პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება
"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ე­ბის კო­მი­ტე­ტი ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ზე ქება-დი­დე­ბის გან­ცახ­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს. ისი­ნი ხაზს უს­ვა­მენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არ აჰ­ყვა ევ­რო­პულ სან­ქცი­ებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­იქ­ცა, დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რად სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას:

"აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი. რო­გო­რი სირ­თუ­ლე­ე­ბიც არ უნდა იყოს მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეყო სი­მა­მა­ცე და არ აჰ­ყვა ან­ტი­რუ­სულ ის­ტე­რი­ას, იხელ­მძღვა­ნე­ლა პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­დან და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­თი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ზე­დი­ზედ ორი წე­ლია ორ­ნიშ­ნა ზრდას აჩ­ვე­ნებს. სხვა­თა შო­რის, კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი შე­აქვთ რუს ტუ­რის­ტებ­საც.

ამა­სო­ბა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის გა­ნად­გუ­რე­ბის მა­ნი­ა­კა­ლუ­რი სურ­ვი­ლით, ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მე-12 პა­კეტს აცხო­ბენ, რო­მელ­შიც შე­დის ლურ­სმნე­ბის, ღი­ლა­კე­ბის, ნემ­სე­ბი­სა და საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბის ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა. ასე­თი "შორ­სმჭვრე­ტე­ლი“ ევ­რო­პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხელ­ში, ევ­რო­პა სულ უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა კლი­ნი­კუ­რი დეგ­რა­და­ცი­ის "პა­ლა­ტა #6 - ს".

რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­დამ­დე­ბია. პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მენ­ცი­ის მე­ტას­ტა­ზებ­მა კი­ე­ვამ­დეც მი­აღ­წია, სა­დაც რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა სულ და­კარ­გეს და სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­კითხს, რომ ყი­რიმს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მდე­ბა­რე­ობს, სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვან. ეს სი­გი­ჟეა თუ ჭკუ­ა­სუს­ტო­ბა? ორი­ვეს ნიშ­ნე­ბი სა­ხე­ზეა“, - წე­რია ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. წყა­რო

  • ავ­ტო­რი ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

მიმდინარე წლის 9 თვეში, რუსეთმა 630 მილიარდი დოლარი ივაჭრა და ეს მეტია , ვიდრე სანქციებამდე და უკრაინის ომამდე ჰქონდა ხოლმე, მართალია თუ ადრე აზია და აფრიკა იყო 40 %, ახლაა 70 %-ა და დასავლეთი რომ იყო 50-60% , ახლაა 30 % , დიახ სამას მილიარდამდე სანქციების დროს ვაჭრობს დასავლეთტან ! ჩვენ 14 მილიარდს წლიურს ვართ , ჰოო ამბობენ ახლა ლარსი დაკეტილია, თოვლია, თან მარტო დღის შუქზე მუშაობს, თორემ გავაორმაგებდითო ამ მაჩვენებლებსო, ნაცები რომ არ გვიშლიდნენ ხელს, გავასმმაგდებდითო ! ისე , რომ იცოდეთ, რუსეთის წიაღისეული და დაზვერილ დაუზვერავი სიკეთეები ხეტყე წყლი რესურსიანად, პაპიგაი ალმასებითურთ, 200 ტრილიონად ფასდება ! 200 ტრილიონად !!!! და მოსახლეობა ღატაკია , 150 მილიონიდან მინიმუმ ასი მილიონი ღატაკია ! პუტინს და შაიკას ასე ნახევარი ტრილიონი აქვთ მიჯიბული ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე , ეომე მიდი, აბა ? კაცის ფასი ნული აქვს , ქალისა ორჯერ მეტი !

.........
10

რუსეთის ბელადი ვერ ელევა იმპერიის აღდგენის ოცნებას. მისი დამპყრობი სულით დასცხო მოძმე უკრაინელ ერს, რის მეშვეობითაც "მიაღწია" იმას, რასაც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა, მის საზღვარზე ასობით კილომეტრზე ჩადგება ნატოს ჯარი. (იგულისხმება ფინეთის გაწევრება ნატოში) იმედია კიდევ ბევრ ადგილას მოიტეხს კისერს.

ავტორი:

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის, საქართველოს ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას" - რუსეთის დუმის კომიტეტის განცხადება

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტი ოფიციალურ გვერდზე საქართველოზე ქება-დიდების განცახდებას აქვეყნებს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველო, რომელიც არ აჰყვა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცა, დღეს ეკონომიკურად სწრაფად ვითარდება. გთავაზობთ განცხადებას:

"აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობაში, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეყო სიმამაცე და არ აჰყვა ანტირუსულ ისტერიას, იხელმძღვანელა პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი პრიორიტეტების წყალობით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას აჩვენებს. სხვათა შორის, კარგი შემოსავალი შეაქვთ რუს ტურისტებსაც.

ამასობაში ევროკავშირში, ჩვენი ეკონომიკის განადგურების მანიაკალური სურვილით, ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტს აცხობენ, რომელშიც შედის ლურსმნების, ღილაკების, ნემსებისა და საქსოვი ჩხირების ექსპორტის აკრძალვა. ასეთი "შორსმჭვრეტელი“ ევროპოლიტიკოსების ხელში, ევროპა სულ უფრო და უფრო ემსგავსება კლინიკური დეგრადაციის "პალატა #6 - ს".

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევამდეც მიაღწია, სადაც რეალობის შეგრძნება სულ დაკარგეს და სერიოზულად განიხილავენ საკითხს, რომ ყირიმს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე არ მდებარეობს, სახელი გადაარქვან. ეს სიგიჟეა თუ ჭკუასუსტობა? ორივეს ნიშნები სახეზეა“, - წერია ოფიციალურ საიტზე. წყარო

  • ავტორი ანრი კურტანიძე