ავტორი:

"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ, დღეს ვნახე ბავშვი და უბედნიერესია" - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?

"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ, დღეს ვნახე ბავშვი და უბედნიერესია" - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია. ქალი, რომელიც ბავშვს ფულს აძლევს, ზიზი ჭელიძეა. როგორც ის წერს, აპირებს მოზარდის მონახულებას. რაც შეეხება კრიტიკას, ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის მტკიცებას არ აპირებს და არც არაფერს ნანობს:

"მოკლედ, მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს, ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია, დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს, რომ რთულია, გვერდი აუარო ამ ამბავს.

ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის როგორი ხასიათი მაქვს. არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს. მე მინდა ყველა უცნობს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის, მივხვდი, რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ თუ გაგაღიზიანეთ", - წერს ზიზი ჭელიძე.

AMBEBI.GE-სთან ზიზი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მოზარდი დღეს მოინახულა და ის ძალიან ბედნიერია.

"მე ვნახე დღეს ბავშვი და უბედნიერესია, მთავარი ეს არის. არაფერზე პრეტენზია არ აქვს. ისეთი საყვარელია, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. დედა უნდა ვნახო, დღეს ვერ გავესაუბრე, მუშაობდა. ბებომ მადლობები გვიხადა და საოცრად პატიოსანი ხალხია. მე ამ ბავშვის ემოცია არასდროს დამავიწყდება. ვიდეო თავდაპირველად ჩემს "ტიკტოკზე" ატვირთა ჩემმა ბავშვმა, ბარბარემ. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ მიმიქცევია ყურადღება" - გვიყვება ზიზი ჭელიძე.

წაიკითხეთ ასევე: