საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია
"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია

ვე­კუთ­ვნი თა­ო­ბას, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბი­დან ვე­ლო­დე­ბით იმ შანსს, რო­დე­საც ჩვენ­თვის ევ­რო­პის კარი გა­ი­ღე­ბა, მათ შო­რის, მა­ნამ­დე, სა­ნამ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და, ასე­თი რა­ღა­ცის გა­ფიქ­რე­ბაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! - არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლიც კი არ არის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ჯაბა სა­მუ­ში­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას, რომ თსუ-ს რექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებს არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას მა­გი­დე­ბი გა­შა­ლონ და პე­ტი­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რონ.

რო­გორც ჯაბა სა­მუ­ში­ამ აღ­ნიშ­ნა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლას­თვის ღიაა, მათ შო­რის პე­ტი­ცი­ის­თვის ხე­ლის მო­წე­რის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ამას­თან, არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის დაც­ვაც სა­სურ­ვე­ლია.

"არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლიც კი არ არის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი. ვი­ღა­ცას ხომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა. მე იმის თქმა მინ­და, რომ თუ ეს იყო პრე­ზი­დენ­ტის იმ ინი­ცი­ა­ტი­ვის გაგ­რძე­ლე­ბა, რა­საც ის ახორ­ცი­ე­ლებს ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, მა­შინ ხომ წე­სია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ავ­ტო­ნო­მი­ის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტეტს ერთი ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დი მა­ინც გა­მო­უგ­ზავ­ნოს, რომ ამა­ში მხარ­და­ჭე­რა გა­მოგ­ვი­ცხა­დეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურ­ცე­ლი არ არის შე­მო­სუ­ლი! ცოტა სხვა პრო­ვო­კა­ცი­ის თე­მაა იმი­ტომ, რომ მე ვერ ვხდე­ბი, რას ნიშ­ნავს ეს. ერთი თხოვ­ნის ფურ­ცე­ლი და მო­მარ­თვა არ არის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი.

მე ვე­კუთ­ვნი იმ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბი­დან ვე­ლო­დე­ბით იმ შანსს, რო­დე­საც ჩვენ­თვის ევ­რო­პის კარი გა­ი­ღე­ბა, მათ შო­რის, მა­ნამ­დე, სა­ნამ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დო­და. წა­ი­კი­თხეთ თქვენ მიერ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებ­ში ჩემი პო­ზი­ცი­ე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან, ნატო-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან, ასე­თი რა­ღა­ცის გა­ფიქ­რე­ბაც რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლუ­რი თემა. ავ­ტო­ნო­მია აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს და თუ ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა უნდა, რა­ღაც ფურ­ცლით და ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­მარ­თვით აკე­თე­ბენ ხოლ­მე. ასე ხომ არ არის, მინ­და და ვა­კე­თო! უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი მარ­თვის ორ­გა­ნო ჰყავს, არის სე­ნა­ტი, არის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში უნდა ჩვენს კო­ლე­გებ­საც ვკი­თხოთ. მე ეს მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ არ არ­სე­ბობს ასე­თი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რაზე აქვთ პრე­ტენ­ზია ვერ გა­ვი­გე? რამე მთხო­ვა და არ გა­ვა­კე­თე? და მე­ო­რე, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიაა, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია შე­მოს­ვლა, აი­ღოს და მო­ა­წე­როს ხელი, ვინ­მე რა­მეს ზღუ­დავს? პი­რი­ქით, მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ელო­დე­ბა 15 დე­კემ­ბერს, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი ყვე­ლამ ერ­თად იზე­ი­მოს“,- გა­ნა­ცხა­და ჯაბა სა­მუ­ში­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მას არ ეს­მის, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი არ აძ­ლევს უფ­ლე­ბას სტუ­დენ­ტებს, გა­შა­ლონ მა­გი­დე­ბი და ხელი მო­ა­წე­რი­ნონ ძა­ლი­ან მარ­ტივ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ იმას, რომ პო­ლი­ტი­კა სხვა სა­კი­თხია, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი კი სხვა სა­კი­თხია და ის ყვე­ლა სივ­რცე­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ნიკა
1

ეს ქალი , არც მალავს, ყველა წღვარს გადავიდა. სუფთა პროვოკაციაზე მიდის. ყოველ დღე ახალახალ მოწოდებებს აცხობს და ყველა არის არაკეთილსინდისიერი . რა ჯანდაბა უნდა იცის ? მხოლოდ საზიანოდ ყველა მისი გამოსვლა. ჩაეწერა სექტის ბელადად , სხვას ვერ დაარქმევ მის გამოხტომებს. როგორი გაააქტიურებულია და ბძოლისთვის ემზადება აშკარად. ამაზრზენი პიროვნება გამოდგა. სირცხვილი მას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია

"ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული - რაზე აქვთ პრეზიდენტს პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე?" - ჯაბა სამუშია

ვეკუთვნი თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საქართველოში ჩამოვიდოდა, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება?! - არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული, - ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია.

"არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული.

მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საერთოდ საქართველოში ჩამოვიდოდა. წაიკითხეთ თქვენ მიერ გამოცემულ წიგნებში ჩემი პოზიციები ევროინტეგრაციასთან, ნატო-სთან ინტეგრაციასთან, ასეთი რაღაცის გაფიქრებაც როგორ შეიძლება? ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს პროტოკოლური თემა. ავტონომია აქვს უნივერსიტეტს და თუ ვიღაცას რაღაცა უნდა, რაღაც ფურცლით და ელემენტარული მომართვით აკეთებენ ხოლმე. ასე ხომ არ არის, მინდა და ვაკეთო! უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს, არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

ასევე იხილეთ: