პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?
რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?

YouTube-მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გუნ­დის გა­მო­ძი­ე­ბა დაბ­ლო­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იტა­ლი­ა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი "შე­ჰე­რე­ზა­დეს" იახ­ტის მფლო­ბე­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნია.

ნა­ვალ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ ვი­დეო არ­ღვევ­და YouTube-ის შე­ვიწ­რო­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჰოს­ტინ­გის ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­ი­თხოვს, რომ ვი­დე­ო­დან „ყვე­ლა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია“ ამო­ი­ღონ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, ადრე YouTube-მა დაბ­ლო­კა რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ გან­ხილ­ვის შემ­დეგ კვლავ აღად­გი­ნა მათ­ზე წვდო­მა.

გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე ნა­ვალ­ნის გუნ­დმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იახ­ტა „შე­ჰე­რე­ზა­და“, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის ზღვის­პი­რა კუ­რორტ მა­რი­ნა დი კა­რა­რას სა­ნა­პი­როს­თან მდე­ბა­რე­ობ­და, ვლა­დი­მერ პუ­ტინს ეკუთ­ვნის. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 700 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ა­ფა­სეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ცე­მა Dossier-მა სა­კუ­თა­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გე­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი სხვა თან­ხა - 583 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ა­ცხა­და.

2022 წლის მა­ის­ში იახ­ტა იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ ჩა­მო­არ­თვა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბის არ­სე­ბო­ბა „შე­ჰე­რე­ზა­დას“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რულ მფლო­ბელ­სა და რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში „შე­ჰე­რე­ზა­და“ ამოქ­მედ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რია პევ­ჩი­ხის თქმით, მას შემ­დეგ, რაც ნა­ვალ­ნის გუნ­დის გა­მო­ძი­ე­ბის წყა­ლო­ბით იახ­ტა "გა­ყი­ნუ­ლი" იყო, ვი­ღა­ცამ ის შე­ა­კე­თა და ამა­ში, პევ­ჩი­ხის თქმით, "მი­ლი­ო­ნო­ბით ევრო" გა­და­ი­ხა­და. გარ­და ამი­სა, გე­მის რუსი ეკი­პა­ჟი, რომ­ლის წევ­რე­ბიც, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­თან, სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ხელ­ფასს კვლავ იღე­ბენ.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფარფატი
0

ისტორიულად პუტინზე ძლიერ მარტო ტარზანი და მაკენა იყო

გიორგი
10

სანქციები მითია. დასავლეთს რუსეთის დამარცხება რომ სურდეს, უკრაინას საჭირო იარაღს მიაწვდიდა 2022 წლის გაზაფხულზე და ახლა უკრაინა უკვე 1991 წლის საზღვრებს აღიდგენდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?

რატომ დაბლოკა YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება, რომელიც პუტინის იახტას ეხებოდა?

YouTube-მა ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიება დაბლოკა, რომლის მიხედვითაც იტალიაში დაკავებული "შეჰერეზადეს" იახტის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

ნავალნის თანამოაზრეებმა მიიღეს შეტყობინება, სადაც წერია, რომ ვიდეო არღვევდა YouTube-ის შევიწროების საწინააღმდეგო პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით, ჰოსტინგის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ვიდეოდან „ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია“ ამოიღონ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრე YouTube-მა დაბლოკა რუსი ოპოზიციონერების მიერ ჩატარებული რამდენიმე გამოძიება, მაგრამ განხილვის შემდეგ კვლავ აღადგინა მათზე წვდომა.

გასულ გაზაფხულზე ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც იახტა „შეჰერეზადა“, რომელიც იტალიის ზღვისპირა კურორტ მარინა დი კარარას სანაპიროსთან მდებარეობდა, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. გამომძიებლებმა მისი ღირებულება 700 მილიონ ევროდ შეაფასეს. მოგვიანებით გამოცემა Dossier-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა და გემის მშენებლობაზე დახარჯული სხვა თანხა - 583 მილიონი ევრო გამოაცხადა.

2022 წლის მაისში იახტა იტალიის მთავრობამ ჩამოართვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსურმა პოლიციამ დაადგინა „მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირების არსებობა „შეჰერეზადას“ ბენეფიციარულ მფლობელსა და რუსეთის მთავრობის ცნობილ წარმომადგენლებს შორის.

მიმდინარე წლის სექტემბერში „შეჰერეზადა“ ამოქმედდა. საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის თქმით, მას შემდეგ, რაც ნავალნის გუნდის გამოძიების წყალობით იახტა "გაყინული" იყო, ვიღაცამ ის შეაკეთა და ამაში, პევჩიხის თქმით, "მილიონობით ევრო" გადაიხადა. გარდა ამისა, გემის რუსი ეკიპაჟი, რომლის წევრებიც, გამომძიებლების თქმით, დაკავშირებულია უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს და ხელფასს კვლავ იღებენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: