სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი რომ მყოლოდა, ისეთი მინდა ვიყო" - 25 წლის მასწავლებელი და "ტიკტოკერი" მაღალმთიანი აჭარიდან
"როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი რომ მყოლოდა, ისეთი მინდა ვიყო" - 25 წლის მასწავლებელი და "ტიკტოკერი" მაღალმთიანი აჭარიდან

"7 წლის წინ მივ­ხუ­რე სკო­ლის კარი, კარ­გად მახ­სოვს ბავ­შვუ­რი ემო­ცი­ე­ბი, ის არას­დროს მინ­და და­მა­ვი­წყდეს. რაც მე მინ­დო­და პე­და­გო­გე­ბის­გან მი­მე­ღო, ვცდი­ლობ, იგი­ვე მივ­ცე ჩემს მოს­წავ­ლე­ებს“, - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის 25 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღორ­ჯო­მის თე­მის სო­ფელ გორ­გა­ძე­ე­ბის სკო­ლა­ში ას­წავ­ლის.

ლუი შა­ნი­ძე ქო­ბუ­ლეთ­ში და­ი­ბა­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. 8 წელი ბა­თუმ­ში იცხოვ­რა, რად­გან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და - ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

"დე­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ამის გამო არ გა­და­მიდ­გამს ეს ნა­ბი­ჯი. პრო­ფე­სია ჩემი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის გავ­ლე­ნით ავირ­ჩიე. მან ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი მო­ტი­ვა­ცია გა­ა­ჩი­ნა. ცხა­დია, ლი­ტე­რა­ტუ­რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და“, - გვე­უბ­ნე­ბა ლუი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­და­წყვი­ტა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში გა­ევ­ლო და ეს სურ­ვი­ლი სწრა­ფად აუს­რულ­და.

"ფი­ლო­ლო­გი­უ­რი რომ და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე და მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა გა­ვი­ა­რე. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე ქო­ბუ­ლე­თის ერთ-ერთ სკო­ლა­ში. წელს კი მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში სივი გა­და­ვაგ­ზავ­ნე. გეგ­მა­ში აჭა­რა არ მქო­ნია, რად­გან უფრო სი­ახ­ლე­ე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი მიყ­ვარს და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი, სვა­ნე­თი ჩავ­წე­რე, თუმ­ცა ბო­ლოს აჭა­რაც და­ვა­მა­ტე... ისე მოხ­და, რომ პირ­ვე­ლი აჭა­რა და­მი­კავ­შირ­და და ჩემს მხა­რე­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, - ასე და­ვი­წყებ-მეთ­ქი“, - გვიყ­ვე­ბა ლუი. ის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი "ტი­კტო­კე­რია" და ცდი­ლობს მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ცხოვ­რე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნოს.

- მოკ­ლედ, მი­გიწ­ვი­ათ ღორ­ჯო­მის თემ­მა. იყა­ვით მა­ნამ­დე იქ ნამ­ყო­ფი?

- ხუ­ლო­ში ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმის იქით არ წავ­სულ­ვარ... იქ რომ მივ­დი­ო­დი, ვი­ცო­დი, რომ სწო­რად ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ მარ­ტო სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში, სხვა ტრა­დი­ცი­ებ­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბებ­ში რომ მი­დი­ხარ, მა­ინც ღე­ლავ. რო­გორც ილია ამ­ბობს, რამ­დე­ნად მო­ვერ­გე­ბი მე და რამ­დე­ნად მო­მერ­გე­ბა მე ის სო­ფე­ლი - იყო ეს ფიქ­რიც.

- და რის­კი მა­ინც გას­წი­ეთ, თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დად­გით 25 წლის ლა­მაზ­მა და ნი­ჭი­ერ­მა გო­გო­ნამ...

- ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, მაგ­რამ აქ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ვერ მექ­ნე­ბა. ამ სო­ფელ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის შემ­ხედ­ვა­რე ქა­ოს­ში იყო. ეს მხო­ლოდ გამ­შვი­დებს. სა­ერ­თოდ, მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მომ­წონს. ამ ორ თვე­ში სწო­რედ ასეთ ტემპზე გა­და­ვერ­თე. ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა ბევ­რად ქა­ო­სუ­რია.

აქა­უ­რო­ბით მა­შინ­ვე აღვფრ­თო­ვან­დი, თუმ­ცა პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი მა­ინც გა­მი­ჭირ­და - შე­გუ­ე­ბა რთუ­ლი იყო. მარ­ტო ვი­ყა­ვი, არ ვიც­ნობ­დი ოჯა­ხის წევ­რებს, სა­დაც უნდა მე­ცხოვ­რა.

- სად ცხოვ­რობთ?

- თა­ვი­დან გა­სა­უბ­რე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან მქონ­და. მარ­ტო ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, გა­გი­ჭირ­დე­ბა. 2-3 მეტ­რამ­დე თოვ­ლი მო­დის, კარს თოვ­ლი ფა­რავს და ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მარ­ტო ვერ გა­ა­ღებ, დამ­ხმა­რე დაგ­ჭირ­დე­ბა, შე­შაც გინ­დაო... დავ­თან­ხმდი.

ახლა 7-სუ­ლი­ან შე­სა­ნიშ­ნავ ოჯახ­ში მე-8 წევ­რი ვარ. არის ორი მოს­წავ­ლე, მათი მშობ­ლე­ბი, დე­დამ­თი­ლი, მა­მამ­თი­ლი და დიდი ბა­ბუა... დი­რექ­ტორს უნდა, რომ სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ხელი შე­უ­წყოს და და­ეხ­მა­როს მათ. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდებს არ სურთ ასეთ ად­გი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა, რაც დიდი პრობ­ლე­მაა.

მოკ­ლედ, დი­რექ­ტო­რი ასე­ვე ჩარ­თუ­ლია იმა­ში, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო თავი. ამის­თვის იპო­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი, სა­დაც კომ­ფორ­ტი და კე­თილ­გან­წყო­ბა არ მაკ­ლია.

- რო­გორც ჩანს, ად­ვი­ლად შე­სა­გუ­ე­ბე­ლი სო­ფე­ლია...

- ხში­რად წვიმს, ტა­ლა­ხია, ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი არ უნდა ჩა­იც­ვა, სი­ცი­ვეა, თოვ­ლი უკვე მო­ვი­და და აპ­რი­ლამ­დე იქ­ნე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რო­გორც ვთქვი, ძა­ლი­ან მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ. თუ იქ ხარ, სა­დაც შენს საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებ და ამას აფა­სე­ბენ, მა­შინ ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რი ად­გი­ლი გი­პო­ვია. მთა­ვა­რია, გა­ფა­სებ­დნენ და სად ცხოვ­რობ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა...

- მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- დედა მშვე­ნივ­რად. მა­მამ ცოტა ინერ­ვი­უ­ლა - რა­მე­ში დახ­მა­რე­ბა რომ დაგ­ჭირ­დეს, იქ, იმ­ხე­ლა გზა­ზე რო­გორ ამო­ვი­დეო. ქო­ბუ­ლე­თი­დან 6 სა­ა­თის სა­ვა­ლი მა­ინც არის. ინერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ იცი­ან, რომ ყო­ველ­თვის სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ. თან ამა­ზე დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი, 17 წლი­დან მქონ­და გეგ­მა, იცოდ­ნენ, შემ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი არ ყო­ფი­ლა.

- თვი­თონ სკო­ლა­ზეც ვი­სა­უბ­როთ...

- სკო­ლა 9-კლა­სი­ა­ნია, 24 მოს­წავ­ლეა და 13 მას­წავ­ლე­ბე­ლი ვართ. ფი­ზი­კის პე­და­გო­გი არ გვყავს სა­ერ­თოდ და ამ სა­განს ვე­რა­ვინ ითავ­სებს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან ქალი მხო­ლოდ მე ვარ, სულ მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან... მე-5 და მე-6 კლა­სე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლია, მათი დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ. ერთი მოს­წავ­ლეა მე-6 კლას­ში და 3 - მე-5-ში. თი­თო­ე­უ­ლი კლა­სი თა­ვის პროგ­რა­მას გა­დის. რად­გან ცოტა ბავ­შვია, ერთ გაკ­ვე­თილ­ზე დროს ორი­ვე კლასს თა­ნაბ­რად ვუ­ნა­წი­ლებ. ასე­ვე ერთი მოს­წავ­ლეა მეშ­ვი­დე კლას­ში. რო­გორც მი­თხრეს, შარ­შან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ჰყავ­და, მაგ­რამ სხვა­გან გა­და­ვიდ­ნენ. ცო­დოა ბავ­შვი, მა­საც უნდა კლას­ში მე­გობ­რე­ბი ჰყავ­დეს. ხში­რად სკო­ლა­ში ხომ იმი­ტომ მივ­დი­ო­დით, რომ იქ ამ­ხა­ნა­გე­ბი გვე­გუ­ლე­ბო­და. თან მოს­წავ­ლე­ებს ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია სჭირ­დე­ბათ. მცი­რე მოს­წავ­ლი­ა­ნი კლა­სე­ბის პლუ­სი ის არის, რომ მას­წავ­ლე­ბელს მეტი დრო აქვს მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის­თვის. შარ­შან მა­გა­ლი­თად, ვას­წავ­ლი­დი სკო­ლა­ში, სა­დაც თითო კლას­ში 20 მოს­წავ­ლემ­დე მყავ­და. ბევრ ბავ­შვთან ვი­ყა­ვი მუ­შა­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი და თა­ვი­დან დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრივ აქ უფრო გა­ჭირ­და. რთუ­ლი იყო, ვიდ­რე ბევრ ბავ­შვთან მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ უკვე შე­ვეჩ­ვიე... ყო­ფილ მოს­წავ­ლე­ებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, რად­გან ჩემი პირ­ვე­ლი მერ­ცხლე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს დღემ­დე და ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ აქ ბავ­შვე­ბი სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ესე­ნი გა­ჯე­ტებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. მომ­წონს, როცა სკო­ლა­ში მო­დი­ან და ტე­ლე­ფონ­ში არ აქვთ თავი ჩარ­გუ­ლი. თუ თოვ­ლია, სა­გუნ­და­ოდ გა­დი­ან, თუ არა, რა­ღაც თა­მა­შო­ბებს თა­მა­შო­ბენ. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბიც არი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით - ტექ­ნი­კაც აქვთ და კომ­პი­უ­ტე­რიც.

საკ­მა­ოდ მდი­და­რი სო­ფე­ლია, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რით არ არი­ან მო­ცუ­ლე­ბი. ჯან­სა­ღი გა­რე­მოა, ბავ­შვე­ბი მშობ­ლებს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. პა­ტა­რა კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი არი­ან - ოღონდ, მშობ­ლე­ბი ამ შრო­მას არ აი­ძუ­ლე­ბენ, თვი­თონ აქ­ტი­უ­რო­ბენ. როცა ხე­და­ვენ, მშობ­ლებს ამ­დე­ნი საქ­მე აქვთ, თვი­თო­ნაც ერ­თვე­ბი­ან. უყ­ვართ ცხო­ვე­ლე­ბი, ბუ­ნე­ბა...

- რო­გო­რია თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ერთ-ერთ სო­ფელ­ში?

- ყო­ველ­დღე მომ­დევ­ნო დღის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, სკო­ლა­ში ბავ­შვებს რა უნდა ავუხ­სნა, ამის­თვის გეგ­მას ვწერ და ამ საქ­მე­ებს ვაგ­ვა­რებ. მერე ემი­ნი, 29 წლის გო­გო­ნა, ვის­თა­ნაც ვცხოვ­რობ, ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის დედა მას­წავ­ლის ქსო­ვას, კერ­ვას, ქარ­გვას ახლა ვი­წყებთ. ასე რომ, სა­ღა­მო­ო­ბით ხელ­საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და ცოტა გა­მი­ტა­ცა კი­დეც. ასე­ვე აქ­ტი­უ­რი ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც, ვცდი­ლობ მთის ცხოვ­რე­ბა ვაჩ­ვე­ნო ჩემს გა­მომ­წე­რებს.

- რა არის, თქვე­ნი აზ­რით, მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას მთა­ვა­რი.

- რო­დე­საც პე­და­გო­გო­ბა და­ვი­წყე, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, და­მემსხვრია სტე­რე­ო­ტი­პი, რომ "ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ცუ­დია“. რო­გორ მას­წავ­ლე­ბელ­საც ვი­სურ­ვებ­დი, რომ მყო­ლო­და, ჩემ­თვის რა­ღაც სა­კი­თხებ­ში გა­ე­გო, ასე­თი მინ­და ვიყო. რო­დე­საც ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი, წლე­ბის შემ­დეგ გა­მიხ­სე­ნე­ბენ და მინ­და, ის ადა­მი­ა­ნი ვიყო, რო­მელ­მაც მათ ცხოვ­რე­ბა რა­ღაც და­დე­ბი­თის­კენ შეც­ვა­ლა. ეს უბ­რა­ლოდ წა­მოს­რო­ლი­ლი სი­ტყვე­ბი არ არის, გა­აზ­რე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. არ მინ­და, ჩემ­მა მოს­წავ­ლემ ისე მო­მიხ­სე­ნი­ოს, რომ ჩემ­ზე ნა­წყე­ნი იყოს. მინ­და, თი­თო­ე­ულს და­ვა­ნა­ხო მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, პერ­სპექ­ტი­ვა, თუ რამ­ხე­ლა გამ­ბე­და­ო­ბა აქვთ. მე ახალ თა­ო­ბა­ში ჩვენს მო­მა­ვალს ვხე­დავ და უნდა და­ი­ნა­ხონ, რა ძალა აქვს თი­თო­ე­ულს. მინ­და, რომ შეც­ვა­ლონ არა მარ­ტო სო­ფე­ლი, თემი, ქვე­ყა­ნა, თი­თო­ე­ულ მათ­განს მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა შე­უძ­ლია! მას­წავ­ლე­ბელ­მა მათ­ში უნდა გა­აღ­ვი­ძოს ამის მო­ტი­ვა­ცია, უნა­რე­ბი. ეს უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნო, რა­საც შე­საძ­ლოა თვი­თონ ვერც ხე­დავს. იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში ზუს­ტად ამ საქ­მით იპო­ვოს სა­კუ­თა­რი თავი და ამით სხვა­საც და­ეხ­მა­როს... ასე რომ, ვცდი­ლობ ძა­ლი­ან...

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკომაკა
1

ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო,წარმატებები

დო მაჟორი
1

ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო! რაც შეეხება ფიზიკის მასწავლებელს, განათლების სამინისტროვ და ახალო მინისტრო! ელემენტარულია! ასეთ სკოლებისათვის უნდა შემოიღოთ ინტერნეტით დისტანციური სწავლება იმ საგანში, რომლის პედაგოგი არ ჰყავთ! ზოგიერთ სოფელში შეიძლეაბა სწავლა სრულად დისტანციურიც იყოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი რომ მყოლოდა, ისეთი მინდა ვიყო" - 25 წლის მასწავლებელი და "ტიკტოკერი" მაღალმთიანი აჭარიდან

"როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი რომ მყოლოდა, ისეთი მინდა ვიყო" - 25 წლის მასწავლებელი და "ტიკტოკერი" მაღალმთიანი აჭარიდან

"7 წლის წინ მივხურე სკოლის კარი, კარგად მახსოვს ბავშვური ემოციები, ის არასდროს მინდა დამავიწყდეს. რაც მე მინდოდა პედაგოგებისგან მიმეღო, ვცდილობ, იგივე მივცე ჩემს მოსწავლეებს“, - გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ გორგაძეების სკოლაში ასწავლის.

ლუი შანიძე ქობულეთში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. 8 წელი ბათუმში იცხოვრა, რადგან უნივერსიტეტში სწავლობდა - ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

"დედაც მასწავლებელია, მაგრამ ამის გამო არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი. პროფესია ჩემი ქართულის მასწავლებლის გავლენით ავირჩიე. მან ჩემს ცხოვრებაში დიდი მოტივაცია გააჩინა. ცხადია, ლიტერატურაც ძალიან მიყვარდა“, - გვეუბნება ლუი მასწავლებელი, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ნებით გადაწყვიტა პედაგოგიური პრაქტიკა მაღალმთიან რეგიონში გაევლო და ეს სურვილი სწრაფად აუსრულდა.

@luissashanidze

♬ original sound - Luissa🌵

"ფილოლოგიური რომ დავამთავრე, შემდეგ გამოცდა ჩავაბარე და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე. პარალელურად მუშაობა დავიწყე ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში. წელს კი მაღალმთიან რეგიონში სივი გადავაგზავნე. გეგმაში აჭარა არ მქონია, რადგან უფრო სიახლეები, გამოწვევები მიყვარს და სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სვანეთი ჩავწერე, თუმცა ბოლოს აჭარაც დავამატე... ისე მოხდა, რომ პირველი აჭარა დამიკავშირდა და ჩემს მხარეში წასვლა გადავწყვიტე, - ასე დავიწყებ-მეთქი“, - გვიყვება ლუი. ის საკმაოდ წარმატებული "ტიკტოკერია" და ცდილობს მაღალმთიანი აჭარის ცხოვრება ფართო საზოგადოებას აჩვენოს.

- მოკლედ, მიგიწვიათ ღორჯომის თემმა. იყავით მანამდე იქ ნამყოფი?

- ხულოში ნამყოფი ვიყავი, მაგრამ იმის იქით არ წავსულვარ... იქ რომ მივდიოდი, ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი, მაგრამ მარტო სრულიად უცხო გარემოში, სხვა ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში რომ მიდიხარ, მაინც ღელავ. როგორც ილია ამბობს, რამდენად მოვერგები მე და რამდენად მომერგება მე ის სოფელი - იყო ეს ფიქრიც.

- და რისკი მაინც გასწიეთ, თამამი ნაბიჯი გადადგით 25 წლის ლამაზმა და ნიჭიერმა გოგონამ...

- ბათუმსა და ქობულეთში საკმაოდ აქტიური ცხოვრება მქონდა, მაგრამ აქ აქტიური ცხოვრება ვერ მექნება. ამ სოფელში, სადაც ვცხოვრობ, ულამაზესი ბუნებაა. შეუძლებელია ამის შემხედვარე ქაოსში იყო. ეს მხოლოდ გამშვიდებს. საერთოდ, მშვიდი ცხოვრება მომწონს. ამ ორ თვეში სწორედ ასეთ ტემპზე გადავერთე. ქალაქში ცხოვრება ბევრად ქაოსურია.

აქაურობით მაშინვე აღვფრთოვანდი, თუმცა პირველი დღეები მაინც გამიჭირდა - შეგუება რთული იყო. მარტო ვიყავი, არ ვიცნობდი ოჯახის წევრებს, სადაც უნდა მეცხოვრა.

- სად ცხოვრობთ?

- თავიდან გასაუბრება სკოლის დირექტორთან მქონდა. მარტო ცხოვრება მინდოდა, მაგრამ დირექტორმა მითხრა, გაგიჭირდება. 2-3 მეტრამდე თოვლი მოდის, კარს თოვლი ფარავს და ელემენტარულად, მარტო ვერ გააღებ, დამხმარე დაგჭირდება, შეშაც გინდაო... დავთანხმდი.

ახლა 7-სულიან შესანიშნავ ოჯახში მე-8 წევრი ვარ. არის ორი მოსწავლე, მათი მშობლები, დედამთილი, მამამთილი და დიდი ბაბუა... დირექტორს უნდა, რომ სკოლაში სამუშაოდ ახალგაზრდები მოვიდნენ. ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მათ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ სურთ ასეთ ადგილებში მუშაობა, რაც დიდი პრობლემაა.

მოკლედ, დირექტორი ასევე ჩართულია იმაში, რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი. ამისთვის იპოვა შესანიშნავი ოჯახი, სადაც კომფორტი და კეთილგანწყობა არ მაკლია.

- როგორც ჩანს, ადვილად შესაგუებელი სოფელია...

- ხშირად წვიმს, ტალახია, ახალი ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვა, სიცივეა, თოვლი უკვე მოვიდა და აპრილამდე იქნება. ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ვთქვი, ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვარ. თუ იქ ხარ, სადაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ამას აფასებენ, მაშინ ცხოვრებაში სწორი ადგილი გიპოვია. მთავარია, გაფასებდნენ და სად ცხოვრობ, არ აქვს მნიშვნელობა...

@luissashanidze #ვლოგი #მასწავლებელი 👩🏻‍🏫🏔️#მაღალმთიანიაჭარა #ღორჯომი💚🌸 ♬ Calm Vibes - Relaxing Piano ID

- მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- დედა მშვენივრად. მამამ ცოტა ინერვიულა - რამეში დახმარება რომ დაგჭირდეს, იქ, იმხელა გზაზე როგორ ამოვიდეო. ქობულეთიდან 6 საათის სავალი მაინც არის. ინერვიულა, მაგრამ იციან, რომ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. თან ამაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, 17 წლიდან მქონდა გეგმა, იცოდნენ, შემზადებულები იყვნენ, მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა.

- თვითონ სკოლაზეც ვისაუბროთ...

- სკოლა 9-კლასიანია, 24 მოსწავლეა და 13 მასწავლებელი ვართ. ფიზიკის პედაგოგი არ გვყავს საერთოდ და ამ საგანს ვერავინ ითავსებს. მასწავლებლებიდან ქალი მხოლოდ მე ვარ, სულ მამაკაცები არიან... მე-5 და მე-6 კლასები შეერთებულია, მათი დამრიგებელი ვარ. ერთი მოსწავლეა მე-6 კლასში და 3 - მე-5-ში. თითოეული კლასი თავის პროგრამას გადის. რადგან ცოტა ბავშვია, ერთ გაკვეთილზე დროს ორივე კლასს თანაბრად ვუნაწილებ. ასევე ერთი მოსწავლეა მეშვიდე კლასში. როგორც მითხრეს, შარშან თანაკლასელები ჰყავდა, მაგრამ სხვაგან გადავიდნენ. ცოდოა ბავშვი, მასაც უნდა კლასში მეგობრები ჰყავდეს. ხშირად სკოლაში ხომ იმიტომ მივდიოდით, რომ იქ ამხანაგები გვეგულებოდა. თან მოსწავლეებს ჯანსაღი კონკურენცია სჭირდებათ. მცირე მოსწავლიანი კლასების პლუსი ის არის, რომ მასწავლებელს მეტი დრო აქვს მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობისთვის. შარშან მაგალითად, ვასწავლიდი სკოლაში, სადაც თითო კლასში 20 მოსწავლემდე მყავდა. ბევრ ბავშვთან ვიყავი მუშაობას მიჩვეული და თავიდან დროის მენეჯმენტის მხრივ აქ უფრო გაჭირდა. რთული იყო, ვიდრე ბევრ ბავშვთან მუშაობა, მაგრამ უკვე შევეჩვიე... ყოფილ მოსწავლეებზე ვგიჟდები, რადგან ჩემი პირველი მერცხლები არიან. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს დღემდე და ვმეგობრობთ, მაგრამ აქ ბავშვები სხვანაირები არიან, ესენი გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან. მომწონს, როცა სკოლაში მოდიან და ტელეფონში არ აქვთ თავი ჩარგული. თუ თოვლია, საგუნდაოდ გადიან, თუ არა, რაღაც თამაშობებს თამაშობენ. განვითარებულებიც არიან, ყველაფერი ძალიან კარგად ესმით - ტექნიკაც აქვთ და კომპიუტერიც.

@luissashanidze პირველი თოვლი ❄️ #მაღალმთიანიაჭარა #ღორჯომი💚🌸 ♬ original sound - Luissa🌵

საკმაოდ მდიდარი სოფელია, მაგრამ მოსწავლეები მხოლოდ კომპიუტერით არ არიან მოცულები. ჯანსაღი გარემოა, ბავშვები მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებიან. პატარა კაცები და ქალები არიან - ოღონდ, მშობლები ამ შრომას არ აიძულებენ, თვითონ აქტიურობენ. როცა ხედავენ, მშობლებს ამდენი საქმე აქვთ, თვითონაც ერთვებიან. უყვართ ცხოველები, ბუნება...

- როგორია თქვენი თავისუფალი დრო მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ სოფელში?

- ყოველდღე მომდევნო დღისთვის ვემზადები, სკოლაში ბავშვებს რა უნდა ავუხსნა, ამისთვის გეგმას ვწერ და ამ საქმეებს ვაგვარებ. მერე ემინი, 29 წლის გოგონა, ვისთანაც ვცხოვრობ, ჩემი მოსწავლეების დედა მასწავლის ქსოვას, კერვას, ქარგვას ახლა ვიწყებთ. ასე რომ, საღამოობით ხელსაქმით ვარ დაკავებული, რაც ძალიან მომწონს და ცოტა გამიტაცა კიდეც. ასევე აქტიური ვარ სოციალურ ქსელშიც, ვცდილობ მთის ცხოვრება ვაჩვენო ჩემს გამომწერებს.

- რა არის, თქვენი აზრით, მოსწავლეებთან მუშაობისას მთავარი.

- როდესაც პედაგოგობა დავიწყე, მიზნად დავისახე, დამემსხვრია სტერეოტიპი, რომ "ყველა მასწავლებელი ცუდია“. როგორ მასწავლებელსაც ვისურვებდი, რომ მყოლოდა, ჩემთვის რაღაც საკითხებში გაეგო, ასეთი მინდა ვიყო. როდესაც ჩემი მოსწავლეები, წლების შემდეგ გამიხსენებენ და მინდა, ის ადამიანი ვიყო, რომელმაც მათ ცხოვრება რაღაც დადებითისკენ შეცვალა. ეს უბრალოდ წამოსროლილი სიტყვები არ არის, გააზრებული ნათქვამია. არ მინდა, ჩემმა მოსწავლემ ისე მომიხსენიოს, რომ ჩემზე ნაწყენი იყოს. მინდა, თითოეულს დავანახო მათი შესაძლებლობები, პერსპექტივა, თუ რამხელა გამბედაობა აქვთ. მე ახალ თაობაში ჩვენს მომავალს ვხედავ და უნდა დაინახონ, რა ძალა აქვს თითოეულს. მინდა, რომ შეცვალონ არა მარტო სოფელი, თემი, ქვეყანა, თითოეულ მათგანს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია! მასწავლებელმა მათში უნდა გააღვიძოს ამის მოტივაცია, უნარები. ეს უნდა აღმოაჩინო, რასაც შესაძლოა თვითონ ვერც ხედავს. იქნებ მომავალში ზუსტად ამ საქმით იპოვოს საკუთარი თავი და ამით სხვასაც დაეხმაროს... ასე რომ, ვცდილობ ძალიან...