პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?
ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?
  • ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ბოლო ასი წე­ლია, ასე­თი შტორ­მი შავ ზღვა­ში არ ყო­ფი­ლა - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა „პო­სე­ი­დო­ნი“ 26 ნო­ემ­ბერს შავ ზღვა­ში და­წყე­ბულ დიდ ღელ­ვას „სა­უ­კუ­ნის შტორ­მად“ აფა­სებს და აცხა­დებს, რომ ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან ტალ­ღე­ბის სი­მაღ­ლე 8-9 მეტრს აღ­წევ­და...

ამ შტორმ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლა, რო­გორც რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­რო ზოლი, ისე - თა­ვად რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რეც და არც ქარ­თუ­ლი სა­ნა­პი­რო და­ინ­დო ანაკ­ლი­ა­ში, ფოთ­სა თუ ბა­თუმ­ში...

  • მაგ­რამ ამ სა­ზღვაო შტორმს რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლი საფრ­თხეც მოჰ­ყვეს ქარ­თულ სა­ნა­პი­როს­თან, კერ­ძოდ კი... ღუ­ზას მო­წყვე­ტი­ლი და თა­ვი­სუ­ფალ დრე­იფ­ში მყო­ფი სა­ზღვაო ნაღ­მე­ბიც...

თუ რა საფრ­თხეს შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს ასე­თი მოდ­რე­ი­ფე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი, გა­სულ წელს უკვე ვწერ­დი ამ ბლოგ­ში (2022 წლის 23 მარ­ტის სტა­ტი­ა­ში „ოდე­სას­თან ჩაყ­რი­ლი „შაქ­რი­ა­ნი“ სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბა­თუ­მი­სა და ფო­თის პორ­ტებ­თან „ჩა­მოგ­ვი­ცურ­დეს"?!) და ერ­თგვა­რად ენა­მაც მი­ყივ­ლა, რად­გან და­წე­რი­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ მარ­თლაც აფეთ­ქდა ასე­თი სა­ზღვაო ნაღ­მი ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის სა­ნა­პი­როს­თან (იხი­ლეთ 2023 წლის 13 თე­ბერ­ვლის ბლოგ­ში „ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე ოდე­სის მი­სად­გო­მე­ბი­დან მო­წყვე­ტი­ლი მო­ტივ­ტი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა“), სა­ბედ­ნი­ე­როდ, უმ­სხვერ­პლოდ... მაგ­რამ ასე­თი­ვე საფრ­თხის დონე რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბევ­რად უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან „სა­უ­კუ­ნის შტორ­მი“ აუ­ცი­ლებ­ლად მო­წყვეტ­და ღუ­ზი­დან იმ სა­ზღვაო ნაღ­მებს, რომ­ლე­ბიც 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ა­ყე­ნეს ოჩა­კო­ვი-ოდე­სის სა­ნა­პი­რო ზო­ლის გა­ყო­ლე­ბით უკ­რა­ი­ნელ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა, რი­თაც მა­შინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­იც­ვეს უკ­რა­ი­ნუ­ლი შა­ვი­ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი რუ­სუ­ლი სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმის­გან, თუმ­ცა გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში ეს ნაღ­მე­ბი მო­წყდნენ ღუ­ზებს - ზოგი იქვე, ოდე­სის სა­ნა­პი­რო­ზე აფეთ­ქდა (მათ შო­რის მსხვერ­პლიც გა­მო­იწ­ვია), ზოგ­მაც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრე­ი­ფი და­ი­წყო და მათ ხან რუ­მი­ნე­თის, ხან ბულ­გა­რე­თი­სა და ხა­ნაც თურ­ქე­თის ნა­პი­რებ­თან აღ­მო­ა­ჩენ­დნენ და და­ცხრი­ლავ­დნენ, ერთი-ორ­მაც (ან უფრო მეტ­მაც) ქარ­თულ ნა­პი­რამ­დეც მო­აღ­წია...

გან­სხვა­ვე­ბით გა­სუ­ლი წლის­გან, წელს „სა­უ­კუ­ნის შტორმს“ ღუ­ზე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ის სა­ზღვაო ნაღ­მე­ბიც მო­ე­წყვი­ტა, რომ­ლე­ბიც უკვე რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­ნა­თავ­სეს ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სა­ნა­პი­როს იმ მო­ნაკ­ვე­თებ­ში, სა­დაც უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზღვაო სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ფა­რუ­ლად გა­დას­ხმას უფრთხი­ან...

თა­ვი­სუფ­ლად მოდ­რე­ი­ფე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის­გან წა­მო­სუ­ლი დიდი საფრ­თხე არ­სე­ბობს, რო­გორც უშუ­ა­ლოდ წყალ­ში, ისე - მათი სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რიყ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც.

რას წარ­მო­ად­გე­ნენ უკ­რა­ი­ნის სა­ნა­პი­როს­თან ღუ­ზას მო­წყვე­ტი­ლი სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი?

