ავტორი:

ვინ არის წყვილი, რომელთა "საუკუნის ქორწილიც" $89 მილიონი დაჯდა - მე-18 საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები და Maroon 5-ის ცოცხალი შესრულება: ფოტოები პარიზული წვეულებიდან

ვინ არის წყვილი, რომელთა "საუკუნის ქორწილიც" $89 მილიონი დაჯდა - მე-18 საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრები და Maroon 5-ის ცოცხალი შესრულება: ფოტოები პარიზული წვეულებიდან

26 წლის მადლენ ბროკვეის ცნობადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ქორწილი ინტერნეტის სენსაციად იქცა. ამერიკელმა ქალმა რჩეულზე, ჯეიკობ ლაგრონზე ამ თვის დასაწყისში იქორწინა. გრანდიოზული ქორწილის ვიდეოები კი TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ქორწილი საფრანგეთში გაიმართა, სტუმრების განწყობაზე კი ამერიკული ბენდი, Maroon 5 ზრუნავდა.

საქორწინო წვეულება იუტას კურორტ ამანგირიში დაიწყო, რომელსაც მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. საღამო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი - პირველ ნაწილს „ლამაზი ვარდისფერი“ ერქვა და მასში აუზის პირას ვახშამი შედიოდა. მეორე - "უცხოპლანეტელები ჩვენს შორის", მესამე - "ოქროს საათი", ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი კი „მარია ანტუანეტა“ იყო - პატარძალი და სტუმრები მე-18 საუკუნის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი.

მთავარი ღონისძიება პარიზში შედგა. რასაც მოჰყვა ვერსალის ბაღებისა და ეიფელის კოშკის დათვალიერება და სადილი მდიდრულ იახტაზე. ქორწილის ღირებულება $89 მილიონია.

ქორწილის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში 1,4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესდა, ვინ იყო უმშვენიერესი პატარძალი:

"ღმერთო, რა სილამაზეა. ასეთი ჯერ არაფერი მინახავს“, „ვინ ხარ? ეს ყველაფერი განსაცვიფრებელია“ - წერდნენ კომენტარებში.

მადლენ ბროკვეის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. თუმცა, როგორც გაირკვა, იგი Ussery Automotive Group-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის, რობერტ "ბობ" ბროკვეის ქალიშვილია. საავტომობილო ინდუსტრიაში ბროკვეის ოჯახის გამორჩეულობამ ხელი შეუწყო სპეკულაციას, რომ სწორედ რობერ ბროკვეი იყო ექსტრავაგანტური ქორწილის სავარაუდო სპონსორი.