მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას
"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დმიტ­რი გორ­დო­ნი და­სავ­ლე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის რთულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. გორ­დო­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი ჰქონ­დეს, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­სავ­ლე­თი არ იწ­ვის სურ­ვი­ლით, რომ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში თუ ალი­ან­სებ­ში მი­ი­ღოს.

"და­სავ­ლე­თი გვე­ტყვის, მი­დით რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. არ ვამ­ტკი­ცებ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი, ასე იტყვის. ნატო? ევ­რო­კავ­ში­რი? რა ნატო, რა ევ­რო­კავ­ში­რი, გგო­ნი­ათ ისი­ნი ჩვე­ნი მი­ღე­ბის სურ­ვი­ლით იწ­ვი­ან? 2013-2014 წლებ­ში ჩვენ მა­ი­დან­ზე გავ­დი­ო­დით, ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ჯერ ეგეც კი არ მიგ­ვი­ღია ბო­ლომ­დე. იმ ფონ­ზე, რომ და­სავ­ლეთს არ აქვს დიდი სურ­ვი­ლი, რომ სად­მე მიგ­ვი­ღოს, იმ ფონ­ზე, რომ და­სავ­ლე­თი ვაჭ­რობს რუ­სეთ­თან, გა­სა­გე­ბია, დიდ ფულ­ზე და ფი­ნან­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

ისი­ნი გვე­ტყვი­ან, და ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად "ბილ­დი“ წერს და მო­დით, სი­მარ­თლე ვთქვათ, უკვე ელ­ჩე­ბიც სა­უბ­რო­ბენ, რომ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით და­ვას­რუ­ლებთ. რა იქ­ნე­ბა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნა ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ის გა­რე­შეა? რა იქ­ნე­ბა, რას გვე­ტყვი­ან? ისევ იმა­ვეს, უარი ვთქვათ ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ზე.

რუ­სე­ბი აღარც მა­ლა­ვენ სურ­ვილს, პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, სა­დაც ჩვენ გვყავს ჯა­რე­ბი, ის ტე­რი­ტო­რია ჩვე­ნია, სა­დაც თქვენ გყავთ - თქვე­ნიო. თან რუ­სე­ბის ნდო­ბა ისევ და ისევ არ შე­იძ­ლე­ბა. აქ შე­კი­თხვა ჩნდე­ბა არა­ხა­მი­ას­თან, 2022 წლის მარ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბი იყო უკე­თე­სი თუ ახ­ლან­დე­ლი? ამა­შია კი­თხვა. წინ ზამ­თა­რია, იქ­ნე­ბა სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი, იქ­ნე­ბა და­ნა­კარ­გე­ბი და ტკი­ვი­ლი, ეს უც­ნა­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ცალ­კე სა­კი­თხია, ბო­ლომ­დე რომ არ ამ­ბო­ბენ სათ­ქმელს. ჩემ­თვის ერთი რამ გა­სა­გე­ბია, ყვე­ლა გვი­ბიძ­გებს რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ“.

ამას­თა­ნა­ვე, გორ­დონ­მა რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რის და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზეც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ არ ეს­მის, რა­ტომ გა­ახ­მა­უ­რა სა­ერ­თოდ ეს ამ­ბა­ვი. იგუ­ლის­ხმე­ბა არა­ხა­მი­ას ამას­წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, - რო­დე­საც ჩვენ სტამ­ბუ­ლის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­დან დავ­ბრუნ­დით (2002 წლის მარ­ტი - რედ.), კი­ევ­ში ბო­რის ჯონ­სო­ნი ჩა­მოფ­რინ­და და გვი­თხრა, - ჩვენ მათ­თან არა­ფერს ხელს არ მო­ვა­წერთ, მო­დით, უბ­რა­ლოდ, ვი­ო­მო­თო..."

"არ მეს­მის არა­ხა­მი­ამ ეს რა­ტომ თქვა, თით­ქოს ჩა­უშ­ვა, და­ას­მი­ნა. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნის­თვის, რომ ფე­ხებ­ში უნდა ვუ­ვარ­დე­ბო­დეთ. ბო­რის ჯონ­სონ­მა პი­რა­დად... ის უკ­რა­ი­ნის გმი­რია, არ მეს­მის, რა­ტომ უნდა და­ეს­მი­ნა, არ მეს­მის, რა თა­მა­შებს თა­მა­შო­ბენ და რა ხდე­ბა. ვე­კი­თხე­ბი არა­ხა­მი­ას, - რა­ტომ და­ას­მი­ნე ასე, ამ ადა­მი­ა­ნის მად­ლო­ბე­ლი არ უნდა იყო?“

რაზე წერს "ბილ­დი“? - აშშ და დიდი ბრი­ტა­ნე­თი იმ­დენ ია­რაღს აწ­ვდის უკ­რა­ი­ნას, რომ შეძ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვა, მაგ­რამ არა იმ­დენს, რომ შე­ტე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­დეს. მით უფრო, რომ იმა­თი ია­რა­ღის მა­რა­გიც მცირ­დე­ბა, მხარ­და­ჭე­რა ძვე­ლე­ბუ­რი აღარ არის. მო­დით, წინ გა­ვი­ხე­დოთ და ვი­კი­თხოთ:

შეგ­ვიძ­ლია თუ არა და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღის გა­რე­შე რა­მის გა­კე­თე­ბა? - არა.

გვაქვს თუ არა ძლი­ე­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა? - არა.

ეს სუ­ლე­ლი რუ­სე­ბი მო­დი­ან ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, რომ და­ი­ღუ­პონ. ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ხალ­ხი უკვე და­ღუ­პუ­ლია. ისი­ნი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ხა­ლი­სე­ე­ბად წა­ვიდ­ნენ, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი სულ პირ­ვე­ლე­ბი მი­დი­ან. ახლა შე­კი­თხვა, რუ­სე­ბი ზრდი­ან თა­ვის წარ­მო­ე­ბას, გვი­ტე­ვენ, ჩვენ არ გვაქვს ია­რა­ღის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი, არ გვყავს ბი­ჭე­ბი, რაზე მე­ტყვე­ლებს ეს ყვე­ლა­ფე­რი? თან რუ­სე­ბი ჩვენს ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ფი­ტა­ვენ, უკ­რა­ი­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ორად ან მეტ ნა­წი­ლად ყო­ფენ, შე­უძ­ლი­ათ და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოს­ყიდ­ვა. მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, სან­ქცი­ე­ბი არ მუ­შა­ობს. არ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნამ - აგ­რე­სორ­მა ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვი­დან 600 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ი­ღოს, ანუ არ მუ­შა­ობს ეს სან­ქცი­ე­ბი, ფული აქვთ და შე­მო­სავ­ლე­ბი ეზ­რდე­ბათ. ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით კონ­ტრშე­ტე­ვა. დას­ვა­ლე­თი გვე­ტყვის და გვე­უბ­ნე­ბა უკვე: "ბი­ჭე­ბო, ხე­დავთ ხომ, რომ კონ­ტრშე­ტე­ვა არ გა­მოგ­დით. ასე­თი მო­ცუ­ლო­ბის ფულს ვე­ღარ მოგ­ცემთ, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ მო­ქა­ლა­ქე­ებს ვერ ავუხ­სნით. კონ­ტრშე­ტე­ვა, რომ გა­მოგ­სვლო­დათ, და­ვარ­წმუ­ნებ­დით ამა­ში“ , - გა­ნა­ცხა­და გორ­დონ­მა.

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
4

ჰმ-ს რა გონებაგაქნეული ხააარ შენც და დანარჩენი სანაგვეთიც.გაჩუმდიიი კომბლე მაინც წაიკითხე რა.

სოსო
3

არახამია არის მოღალატე!როდის უნდა მიხვდეთ საინტერესოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

"არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ... ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ბორის ჯონსონის მადლობელი არ უნდა იყო?“ - გორდონის უმწვავესი განცხადებები და კითხვები ხელისუფლებას

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი დასავლეთისა და უკრაინის რთულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა. გორდონის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული კურსი ჰქონდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასავლეთი არ იწვის სურვილით, რომ მათ ორგანიზაციებში თუ ალიანსებში მიიღოს.

"დასავლეთი გვეტყვის, მიდით რუსეთთან მოლაპარაკებებზე. არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ დასავლეთი, ასე იტყვის. ნატო? ევროკავშირი? რა ნატო, რა ევროკავშირი, გგონიათ ისინი ჩვენი მიღების სურვილით იწვიან? 2013-2014 წლებში ჩვენ მაიდანზე გავდიოდით, ევროპული ასოცირების მისაღებად. ჯერ ეგეც კი არ მიგვიღია ბოლომდე. იმ ფონზე, რომ დასავლეთს არ აქვს დიდი სურვილი, რომ სადმე მიგვიღოს, იმ ფონზე, რომ დასავლეთი ვაჭრობს რუსეთთან, გასაგებია, დიდ ფულზე და ფინანსებზეა ლაპარაკი.

ისინი გვეტყვიან, და ამის შესახებ დასავლური გამოცემები, მაგალითად "ბილდი“ წერს და მოდით, სიმართლე ვთქვათ, უკვე ელჩებიც საუბრობენ, რომ საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებებით დავასრულებთ. რა იქნება ამ მოლაპარაკებებზე, სადაც უკრაინა ძლიერი პოზიციის გარეშეა? რა იქნება, რას გვეტყვიან? ისევ იმავეს, უარი ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირზე.

რუსები აღარც მალავენ სურვილს, პირდაპირ ამბობენ, სადაც ჩვენ გვყავს ჯარები, ის ტერიტორია ჩვენია, სადაც თქვენ გყავთ - თქვენიო. თან რუსების ნდობა ისევ და ისევ არ შეიძლება. აქ შეკითხვა ჩნდება არახამიასთან, 2022 წლის მარტის მოლაპარაკებების პირობები იყო უკეთესი თუ ახლანდელი? ამაშია კითხვა. წინ ზამთარია, იქნება სარაკეტო იერიშები, იქნება დანაკარგები და ტკივილი, ეს უცნაური ინტერვიუები ცალკე საკითხია, ბოლომდე რომ არ ამბობენ სათქმელს. ჩემთვის ერთი რამ გასაგებია, ყველა გვიბიძგებს რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ“.

ამასთანავე, გორდონმა რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ გაახმაურა საერთოდ ეს ამბავი. იგულისხმება არახამიას ამასწინანდელი განცხადება, - როდესაც ჩვენ სტამბულის მოლაპარაკებებიდან დავბრუნდით (2002 წლის მარტი - რედ.), კიევში ბორის ჯონსონი ჩამოფრინდა და გვითხრა, - ჩვენ მათთან არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ, ვიომოთო..."

"არ მესმის არახამიამ ეს რატომ თქვა, თითქოს ჩაუშვა, დაასმინა. დიდმა ბრიტანეთმა იმდენი რამ გააკეთა უკრაინისთვის, რომ ფეხებში უნდა ვუვარდებოდეთ. ბორის ჯონსონმა პირადად... ის უკრაინის გმირია, არ მესმის, რატომ უნდა დაესმინა, არ მესმის, რა თამაშებს თამაშობენ და რა ხდება. ვეკითხები არახამიას, - რატომ დაასმინე ასე, ამ ადამიანის მადლობელი არ უნდა იყო?“

რაზე წერს "ბილდი“? - აშშ და დიდი ბრიტანეთი იმდენ იარაღს აწვდის უკრაინას, რომ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მაგრამ არა იმდენს, რომ შეტევითი პოტენციალი ჰქონდეს. მით უფრო, რომ იმათი იარაღის მარაგიც მცირდება, მხარდაჭერა ძველებური აღარ არის. მოდით, წინ გავიხედოთ და ვიკითხოთ:

შეგვიძლია თუ არა დასავლური იარაღის გარეშე რამის გაკეთება? - არა.

გვაქვს თუ არა ძლიერი მობილიზაციის საშუალება? - არა.

ეს სულელი რუსები მოდიან ფულის სანაცვლოდ, რომ დაიღუპონ. ჩვენი საუკეთესო ხალხი უკვე დაღუპულია. ისინი პირველივე დღიდან მოხალისეებად წავიდნენ, საუკეთესოები სულ პირველები მიდიან. ახლა შეკითხვა, რუსები ზრდიან თავის წარმოებას, გვიტევენ, ჩვენ არ გვაქვს იარაღის საკმარისი მარაგი, არ გვყავს ბიჭები, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? თან რუსები ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურას ფიტავენ, უკრაინულ საზოგადოებას ორად ან მეტ ნაწილად ყოფენ, შეუძლიათ დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვა. მოდით, ვაღიაროთ, სანქციები არ მუშაობს. არ შეიძლება ქვეყნამ - აგრესორმა ნავთობის გაყიდვიდან 600 მილიარდი დოლარი მიიღოს, ანუ არ მუშაობს ეს სანქციები, ფული აქვთ და შემოსავლები ეზრდებათ. ჩვენ ვერ შევძელით კონტრშეტევა. დასვალეთი გვეტყვის და გვეუბნება უკვე: "ბიჭებო, ხედავთ ხომ, რომ კონტრშეტევა არ გამოგდით. ასეთი მოცულობის ფულს ვეღარ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენი გადასახადების გადამხდელ მოქალაქეებს ვერ ავუხსნით. კონტრშეტევა, რომ გამოგსვლოდათ, დავარწმუნებდით ამაში“ , - განაცხადა გორდონმა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