მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს  და როგორ ვიკვებოთ სწორად
როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს  და როგორ ვიკვებოთ სწორად

სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის კონ­ტრო­ლი გუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია. რძის პრო­დუქ­ტე­ბი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დი­ე­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ თუ თქვენ გაქვთ მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შეძ­ლოთ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

რა­ტომ უნდა მი­ირ­თვათ რძის პრო­დუქ­ტე­ბი მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დროს

რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ცავს გა­ჯე­რე­ბულ ცხი­მებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ორ­გა­ნიზ­მში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნე­ზე. ზო­გი­ერ­თი რძის პრო­დუქ­ტი უფრო მე­ტა­დაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცხი­მე­ბით, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს ცუდი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე (LDL), ზოგი კი შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნდეს გუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ, თუ რო­გორ შე­არ­ჩი­ოთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის რძის პრო­დუქ­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ბრენ­დის - „დღის“ კვე­ბის ტექ­ნო­ლოგს, ნინო ბუ­რძგლას მივ­მარ­თეთ. „დღის“ პრო­დუქ­ტე­ბი 2003 წლი­დან აწარ­მო­ებს ჯან­მრთელ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცი­ას, რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს ირ­ლან­დი­უ­რი, და­ნი­უ­რი, ჰო­ლან­დი­უ­რი, ავ­სტრი­უ­ლი, შვე­დუ­რი, ბრა­ზი­ლი­უ­რი, ახალ ზე­ლან­დი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ნედ­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში.

რო­გო­რი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დროს და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მათ ცხი­მი­ა­ნო­ბას?

- მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დროს ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტი ცხა­დია შე­ი­ცავს ცხო­ვე­ლურ ცხიმს, ამი­ტომ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არა­ჟა­ნი და სოფ­ლის კა­რა­ქი, რად­გან ის ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბას. ასე­ვე, მა­გა­რი ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლიც. ჯობს მი­ირ­თვათ იმე­რუ­ლი ჭყინ­ტი ყვე­ლი.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბას რძის პრო­დუქ­ტებ­ში. სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია უცხი­მო ან და­ბალ ცხი­მი­ა­ნი რძის პრო­დუქ­ტე­ბი: უცხი­მო რძე, უცხი­მო იო­გურ­ტი, უცხი­მო ყვე­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ უცხი­მო რძის პრო­დუქ­ტებს, ასე­ვე მათ­ში ცი­ლე­ბი­სა და კალ­ცი­უ­მის შემ­ცვე­ლო­ბას. გა­ზარ­დეთ ცი­ლე­ბი­სა და კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბა. ცი­ლას შე­ი­ცავს რძე, იო­გურ­ტი, ხაჭო, რაც ხელს უწყობს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის კონ­ტროლს. კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა უცხი­მო რძის პრო­დუქ­ტე­ბი, და­გეხ­მა­რე­ბათ ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა­ში.

რა­ტომ არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სოფ­ლის რძე და კა­რა­ქი? რა­ტომ ჯობს პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე?

- მო­ე­რი­დეთ სოფ­ლის რძის ნა­წარმს, რად­გან ისი­ნი ცხი­მე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცხი­მე­ბის მა­ღალ­მა დო­ნემ შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს სის­ხლში „ცუდი“ ქო­ლეს­ტე­რი­ნის (LDL) დონე, რაც ზრდის გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის რისკს. პას­ტე­რი­ზა­ცია არის რძის გა­ცხე­ლე­ბის პრო­ცე­სი ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის მო­საკ­ლა­ვად. პას­ტე­რი­ზა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს რძის უსაფრ­თხო­ე­ბას პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით, რაც იცავს ნედ­ლი რძის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან. პას­ტე­რი­ზა­ცია ხელს უწყობს რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის ვა­დი­სა და მათი ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ამი­ტომ, ზო­გა­დად კარ­გია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის.