ЯМ (Якорная Мина) ტი­პის სა­ზღვაო ნაღ­მი ძა­ლი­ან ძვე­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ი­საა (მან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ბო­ლო­საც კი მო­უს­წრო) და ზღვის ფსკერ­ზე (მაქ­სი­მუმ 12 მ-ის სიღ­რმე­ში) და­დე­ბულ სიმ­ძი­მე­ზე ღუ­ზით არის გა­მობ­მუ­ლი, ხოლო "ეშ­ვე­ბი­ა­ნი" ნაღ­მი კი ზღვის ზე­და­პი­რი­დან ნა­ხე­ვარ მეტრზეა ჩა­ძი­რუ­ლი და არ მო­ჩანს, მაგ­რამ, რო­გორც კი ხო­მალ­დის კორ­პუ­სის წყალ­ქვე­შა ნა­წი­ლი შე­ე­ხე­ბა ნაღ­მის ერთ-ერთ "ეშვს", 172 კგ-იან ნაღმში მო­თავ­სე­ბუ­ლი 20 კგ. ტრო­ტი­ლის დე­ტო­ნა­ცია ხდე­ბა და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

თქვენი ომი და თქვენი .....................

ნიკო
3

ვიცი რომ ა გაუშვებთ მაგრამ მაინც დავწერ!

რაებს მიედებ-მოედებით? რა ნაღმებზეა საუბარი? ეგეთი დაკიდებით 2040 წლისთვის სანაპირო აღარ იარსებებს არსებულ ლოკაციაზე. ნაღმი კი არა სენაკთან იქნება ზღვა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?

ფარული საფრთხე, რომელიც შესაძლოა, "საუკუნის შტორმს" მოჰყვეს - რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები და ვიხილავთ თუ არა მათ ქართულ სანაპიროებთან?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ბოლო ასი წელია, ასეთი შტორმი შავ ზღვაში არ ყოფილა - საერთაშორისო საზღვაო მონიტორინგის სისტემა „პოსეიდონი“ 26 ნოემბერს შავ ზღვაში დაწყებულ დიდ ღელვას „საუკუნის შტორმად“ აფასებს და აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან ტალღების სიმაღლე 8-9 მეტრს აღწევდა...

ამ შტორმმა სერიოზულად დააზარალა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი, ისე - თავად რუსეთის კრასნოდარის მხარეც და არც ქართული სანაპირო დაინდო ანაკლიაში, ფოთსა თუ ბათუმში...

  • მაგრამ ამ საზღვაო შტორმს რამდენიმე დღეში შეიძლება ფარული საფრთხეც მოჰყვეს ქართულ სანაპიროსთან, კერძოდ კი... ღუზას მოწყვეტილი და თავისუფალ დრეიფში მყოფი საზღვაო ნაღმებიც...

თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი მოდრეიფე საზღვაო ნაღმები, გასულ წელს უკვე ვწერდი ამ ბლოგში (2022 წლის 23 მარტის სტატიაში „ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს"?!) და ერთგვარად ენამაც მიყივლა, რადგან დაწერილიდან გარკვეული ხნის შემდეგ მართლაც აფეთქდა ასეთი საზღვაო ნაღმი ბათუმის ბულვარის სანაპიროსთან (იხილეთ 2023 წლის 13 თებერვლის ბლოგში „ბათუმის სანაპიროზე ოდესის მისადგომებიდან მოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი აფეთქდა“), საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ... მაგრამ ასეთივე საფრთხის დონე რამდენიმე დღეში ბევრად უფრო გაიზრდება, რადგან „საუკუნის შტორმი“ აუცილებლად მოწყვეტდა ღუზიდან იმ საზღვაო ნაღმებს, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე დააყენეს ოჩაკოვი-ოდესის სანაპირო ზოლის გაყოლებით უკრაინელმა მეზღვაურებმა, რითაც მაშინ, ფაქტობრივად, დაიცვეს უკრაინული შავიზღვისპირა ქალაქები რუსული საზღვაო დესანტის გადასხმისგან, თუმცა განვლილ პერიოდში ეს ნაღმები მოწყდნენ ღუზებს - ზოგი იქვე, ოდესის სანაპიროზე აფეთქდა (მათ შორის მსხვერპლიც გამოიწვია), ზოგმაც თავისუფალი დრეიფი დაიწყო და მათ ხან რუმინეთის, ხან ბულგარეთისა და ხანაც თურქეთის ნაპირებთან აღმოაჩენდნენ და დაცხრილავდნენ, ერთი-ორმაც (ან უფრო მეტმაც) ქართულ ნაპირამდეც მოაღწია...

განსხვავებით გასული წლისგან, წელს „საუკუნის შტორმს“ ღუზებიდან შეიძლება ის საზღვაო ნაღმებიც მოეწყვიტა, რომლებიც უკვე რუსმა ოკუპანტებმა განათავსეს ანექსირებული ყირიმის სანაპიროს იმ მონაკვეთებში, სადაც უკრაინული საზღვაო სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ფარულად გადასხმას უფრთხიან...

თავისუფლად მოდრეიფე საზღვაო ნაღმებისგან წამოსული დიდი საფრთხე არსებობს, როგორც უშუალოდ წყალში, ისე - მათი სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევაშიც.

რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები?

ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი ძალიან ძველი მოდიფიკაციისაა (მან მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეში) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არის გამობმული, ხოლო "ეშვებიანი" ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ, როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის ერთ-ერთ "ეშვს", 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ. ტროტილის დეტონაცია ხდება და...წაიკითხეთ სრულად