყა­რო­ში ახა­ლი სა­ხეა და ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მკი­თხვე­ლის, წი­ნა­შე მარ­ტოდ­მარ­ტო დგას, „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ სი­ა­ში მოხ­ვედ­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. მით უფრო მა­შინ, როცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­შე­მატ­კივ­რობ ამ პრო­ექ­ტის იდე­ას და იმ ადა­მი­ა­ნის იდე­ა­ლებს, ვინც 1998 წელს ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნა. იყო იმ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი, რაც ბა­ტონ­მა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ჯერ კი­დევ 90-იანი წლე­ბის და­სას­რულს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ყვე­ლა­ზე ბნელ ეპო­ქა­ში, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის შექ­მნა, ალ­ბათ, არის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა. არ მჯე­რო­და ხოლ­მე, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში ან და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე იძახ­დნენ „მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე გა­მარ­ჯვე­ბა­აო“, მაგ­რამ ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მხო­ლოდ ამა­ზე ვფიქ­რობ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ ლა­უ­რე­ა­ტებს ჟი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის 8 დარ­გში ავ­ლე­ნენ: თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა, პრო­ზა, პო­ე­ზია, მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი.

8 დე­კემ­ბრის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

„წინანდლის პრემიის“ მოკლე სია და „პალიტრა L-ის“ ავტორები

„წინანდლის პრემიის“ მოკლე სია და „პალიტრა L-ის“ ავტორები

ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება წელს 8 დეკემბერს გაიმართება. პრემია უკვე 25 წელია არსებობს და მისი შექმნის იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა.

სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".

2023 წლის წინანდლის პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ თანამედროვე ავტორები, რომელთა რომანებიც წლებია, ბესტსელერთა სიაშია, ზოგიერთმა მათგანმა კი მკითხველის აღიარება სულ ახლახან მოიპოვა.

აღნიშნულ ავტორებს შორის არიან „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ სხვადასხვა წლის გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ანი ბალიაშვილი და მათე ბაღაშვილი. თათული ღვინიანიძემ კონკურსში გაიმარჯვა რომანით „აღიარება ხელის გულზე“, რამდენიმე წლის შემდეგ კი მკითხველს წარუდგინა ახალი წიგნი -„ერთი კვირა ერთ ოთახში, რომელიც ასევე ბესტსელერი წიგნების სიაში გახლავთ.

რაც შეეხება ანი ბალიაშვილსა და მათე ბაღაშვილს ისინი „გახდი ბესტსელერი 2023-ის“ გამარჯვებული ავტორები არიან. ანი ბალიაშვილი რომანით „ფსკერზე“ შეეხო ჩვენს ქვეყანაში არსებულ მწვავე საკითხს - ქალებზე ძალადობას, ხოლო მათე ბაღაშვილის „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები რომანია, რომელშიც მკითხველმა შესაძლოა, საკუთარ ბავშვობასთანაც იპოვოს ბევრი პარალელი.

ავტორებმა „წინანდლის პრემიის“ მოკლე სიაში მოხვედრა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მკითხველისა და ჟიურის აღიარება მათთვის ფასდაუდებელია:

თათული ღვინიანიძე: „ხალხის მიერ ჩემი წიგნის აღიარებამ და შეყვარებამ დამარწმუნა იმაში, რომ საკუთარ მისიას წარმატებით ვართმევ თავს. აქვე არსებობს მეორე მხარეც, საკმაოდ ხშირად ტექსტი შემფასებლისკენაც მიიჩქარის (შემფასებელი შესაძლოა იყოს პროფესიონალი ან მოყვარული); განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი თვითკრიტიკულია ანდა, უარესი, ჩემსავით პერფექციონისტი. ასეთ დროს ინტერესი გრღნის, გინდა იცოდე, რას ფიქრობენ შენს ნამუშევარზე ლიტერატურული კუთხით - რას მიიჩნევენ მის სუსტ და ძლიერ მხარეებად; ახერხებ თუ არა მკითხველთან სათქმელის მიტანას, გასაგებია თუ არა მისთვის ფარული ანდა აშკარა მესიჯები, შენეული სიმბოლიზმი, ალუზიები, მეტაფორები და „მოძღვრებები“. რა თქმა უნდა, როცა პროფესიონალები დადებითად აფასებენ შენს ნაწარმოებს, თავდაჯერება გემატება, უფრო გაბედული და თავისუფალი ხდები... თავისუფლებისა და გაბედულების გარეშე კი ხარისხიან ლიტერატურას ვერ შექმნი, რადგან იგი გულწრფელობაში გეხმარება. გულწრფელობა, თავის მხრივ, ავთენტური ტექსტების საძირკველია. გამოდის, მთავარი განმასხვავებელი „ხალხის მიერ აღიარებასა“ და „ლიტერატორთა მიერ აღიარებას“ შორის მიზანი და შედეგია: გსურს დაეხმარო თუ დაგეხმარონ? პირველ შემთხვევაში, დამხმარე თავად ხარ; მეორე შემთხვევაში კი დახმარების ხელს სხვისგან იღებ.

ანი ბალიაშვილი: „წინანდლის პრემიის ნომინანტობა ჩემთვის, როგორც დებიუტანტისთვის, რომელიც ჯერჯერობით ვერც კი ბედავს თავს მწერალი უწოდოს, უდიდესი პატივია. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა მოლოდინი, რომ სამეულში მოვხვდებოდი და შესაბამისად, ორმაგი სიხარული იყო ამის გაგება და შემდეგ უკვე გააზრება. რაც შეეხება აღიარებას, ვფიქრობ, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება ჩემი მხრიდან საკუთარ შემოქმედებაზე, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს თუნდაც „წინანდლის პრემიის“ ძალიან კომპეტენტური ჟიური და ზოგადად, ამ პრემიის მრავალწლიანი გამოცდილება და ისტორია. შესაბამისად, დიახ, ერთგვარი აღიარება ნამდვილად არის იმისა, რომ შენი წიგნი რაღაცით გამოირჩევა სხვა მრავალ წიგნს შორის. ვფიქრობ, ეს აუცილებლად იმოქმედებს მკითხველის მხრიდან ინტერესის გაზრდაზე და ზოგადად, მსგავსი პროექტების ერთ-ერთი მიზანიც ხომ ესაა, რომ რაღაც კონკრეტულისკენ მიმართოს ხალხის ყურადღება. მკითხველის ამპლუაში მეც ხშირად მქონია ეს მომენტი, რადგან გაინტერესებს რატომ არის ესა თუ ის ნაწარმოები განსაკუთრებული, გამორჩეული, რატომ აირჩია ჟიურიმ მაინც და მაინც ის... „

მათე ბაღაშვილი: „ავტორისთვის, რომელიც სამწერლობო სამყაროში ახალი სახეა და ყველაზე კრიტიკული საზოგადოების, მკითხველის, წინაშე მარტოდმარტო დგას, „წინანდლის პრემიის“ სიაში მოხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა. მით უფრო მაშინ, როცა წლების განმავლობაში გულშემატკივრობ ამ პროექტის იდეას და იმ ადამიანის იდეალებს, ვინც 1998 წელს ეს ყველაფერი შექმნა. იყო იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ბატონმა ზურაბ ჟვანიამ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასასრულს, შემოქმედებითობის ყველაზე ბნელ ეპოქაში, ახალგაზრდებისთვის შექმნა, ალბათ, არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. არ მჯეროდა ხოლმე, როცა ადამიანები სხვადასხვა კონკურსში ან დაჯილდოებებზე იძახდნენ „მონაწილეობა უკვე გამარჯვებააო“, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

აღსანიშნავია, რომ „წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს ჟიური მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში ავლენენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

8 დეკემბრის ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

R