პოლიტიკა

11

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე თევზებშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირებას. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობას, უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. მთვარის ეს დღე განქორწინებისთვისაც კი უიღბლოდ ითვლება.
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალი - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალი - სუს-ი

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სო­ფელ ბა­ლა­ა­ნის მიმ­დე­ბა­რედ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­სი­კო ქენ­ქა­ძე თა­ვი­სუ­ფა­ლია და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­სი­კო ქენ­ქა­ძის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და „ცხე­ლი ხა­ზის“ მე­ქა­ნიზ­მი.

"უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPRM) 115-ე შეხ­ვედ­რა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აწ­ვდი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დამანგრეველი მიწისძვრის მომენტში გადაღებული კადრები - თურქეთში, ძლიერი ბიძგების შედეგად, 20-მდე შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი
ავტორი:

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალი - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალი - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით, ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

"უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.