მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?
რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის კი­თხვას ღრმა ბავ­შვო­ბა­ში იწყე­ბენ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აგ­რძე­ლე­ბენ. ეს არის მო­თხრო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აკე­თილ­შო­ბი­ლებს და აბედ­ნი­ე­რებს. სი­კე­თე­ზე აგე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა ამ­ბე­ბი ბავ­შვებს გა­რე­მოს აც­ნობს და აყ­ვა­რებს. სწო­რედ ამი­ტომ გრძელ­დე­ბა მათი კი­თხვა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გარ­და მო­თხრო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ასე უყ­ვართ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს მისი „საღ­მრთო ის­ტო­რია“ იკა­ვებს. ეს გახ­ლავთ ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­შიც ბიბ­ლი­უ­რი ამ­ბე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გებ ენა­ზეა გად­მო­ცე­მუ­ლი. მათი გაც­ნო­ბით პა­ტა­რე­ბი სამ­ყა­როს შე­ი­მეც­ნე­ბენ.

და მა­ინც, რა­ტომ უნდა წა­ვა­კი­თხოთ ბავ­შვებს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა?

მათ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მო­თხრო­ბე­ბი თან მხატ­ვრუ­ლია და თან ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას აც­ნობს ბავ­შვებს. სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი პა­ტა­რე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი.

  • ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის თი­თო­ე­ულ მო­თხრო­ბა­ში, თი­თო­ე­ულ ამ­ბავ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლია ჩა­დე­ბუ­ლია. მის მიერ შედ­გე­ნი­ლი „დედა ენა“ იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ვლებს ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის „გან­წყო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. წიგ­ნი იწყე­ბა „აი იათი“, რო­მელ­საც ლე­გენ­დაც უდევს სა­ფუძ­ვლად. თურ­მე ერთხელ მინ­დორ­ზე მჯდა­რი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას ხმას გა­მო­უფხიზ­ლე­ბია: „ძია ია­კობ, აი ია“. სწო­რედ მა­შინ მო­უ­ვი­და იდეა, რომ „დედა ენა“ სწო­რედ ამ ფრა­ზით და­ე­წყო.
  • ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვებს პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ვე­სა­უბ­როთ ღმერ­თის და ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა ხში­რად მშობ­ლებ­მაც არ იცი­ან, ეს რო­გორ უნდა გა­ა­კე­თონ. ამ დროს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია ბავ­შვებს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „საღ­მრთო ის­ტო­რია“ წა­უ­კი­თხოთ. ეს მათ­თვის ერ­თგვა­რი პირ­ველ ბიბ­ლია გახ­დე­ბა. ნა­წარ­მო­ე­ბი ასე იწყე­ბა: „ჩვენ ვი­ცით, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი დედ-მა­მის­გან იბა­დე­ბა. აგ­რეთ­ვე ვხე­დავთ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი ცხო­ვე­ლე­ბის­გან ჩნდე­ბი­ან, მცე­ნა­რე­ე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბის­გან მრავ­ლდე­ბი­ან. მაგ­რამ პირ­ვე­ლი დედ-მამა რო­გორ­ღა და­ი­ბა­და? პირ­ვე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი და მცე­ნა­რე­ე­ბი რო­გორ­ღა გაჩ­ნდნენ ქვე­ყა­ნა­ზე?“ ეს და სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კი­თხვე­ბი ბავ­შვებს ხში­რად უჩ­ნდე­ბათ. მათ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ში კი „საღ­მრთო ის­ტო­რია“ და­გეხ­მა­რე­ბათ.
  • ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბი ბავ­შვებს სამ­შობ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­აყ­ვა­რებს. პატ­რი­ო­ტიზ­მზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­თხრო­ბა მათ და­ა­ფიქ­რებს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას და თა­ნად­გო­მას.
  • „დიდს აღ­მართს დიდი თავ­დაღ­მარ­თი მოს­დევს; ხან­გრძლივ გვალ­ვას ხან­გრძლი­ვი წვი­მა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე; დიდი სი­ხა­რუ­ლი ხში­რად დიდ სიმ­წუ­ხა­რედ იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნის და ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.“ - ვკი­თხუ­ლობთ მო­თხრო­ბა­ში „სხი­ვი წარ­სუ­ლი­სა“. ამ და სხვა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ზე და­ფიქ­რე­ბა ბავ­შვებს პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ. მათ სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში კი ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბის სა­ხი­თაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თუმ­ცა თუ ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნახ­ლე­ბას გეგ­მავთ, სა­უ­კე­თე­სოა, შე­ი­ძი­ნოთ სამ­ტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექტ „XXI სა­უ­კუ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის“ ნა­წი­ლია. უკვე გა­მო­სუ­ლია სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი. მას­ში „საღ­მრთო ის­ტო­რია“ და მო­თხრო­ბე­ბი შე­დის. წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლა­რია. მე­ო­რე და მე­სა­მე ტო­მე­ბი კი შემ­დეგ თვე­ებ­ში გა­მო­ი­ცე­მა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების კითხვას ღრმა ბავშვობაში იწყებენ და მთელი ცხოვრება აგრძელებენ. ეს არის მოთხრობები, რომლებიც აკეთილშობილებს და აბედნიერებს. სიკეთეზე აგებული პატარ-პატარა ამბები ბავშვებს გარემოს აცნობს და აყვარებს. სწორედ ამიტომ გრძელდება მათი კითხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

