მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."
ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."

ორი ის­რა­ე­ლე­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­კარ­გუ­ლე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან. ინ­ფორ­მა­ცია უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და. რო­გორც ის­რა­ე­ლის მე­დია წერს, ავივ ატ­სი­ლი და ოფირ ცარ­ფა­ტი და­კარ­გუ­ლე­ბად, ან ტყვე­ე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ და ახლა ცნო­ბი­ლია, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი მოკ­ლუ­ლია.

ცარ­ფა­ტი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, შო­ვალ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო და 27 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავ­და, როცა ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს და ღა­ზა­ში წა­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ხელ­დე­ბა.

ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ 49 წლის ატ­სი­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო, რად­გან 8 ოქ­ტომ­ბერს მისი ტე­ლე­ფო­ნის სიგ­ნალს ღა­ზა­ში მი­აკ­ვლი­ეს. ვი­ნა­ი­დან ცხე­და­რი არ იყო ნა­პოვ­ნი, ის და­კარ­გუ­ლად, ან ტყვედ გა­მო­ცხად­და.

ავივ ატ­სი­ლი

მისი ცოლი, ლიატ ბე­ი­ნინ ატ­სი­ლი ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს, ღა­ზა­ში ჰყავ­დათ და მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ატ­სილს სამი შვი­ლი დარ­ჩა. ის კი­ბუ­ცის, ნირ ოზის სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუ­ფის წევ­რი იყო, 7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით, რო­დე­საც "ჰა­მა­სის" შეჭ­რის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, წა­ვი­და ტე­რო­რის­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. მისი ცოლი სახ­ლის უსაფრ­თხო ოთახ­ში დარ­ჩა, სა­დაც ტე­რო­რის­ტებ­მა იპო­ვეს და მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

წყვი­ლის შვი­ლე­ბი თავ­დას­ხმის შე­დე­გად არ და­შა­ვე­ბუ­ლან, რად­გან იმ მო­მენ­ტში ბე­ბი­ას­თან, სხვა სო­ფელ­ში იყ­ვნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

რას ნიშნავს უსაფრთხოების ოთახი? ან იყო კი ის უსაფრთხო? ბევრგან წამიკითხავს უსაფრთხოების ოთახში იპოვეს და გაიტაცესო.

რუსუდანი
0

რა საშინელებაა ომი! უდანაშაულო ხალხი ეწირება, გამჩაღებლები კი ამბიციებს იკმაყოფილებენ და მდიდრდებიან. 😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."

ისრაელელი მამაკაცები, რომლებიც დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან - "მისი ცოლი სახლში იყო, თუმცა გაიტაცეს და..."

ორი ისრაელელი მამაკაცი, რომლებიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულებად ითვლებოდნენ, მოკლულები არიან. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. როგორც ისრაელის მედია წერს, ავივ ატსილი და ოფირ ცარფატი დაკარგულებად, ან ტყვეებად მიიჩნეოდნენ და ახლა ცნობილია, რომ ორივე მათგანი მოკლულია.

ცარფატი თავის შეყვარებულთან, შოვალთან და მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე იყო და 27 წლის იუბილეს აღნიშნავდა, როცა ტერორისტებმა გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. გარდაცვალების თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

ვარაუდობდნენ, რომ 49 წლის ატსილიც გატაცებული იყო, რადგან 8 ოქტომბერს მისი ტელეფონის სიგნალს ღაზაში მიაკვლიეს. ვინაიდან ცხედარი არ იყო ნაპოვნი, ის დაკარგულად, ან ტყვედ გამოცხადდა.

ავივ ატსილი

მისი ცოლი, ლიატ ბეინინ ატსილი ტერორისტებმა გაიტაცეს, ღაზაში ჰყავდათ და მიმდინარე კვირაში გაათავისუფლეს.

ატსილს სამი შვილი დარჩა. ის კიბუცის, ნირ ოზის სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფის წევრი იყო, 7 ოქტომბერს, დილით, როდესაც "ჰამასის" შეჭრის შესახებ შეიტყო, წავიდა ტერორისტებთან საბრძოლველად. მისი ცოლი სახლის უსაფრთხო ოთახში დარჩა, სადაც ტერორისტებმა იპოვეს და მძევლად აიყვანეს.

წყვილის შვილები თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან, რადგან იმ მომენტში ბებიასთან, სხვა სოფელში იყვნენ.