მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად "ხაბეს“ გაშვებაც" - იაგო ხვიჩია
"ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად "ხაბეს“ გაშვებაც" - იაგო ხვიჩია

"შე­იძ­ლე­ბა მე­ლია გა­უშ­ვა, მაგ­რამ არ მგო­ნია, "ნა­ცებ­მა“ ასე მარ­ტი­ვად უარი თქვან იმ ხალ­ხზე, ვინც ახლა "ხა­ბეს“ გა­დად­გო­მას ითხოვს - მგო­ნი, სა­ბო­ლო­ოდ, "ხა­ბეს“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ზვა­რა­კად შე­წირ­ვის სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე ხა­ბე­იშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა "ცოტა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ჩანს და არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მა­ინც და მა­ინც ზრდი­ლო­ბი­ა­ნად“.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ ისე­თი ხალ­ხი დარ­ჩა "ხა­ბეს“ წყა­ლო­ბის მიღ­მა, რომ­ლებ­საც უფრო მეტი სტა­ჟი აქვთ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბის, ვიდ­რე თა­ვად "ხა­ბეს“. შე­სა­ბა­მი­სად, მე არ მგო­ნია, ასე მარ­ტი­ვად მორ­ჩეს საქ­მე და "ნა­ცებ­მა“ ასე მარ­ტი­ვად თქვან უარი იმ ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც ახლა "ხა­ბეს“ გა­დად­გო­მას ითხოვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, "ნა­ცებ­მა“ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვონ იმით, რომ "ხა­ბეც“ გა­და­ა­ყე­ნონ და იმ ხალ­ხს, ვინც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო აქამ­დე, თავ­ზე ხელი მო­უ­თა­თუ­ნონ და სცა­დონ და­იბ­რუ­ნონ. შე­იძ­ლე­ბა მე­ლია გა­უშ­ვა, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხალ­ხის გაშ­ვე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ შე­საძ­ლოა, არ უნ­დო­დეს და მათ­თვის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს მე­ლი­ას­თან ერ­თად "ხა­ბეს“ გაშ­ვე­ბაც და ახა­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც არა­ვინ არაა თავ­მჯდო­მა­რე და კო­ლექ­ტი­უ­რად იმარ­თე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“. ამ დროს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვინ მარ­თავს - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ცხა­დია. კე­ზე­რაშ­ვი­ლიც, მაგ­რამ მა­ინც "კურ­თხე­ვა“ მგო­ნი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სჭირ­დე­ბა ზე­მო­დან,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ამას­თან, მან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "გირ­ჩი“ არ­ჩევ­ნებ­ზე მარ­ტო გავა, ხოლო სხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხვი­ჩი­ას აზ­რით, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი პარ­ტი­ას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, "ლელო“ კი თა­ვის კან­დი­და­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სი­ა­ში ჩას­ვამს.

"რჩე­ვა მაქვს "ლე­ლოს­თვის“, და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუ­ლის ფლან­გვას, რა­საც "ლელო“ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე ეწე­ო­და, სჯობს ფული გა­და­უ­ხა­დო "ნა­ცებს“ და შენი ხალ­ხი ჩას­ვა მათ სი­ა­ში. ამით არც ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბი და­ი­კარ­გე­ბა და არც "ნა­ცებ­თან“ ბრძო­ლა არ გა­მო­გი­ვა, თო­რემ ახლა რა­საც "ლელო“ აკე­თებს, არის გა­მა­ლე­ბუ­ლი ბრძო­ლა "ნა­ცებ­თან“.

ჩემი აზ­რით ის ხალ­ხი, ვი­საც იდეა არ გა­აჩ­ნია, ან "ნა­ცებ­ში“ ან "ქო­ცებ­ში“ უნდა გა­ერ­თი­ან­დეს. ვი­საც იდეა აქვს, მარ­ტოც შე­უძ­ლია გას­ვლა გა­ბე­დოს. ვი­ნა­ი­დან "გირ­ჩის“ გარ­და სხვა პარ­ტი­ებს იდე­ე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ, სწო­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, რომ ისი­ნი "ნა­ცებ­სა“ და "ქო­ცებ­ში“ გა­ერ­თი­ან­დნენ. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ ამას და "ნა­ცებ­მაც“ არ უნდა და­ხუ­რონ კარი,“ - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
1

