ავტორი:

"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... გუშინ მიუვარდა იარაღით" - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი?

"მას შემდეგ, რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა... გუშინ მიუვარდა იარაღით" - ვინ არის საგარეჯოს რაიონში მოკლული 36 წლის კაცი?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული 36 წლის კაცი იაშარ ჯაფაროვია, ხოლო ბრალდებული ხეირ ხაბაროვი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჯაფაროვი მეუღლეს 7 თვის წინ გაშორდა, მას შემდეგ კი რაც ქალმა ახალი ოჯახი შექმნა, მის მიმართ მუდმივად ხორციელდებოდა მუქარა.

"დაშორების შემდეგ ქალმა ახალი ოჯახი შექმნა და მას შემდეგ ყოფილი ქმრისგან მუდმივად იყო მუქარა. ეუბნებოდა, რომ გაშორებოდა ქმარს. კონფლიქტი ამ თემაზე ხშირად იყო. გუშინ კი მკვლელობა მოხდა სოფელ იორმუღალოში, სადაც ქალი ქმართან ერთად ცხოვრობდა. მიუვარდა და იარაღიდან ესროლა ჯერ ყოფილ ცოლს, შემდეგ კი მის ქმარს. კაცი ადგილზე დაიღუპა" - ამბობენ ადგილობრივები.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.