პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით
5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახა­ლი, 2024 წლის დად­გო­მამ­დე ერთ თვე­ზე ცოტა მეტი რჩე­ბა, თუმ­ცა, სამ­ზა­დი­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­სა თუ მა­ღა­ზი­ე­ბის ვიტ­რი­ნებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა უფრო და უფრო შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

წლის ეს პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის ერ­თად შეკ­რე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის, რაც ჩვენს გან­წყო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზეც პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რი გან­წყო­ბის შექ­მნა­სა და სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა­ში კი ეს 5 რამ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა:

  • და­ა­გე­მოვ­ნეთ სა­ა­ხალ­წლო ნამ­ცხვრე­ბი

დე­კემ­ბრის ბო­ლოს, სახ­ლე­ბი­დან და სა­კონ­დიტ­რო­ე­ბი­დან გა­მო­სულ ციტ­რუ­სი­სა და და­რი­ჩი­ნის სურ­ნელს ნამ­დვი­ლი ახა­ლი წელი მოჰ­ყავს.

ამ არო­მა­ტე­ბით გა­მომ­ცხვა­რი თბი­ლი ფუნ­თუ­შე­ბი­სა თუ კექ­სე­ბის მირ­თმე­ვა ზამ­თრის ცივ დღე­ებ­ში ნამ­დვი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ასე­ვე, ის სა­უ­კე­თე­სო მი­ზე­ზია მე­გობ­რუ­ლი თუ ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბის­თვის.

  • თა­ვად მორ­თეთ ნაძ­ვის ხე

ნაძ­ვის ხის მორ­თვა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლია. ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა გვე­უფ­ლე­ბა. უკვე მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხის გა­ნა­თე­ბას კი ჩვენს სახ­ლებ­ში ახა­ლი წელი მოჰ­ყავს.

ტრა­დი­ცი­ად აქ­ცი­ეთ, ყო­ველ­წლი­უ­რად ნაძ­ვის ხეს ახა­ლი სა­თა­მა­შო შე­მა­ტოთ. ამის გა­კე­თე­ბა მა­ში­ნაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ არ­ჩე­ვანს მი­ნი­მა­ლის­ტურ სტილ­ზე აკე­თებთ და მხო­ლოდ ერთ ან ორი ფე­რის კომ­ბი­ნა­ცი­ას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას. ასე სახ­ლის სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თვის ხა­ლი­სი და მო­ტი­ვა­ცია უფრო გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ.

  • ეს­ტუმ­რეთ სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლებს

თუ ოდეს­მე ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქა­ლა­ქის სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში ან ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­ვედ­რილ­ხართ, ალ­ბათ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ყო­ველ­თვის გახ­სოვთ. აქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სურ­ნე­ლი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­ნა­თე­ბე­ბი,სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა ჯა­დოს­ნურ ატ­მოს­ფე­როს ქმნის.

მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტარ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ცენ­ტრა­ლუ­რი ნაძ­ვის ხის, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის, მზი­უ­რის პარ­კი­სა თუ სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, სა­დაც მე­გობ­რებ­თან თუ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. თუმ­ცა, წელს, კი­დევ უფრო ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას შე­გიქ­მნით „ბიბ­ლუ­სის“ სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც 7-10 დე­კემ­ბერს „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვალ­ზე აღ­მო­ა­ჩენთ ულა­მა­ზეს სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს, მათ შო­რის, ნაძ­ვის ხე­ებს. ასე­ვე, ად­გილ­ზე დაგ­ხვდე­ბათ თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი, სას­მე­ლე­ბი, გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მას­შტა­ბუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე, „ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­ში“ შე­მა­ვალ კომ­პა­ნი­ებ­ში პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნი­სას, თი­ბი­სი VISA ბა­რა­თე­ბით გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­დახ­დი­ლი თან­ხის 30%-ს ქე­შ­ბე­ქის სა­ხით და­იბ­რუ­ნე­ბენ.

  • თა­ვად შე­ფუ­თეთ სა­ჩუქ­რე­ბი

რა უნდა იყოს იმა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო, ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა, შემ­დეგ კი მისი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით შე­ფუთ­ვაა? გირ­ჩევთ, ამ პრო­ცესს და­სა­წყი­სი­დან ბო­ლომ­დე თა­ვად მიჰ­ყვეთ და არ გა­მო­ტო­ვოთ იმის ნახ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა, თუ რა ემო­ცი­ებს გა­მო­იწ­ვევს თქვე­ნი სა­ჩუქ­რე­ბის გახ­სნა ად­რე­სა­ტებ­ში.

  • უყუ­რეთ სა­ა­ხალ­წლო ფილ­მებს

„მარ­ტო სახ­ლში“, „რო­გორ მო­ი­პა­რა გრინჩმა შობა“, „ბრი­ჯიტ ჯონ­სის დღი­უ­რი“, „შვე­ბუ­ლე­ბა“, „რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი“… კი­დევ რო­მელ ფილ­მებს უყუ­რებთ ხოლ­მე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ? ბევ­რი ჩვენ­გა­ნის ოჯახ­ში ამ მარ­თლაც სა­ოც­რად კე­თი­ლი და სა­ხა­ლი­სო ფილ­მე­ბის სი­უ­ჟე­ტე­ბი არას­დროს გვბეზ­რდე­ბა, თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია, ჩვენს სიას სხვა კი­ნო­სუ­რა­თე­ბიც შევ­მა­ტოთ.

კარ­გი ფილ­მის ყუ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა სახ­ლის ერთ კუ­თხე­ში ნაძ­ვის ხე ციმ­ცი­მებს, მე­ო­რე კუ­თხი­დან კი და­რი­ჩი­ნის ფუნ­თუ­შე­ბის სურ­ნე­ლი იფ­რქვე­ვა.

არ გა­მო­ტო­ვოთ ეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და გპირ­დე­ბით, წინ სა­უ­კე­თე­სო ახა­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ!

#სა­ა­ხალ­წლო­ფეს­ტი­ვა­ლი #VISA #თი­ბი­სი #ბიბ­ლუ­სი #ბიბ­ლუ­სიჯ­გუ­ფი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

5 რამ, რაც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახალი, 2024 წლის დადგომამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება, თუმცა, სამზადისი უკვე დაწყებულია და ქალაქის ქუჩებსა თუ მაღაზიების ვიტრინებში სადღესასწაულო განწყობა უფრო და უფრო შეინიშნება.

წლის ეს პერიოდი საუკეთესოა სიახლეებისთვის, ოჯახისა და მეგობრების ერთად შეკრებისა და სიურპრიზების მომზადებისთვის, რაც ჩვენს განწყობასა და ცხოვრების ხარისხზეც პოზიტიურად აისახება.

ახალი წლის ჯადოსნური განწყობის შექმნასა და სხვებისთვის გაზიარებაში კი ეს 5 რამ დაგვეხმარება:

  • დააგემოვნეთ საახალწლო ნამცხვრები

დეკემბრის ბოლოს, სახლებიდან და საკონდიტროებიდან გამოსულ ციტრუსისა და დარიჩინის სურნელს ნამდვილი ახალი წელი მოჰყავს.

ამ არომატებით გამომცხვარი თბილი ფუნთუშებისა თუ კექსების მირთმევა ზამთრის ცივ დღეებში ნამდვილი სიამოვნებაა. ასევე, ის საუკეთესო მიზეზია მეგობრული თუ ოჯახური შეკრებებისთვის.

  • თავად მორთეთ ნაძვის ხე

ნაძვის ხის მორთვა ბევრი ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო რიტუალია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კმაყოფილებისა და სიხარულის განცდა გვეუფლება. უკვე მორთული ნაძვის ხის განათებას კი ჩვენს სახლებში ახალი წელი მოჰყავს.

ტრადიციად აქციეთ, ყოველწლიურად ნაძვის ხეს ახალი სათამაშო შემატოთ. ამის გაკეთება მაშინაც არის შესაძლებელი, თუ არჩევანს მინიმალისტურ სტილზე აკეთებთ და მხოლოდ ერთ ან ორი ფერის კომბინაციას ანიჭებთ უპირატესობას. ასე სახლის საახალწლოდ მორთვის ხალისი და მოტივაცია უფრო გაგიძლიერდებათ.

  • ესტუმრეთ საახალწლო ფესტივალებს

თუ ოდესმე ევროპის რომელიმე ქალაქის საახალწლო სოფელში ან ფესტივალზე მოხვედრილხართ, ალბათ ეს გამოცდილება ყოველთვის გახსოვთ. აქ დატრიალებული სურნელი, სადღესასწაულო განათებები,სათამაშოები და სასიამოვნო მუსიკა ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

მსგავსი ღონისძიებები უკვე საქართველოშიც ტარდება, მაგალითად ცენტრალური ნაძვის ხის, ორბელიანის მოედნის, მზიურის პარკისა თუ სხვა ტერიტორიების სიახლოვეს, სადაც მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება შეგიძლიათ. თუმცა, წელს, კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალი, რომელიც 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.

ფესტივალზე აღმოაჩენთ ულამაზეს საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებს, მათ შორის, ნაძვის ხეებს. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ თავის მოვლის საშუალებები, ტკბილეული, სასმელები, გასართობი ღონისძიებები და რაც მთავარია, მასშტაბური ფასდაკლებები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე, „ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში პროდუქციის შეძენისას, თიბისი VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ქეშბექის სახით დაიბრუნებენ.

  • თავად შეფუთეთ საჩუქრები

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა, შემდეგ კი მისი საკუთარი გემოვნებით შეფუთვაა? გირჩევთ, ამ პროცესს დასაწყისიდან ბოლომდე თავად მიჰყვეთ და არ გამოტოვოთ იმის ნახვის სიამოვნება, თუ რა ემოციებს გამოიწვევს თქვენი საჩუქრების გახსნა ადრესატებში.

  • უყურეთ საახალწლო ფილმებს

„მარტო სახლში“, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, „შვებულება“, „რეალური სიყვარული“… კიდევ რომელ ფილმებს უყურებთ ხოლმე წინასაახალწლოდ? ბევრი ჩვენგანის ოჯახში ამ მართლაც საოცრად კეთილი და სახალისო ფილმების სიუჟეტები არასდროს გვბეზრდება, თუმცა, შეგვიძლია, ჩვენს სიას სხვა კინოსურათებიც შევმატოთ.

კარგი ფილმის ყურება განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა სახლის ერთ კუთხეში ნაძვის ხე ციმციმებს, მეორე კუთხიდან კი დარიჩინის ფუნთუშების სურნელი იფრქვევა.

არ გამოტოვოთ ეს სადღესასწაულო აქტივობები და გპირდებით, წინ საუკეთესო ახალი წელი გელოდებათ!

#საახალწლოფესტივალი #VISA #თიბისი #ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი

R