გარდა მოთხრობებისა, რომლებიც ბავშვებს ასე უყვართ, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს მისი „საღმრთო ისტორია“ იკავებს. ეს გახლავთ ნაწარმოები, რომელშიც ბიბლიური ამბები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზეა გადმოცემული. მათი გაცნობით პატარები სამყაროს შეიმეცნებენ.

და მაინც, რატომ უნდა წავაკითხოთ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?

მათში გადმოცემული ამბები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა. მოთხრობები თან მხატვრულია და თან ქვეყნის ისტორიას აცნობს ბავშვებს. საინტერესო ისტორიული ამბები პატარებისთვის გასაგები ინტერპრეტაციითაა გადმოცემული.

  • იაკობ გოგებაშვილის თითოეულ მოთხრობაში, თითოეულ ამბავში განსაკუთრებული საფუძველია ჩადებულია. მის მიერ შედგენილი „დედა ენა“ იმ ფსიქოლოგიურ საფუძვლებს ეფუძნება, რომელიც მოგვიანებით დიმიტრი უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. წიგნი იწყება „აი იათი“, რომელსაც ლეგენდაც უდევს საფუძვლად. თურმე ერთხელ მინდორზე მჯდარი, ჩაფიქრებული იაკობ გოგებაშვილი პატარა გოგონას ხმას გამოუფხიზლებია: „ძია იაკობ, აი ია“. სწორედ მაშინ მოუვიდა იდეა, რომ „დედა ენა“ სწორედ ამ ფრაზით დაეწყო.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვესაუბროთ ღმერთის და ქრისტიანობის შესახებ. თუმცა ხშირად მშობლებმაც არ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორია“ წაუკითხოთ. ეს მათთვის ერთგვარი პირველ ბიბლია გახდება. ნაწარმოები ასე იწყება: „ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა გაჩნდნენ ქვეყანაზე?“ ეს და სამყაროსთან დაკავშირებული სხვა კითხვები ბავშვებს ხშირად უჩნდებათ. მათთვის პასუხის გაცემაში კი „საღმრთო ისტორია“ დაგეხმარებათ.
  • იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები ბავშვებს სამშობლოს განსაკუთრებით შეაყვარებს. პატრიოტიზმზე დაფუძნებული არაერთი მოთხრობა მათ დააფიქრებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთსულოვნებას და თანადგომას.
  • „დიდს აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს; ხანგრძლივ გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე; დიდი სიხარული ხშირად დიდ სიმწუხარედ იცვლება ადამიანის და ქვეყნის ცხოვრებაში.“ - ვკითხულობთ მოთხრობაში „სხივი წარსულისა“. ამ და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე დაფიქრება ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. მათ სწორად გააზრებაში კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები დაგეხმარებათ.

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება სხვადასხვა გამოცემების სახითაა ხელმისაწვდომი. თუმცა თუ ბიბლიოთეკის განახლებას გეგმავთ, საუკეთესოა, შეიძინოთ სამტომეული, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „XXI საუკუნის ბიბლიოთეკის“ ნაწილია. უკვე გამოსულია სერიის პირველი ტომი. მასში „საღმრთო ისტორია“ და მოთხრობები შედის. წიგნის ღირებულება 15 ლარია. მეორე და მესამე ტომები კი შემდეგ თვეებში გამოიცემა.

R