ნაცებმა ხარაკირი უნდა ჩაიტარონ დროა აწი

დოდიკი
3

სხვები რაღა დასატოვარია წინ ხაბე და უკან დანარაჩენები პირდაპირ მტკვარში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად "ხაბეს“ გაშვებაც" - იაგო ხვიჩია

"ნაციონალური მოძრაობისთვის“ სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად "ხაბეს“ გაშვებაც" - იაგო ხვიჩია

"შეიძლება მელია გაუშვა, მაგრამ არ მგონია, "ნაცებმა“ ასე მარტივად უარი თქვან იმ ხალხზე, ვინც ახლა "ხაბეს“ გადადგომას ითხოვს - მგონი, საბოლოოდ, "ხაბეს“ თავმჯდომარეობის ზვარაკად შეწირვის საკითხი დადგება დღის წესრიგში, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე ხაბეიშვილის შეთავაზება "ცოტა შეურაცხმყოფელი ჩანს და არ გამოიყურება მაინც და მაინც ზრდილობიანად“.

"ნაცმოძრაობაში“ ისეთი ხალხი დარჩა "ხაბეს“ წყალობის მიღმა, რომლებსაც უფრო მეტი სტაჟი აქვთ "ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობის, ვიდრე თავად "ხაბეს“. შესაბამისად, მე არ მგონია, ასე მარტივად მორჩეს საქმე და "ნაცებმა“ ასე მარტივად თქვან უარი იმ ხალხზე, რომლებიც ახლა "ხაბეს“ გადადგომას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, "ნაცებმა“ შეიძლება გამოსავალი იპოვონ იმით, რომ "ხაბეც“ გადააყენონ და იმ ხალხს, ვინც გაბრაზებული იყო აქამდე, თავზე ხელი მოუთათუნონ და სცადონ დაიბრუნონ. შეიძლება მელია გაუშვა, მაგრამ ამდენი ხალხის გაშვება "ნაცმოძრაობას“ შესაძლოა, არ უნდოდეს და მათთვის სწორი გადაწყვეტილება იყოს მელიასთან ერთად "ხაბეს“ გაშვებაც და ახალი კოლექტიური ორგანოს ჩამოყალიბება, სადაც არავინ არაა თავმჯდომარე და კოლექტიურად იმართება "ნაცმოძრაობა“. ამ დროს, მოგეხსენებათ, ვინ მართავს - მიხეილ სააკაშვილი, ცხადია. კეზერაშვილიც, მაგრამ მაინც "კურთხევა“ მგონი, მიხეილ სააკაშვილის სჭირდება ზემოდან,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან წინასაარჩევნოდ პარტიების გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გირჩი“ არჩევნებზე მარტო გავა, ხოლო სხვებთან დაკავშირებით ხვიჩიას აზრით, რაციონალური იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პარტიას დაუბრუნდებიან, "ლელო“ კი თავის კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩასვამს.

"რჩევა მაქვს "ლელოსთვის“, დამოუკიდებლად ფულის ფლანგვას, რასაც "ლელო“ წინა არჩევნებზე ეწეოდა, სჯობს ფული გადაუხადო "ნაცებს“ და შენი ხალხი ჩასვა მათ სიაში. ამით არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება და არც "ნაცებთან“ ბრძოლა არ გამოგივა, თორემ ახლა რასაც "ლელო“ აკეთებს, არის გამალებული ბრძოლა "ნაცებთან“.

ჩემი აზრით ის ხალხი, ვისაც იდეა არ გააჩნია, ან "ნაცებში“ ან "ქოცებში“ უნდა გაერთიანდეს. ვისაც იდეა აქვს, მარტოც შეუძლია გასვლა გაბედოს. ვინაიდან "გირჩის“ გარდა სხვა პარტიებს იდეები არ გააჩნიათ, სწორი და რაციონალურია, რომ ისინი "ნაცებსა“ და "ქოცებში“ გაერთიანდნენ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ხელი შევუწყოთ ამას და "ნაცებმაც“ არ უნდა დახურონ კარი,“ - განაცხადა ხვიჩიამ.