ავტორი:

"არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას" - პრეზიდენტი

"არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას" - პრეზიდენტი

არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ ინიცირებულ პეტიციასთან დაკავშირებით -"ჩვენი ხმა ევროპას“ განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

"არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი - შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ეს არის და ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, ამ თავისუფლებისთვის, რომ არავინ არავის მიმართ არანაირი მუქარით არ სცადოს აზრების შეცვლა ან გავლენის მოპოვება. ეს არის ის ღირებულებები, რაც არის ქართული ღირებულება ოდითგანვე და რაც არის ევროპული ღირებულება ასევე ოდითგან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.