რა სიხ­ში­რით შე­იძ­ლე­ბა მი­ვირ­თვათ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, თუ გაქვთ მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნი?

- რძის პრო­დუქ­ტე­ბი ცი­ლის, კალ­ცი­უ­მის და სხვა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა. მათი რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა, რო­გორც და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი დი­ე­ტის ნა­წი­ლი, და­ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. ასე რომ, მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დროს რძის პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე უნდა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ზო­მი­ე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უცხი­მო ვა­რი­ან­ტე­ბის არ­ჩე­ვი­თა და პერ­სო­ნა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ით.

აუ­ცი­ლებ­ლად აკონ­ტრო­ლეთ დო­ზე­ბი. ჯან­სა­ღი რძის პრო­დუქ­ტე­ბიც კი ზო­მი­ე­რად უნდა მო­იხ­მა­როთ.

კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დროს?

- უცხი­მო/და­ბალ­ცხი­მი­ა­ნი ხაჭო და მა­წო­ნი.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვა:

  • გა­ე­ცა­ნით პრო­დუქ­ტის ეტი­კეტს: ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რძის პრო­დუქ­ტებ­ში ცხი­მის, კა­ლო­რი­ე­ბის და და­მა­ტე­ბუ­ლი შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბას.
  • ხორ­ცი შეც­ვა­ლეთ თევ­ზით, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცით, პარ­კოს­ნე­ბით (ლო­ბიო, ოსპი, ბარ­და). უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მჭლე მო­ხარ­შულ ხორცს, ამო­ი­ღეთ ცხი­მი ხორ­ცი­დან, ხოლო ქათ­მის­გან – კანი.
  • რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვი­რა­ში არა­უ­მე­ტეს 2-3 კვერ­ცხის გული (ერ­თად კუ­ლი­ნა­რი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბის ჩათ­ვლით).
  • არ და­ი­ვი­წყოთ ფაფა და მთელ მარ­ცვლი­ა­ნი პური (კა­რა­ქის გა­რე­შე). სა­სარ­გებ­ლოა ფა­ფით, ნიგვზით, ნუ­შით, წაბ­ლით, გა­მომშრა­ლი ხი­ლით.
  • საჭ­მე­ლი მო­ხარ­შეთ, ორ­თქლზე მო­ამ­ზა­დეთ ან გა­მო­ა­ცხვეთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გახ­სოვ­დეთ, რომ ზო­მი­ე­რად და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით იკ­ვე­ბოთ, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს  და როგორ ვიკვებოთ სწორად

როგორ შევარჩიოთ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს  და როგორ ვიკვებოთ სწორად

სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი გულის ჯანმრთელობისა და საერთო კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ასპექტია. რძის პროდუქტები ბევრი ადამიანის დიეტის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.

რატომ უნდა მიირთვათ რძის პროდუქტები მაღალი ქოლესტერინის დროს

რძის პროდუქტები შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეზე. ზოგიერთი რძის პროდუქტი უფრო მეტადაა გაჯერებული ცხიმებით, რამაც შეიძლება გაზარდოს ცუდი ქოლესტერინის დონე (LDL), ზოგი კი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს გულის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ შეარჩიოთ რძის პროდუქტები და რა უნდა გაითვალისწინოთ.

რეკომენდაციებისთვის რძის პროდუქტების ქართული ბრენდის - „დღის“ კვების ტექნოლოგს, ნინო ბურძგლას მივმართეთ. „დღის“ პროდუქტები 2003 წლიდან აწარმოებს ჯანმრთელ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რასაც განაპირობებს ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური, ახალ ზელანდიური საუკეთესო ნედლეული, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში.

როგორი რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს და რა მნიშვნელობა აქვს მათ ცხიმიანობას?

- მაღალი ქოლესტერინის დროს ცხოველურ ცხიმებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რძემჟავა პროდუქტი ცხადია შეიცავს ცხოველურ ცხიმს, ამიტომ არ არის რეკომენდებული არაჟანი და სოფლის კარაქი, რადგან ის ხელს უწყობს ქოლესტერინის მომატებას. ასევე, მაგარი ქარხნული ყველიც. ჯობს მიირთვათ იმერული ჭყინტი ყველი.

ყურადღება მიაქციეთ ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში. საუკეთესო არჩევანია უცხიმო ან დაბალ ცხიმიანი რძის პროდუქტები: უცხიმო რძე, უცხიმო იოგურტი, უცხიმო ყველი. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო რძის პროდუქტებს, ასევე მათში ცილებისა და კალციუმის შემცველობას. გაზარდეთ ცილებისა და კალციუმის მიღება. ცილას შეიცავს რძე, იოგურტი, ხაჭო, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კონტროლს. კალციუმით მდიდარი საკვები, როგორიცაა უცხიმო რძის პროდუქტები, დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

რატომ არ არის რეკომენდებული სოფლის რძე და კარაქი? რატომ ჯობს პასტერიზებული რძე?

- მოერიდეთ სოფლის რძის ნაწარმს, რადგან ისინი ცხიმების მაღალი შემცველობით ხასიათდება. გაჯერებული ცხიმების მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონე, რაც ზრდის გულის დაავადების რისკს. პასტერიზაცია არის რძის გაცხელების პროცესი ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მოსაკლავად. პასტერიზაცია უზრუნველყოფს რძის უსაფრთხოებას პათოგენური ბაქტერიების განადგურებით, რაც იცავს ნედლი რძის მოხმარებასთან დაკავშირებული ინფექციებისა და დაავადებებისგან. პასტერიზაცია ხელს უწყობს რძის პროდუქტების შენახვის ვადისა და მათი ხარისხის შენარჩუნებას. ამიტომ, ზოგადად კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის.

რა სიხშირით შეიძლება მივირთვათ რძის პროდუქტები, თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი?

- რძის პროდუქტები ცილის, კალციუმის და სხვა საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა. მათი რეგულარული მოხმარება, როგორც დაბალანსებული დიეტის ნაწილი, დაეხმარება ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ასე რომ, მაღალი ქოლესტერინის დროს რძის პროდუქტების მოხმარების სიხშირე უნდა იყოს დაბალანსებული ზომიერების გათვალისწინებით, უცხიმო ვარიანტების არჩევითა და პერსონალური რეკომენდაციებისთვის სამედიცინო პროფესიონალთან კონსულტაციით.

აუცილებლად აკონტროლეთ დოზები. ჯანსაღი რძის პროდუქტებიც კი ზომიერად უნდა მოიხმაროთ.

კონკრეტულად რომელი რძის პროდუქტებია რეკომენდებული მაღალი ქოლესტერინის დროს?

- უცხიმო/დაბალცხიმიანი ხაჭო და მაწონი.

კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • გაეცანით პროდუქტის ეტიკეტს: ყურადღება მიაქციეთ რძის პროდუქტებში ცხიმის, კალორიების და დამატებული შაქრის რაოდენობას.
  • ხორცი შეცვალეთ თევზით, ფრინველის ხორცით, პარკოსნებით (ლობიო, ოსპი, ბარდა). უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე მოხარშულ ხორცს, ამოიღეთ ცხიმი ხორციდან, ხოლო ქათმისგან – კანი.
  • რეკომენდებულია კვირაში არაუმეტეს 2-3 კვერცხის გული (ერთად კულინარიაში გამოყენებული კვერცხების ჩათვლით).
  • არ დაივიწყოთ ფაფა და მთელ მარცვლიანი პური (კარაქის გარეშე). სასარგებლოა ფაფით, ნიგვზით, ნუშით, წაბლით, გამომშრალი ხილით.
  • საჭმელი მოხარშეთ, ორთქლზე მოამზადეთ ან გამოაცხვეთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზომიერად და მრავალფეროვნებით იკვებოთ, რათა უზრუნველყოთ მაღალი ქოლესტერინისთვის ოპტიმალური რაციონი.