კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს
"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

ილონ მასკმა იმ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თა, რომ­ლებ­მაც მისი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა X ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის პრო­პა­გან­დის გამო მი­ა­ტო­ვეს. "წა­დით, თქვე­ნი...", - ასე მი­მარ­თა მათ მი­ლი­არ­დერ­მა.

მასკმა 15 ნო­ემ­ბერს X-ზე ან­ტი­სე­მი­ტუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ის "დიდი ჩა­ნაც­ვლე­ბის თე­ო­რი­ას" და­ე­თან­ხმა. თე­ო­რია ამ­ტკი­ცებს, რომ ებ­რა­ე­ლე­ბი და მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კურ და კულ­ტუ­რულ ჩა­ნაც­ვლე­ბას აწარ­მო­ე­ბენ და სა­ბო­ლო­ოდ, მათი გე­ნო­ცი­დი სურთ.

15 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მას­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ატი­სე­მი­ტუ­რი პოს­ტის გამო კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. მან თავ­და­პირ­ვე­ლად, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა შემ­დეგ იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­მაც X-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვეს, "მო­ღა­ლა­ტე" უწო­და.

მისი თქმით, რეკ­ლა­მის განმთავ­სე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ სა­თო­ფე­ზეც არ უნდა გა­ე­კა­რონ X-ს და არც ის გა­ი­ფიქ­რონ, რომ მისი შან­ტა­ჟის უფ­ლე­ბა აქვთ: "წა­დით, თქვე­ნი... ",- დას­ძი­ნა მასკმა.

შემ­დეგ იკი­თხა, გა­სა­გე­ბი იყო თუ არა მისი მი­მარ­თვა ბო­ბის­თვის (მას­კის გან­ცხა­დე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და Walt Disney-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­ბერტ აი­ჯე­რი).

მი­ლი­არ­დერ­მა ასე­ვე ისიც თქვა, რომ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი მარ­თლაც სა­ში­ნე­ლი იყო.

მას­კის პოს­ტი თეთრმა სახ­ლმა დაგ­მო და მას "ან­ტი­სე­მი­ტუ­რი და რა­სის­ტუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ამაზ­რზე­ნი პრო­პა­გან­და" უწო­და. პოს­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, აშშ-ს წამ­ყვან­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, მათ შო­რის Walt Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და NBCUniversal-მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად X-ზე რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა შე­წყვი­ტეს.

ამის შემ­დეგ ის­რა­ელ­შიც კი ჩა­ვი­და და პრე­მი­ერ მი­ნისტრს, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს შეხ­ვდა. ვი­ზი­ტის დროს მან აღ­ნიშ­ნა, რომ ან­ტი­სე­მი­ტიზმსა და ყვე­ლა­ფერს, რაც "სი­ძულ­ვილს და კონ­ფლიქტს უწყობს ხელს" ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ X-ი არა­სო­დეს წა­ა­ხა­ლი­სებს სი­ძულ­ვი­ლის ენას.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

ჯიგარი!

ლევანი 1
8

მასკი არის ნომერი 1, ახლოს ვერ მივლენ ფულის დამყაყებული ტომრები და მოსყიდული მედია. ახალი დროის მაცნე და დამკანონებელია. მტრობენ, რა თქმა უნდა. არ გად-ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

"წადით, თქვენი..." - ილონ მასკი მიმართავს კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს

ილონ მასკმა იმ კომპანიებს მიმართა, რომლებმაც მისი სოციალური მედიაპლატფორმა X ანტისემიტიზმის პროპაგანდის გამო მიატოვეს. "წადით, თქვენი...", - ასე მიმართა მათ მილიარდერმა.

მასკმა 15 ნოემბერს X-ზე ანტისემიტური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის "დიდი ჩანაცვლების თეორიას" დაეთანხმა. თეორია ამტკიცებს, რომ ებრაელები და მემარცხენეები თეთრკანიანი მოსახლეობის ეთნიკურ და კულტურულ ჩანაცვლებას აწარმოებენ და საბოლოოდ, მათი გენოციდი სურთ.

15 ნოემბრის შემდეგ მასკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ატისემიტური პოსტის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. მან თავდაპირველად, ბოდიში მოიხადა, თუმცა შემდეგ იმ კომპანიებს, რომლებმაც X-თან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, "მოღალატე" უწოდა.

მისი თქმით, რეკლამის განმთავსებელი ორგანიზაციები საერთოდ სათოფეზეც არ უნდა გაეკარონ X-ს და არც ის გაიფიქრონ, რომ მისი შანტაჟის უფლება აქვთ: "წადით, თქვენი... ",- დასძინა მასკმა.

შემდეგ იკითხა, გასაგები იყო თუ არა მისი მიმართვა ბობისთვის (მასკის განცხადებაში იგულისხმებოდა Walt Disney-ს აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ აიჯერი).

მილიარდერმა ასევე ისიც თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მართლაც საშინელი იყო.

მასკის პოსტი თეთრმა სახლმა დაგმო და მას "ანტისემიტური და რასისტული სიძულვილის ამაზრზენი პროპაგანდა" უწოდა. პოსტის გახმაურების შემდეგ, აშშ-ს წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის Walt Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და NBCUniversal-მა პროტესტის ნიშნად X-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს.

ამის შემდეგ ისრაელშიც კი ჩავიდა და პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმსა და ყველაფერს, რაც "სიძულვილს და კონფლიქტს უწყობს ხელს" ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ X-ი არასოდეს წაახალისებს სიძულვილის ენას.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა