პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია და იცის, რა მომავალი უნდა შვილებისთვის, მაშინ ის მიზანს მიაღწევს" - პრეზიდენტი
"მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია და იცის, რა მომავალი უნდა შვილებისთვის, მაშინ ის მიზანს მიაღწევს" - პრეზიდენტი

რაც არ უნდა იყოს, მთავ­რო­ბა, ლი­დე­რე­ბი მო­დი­ან-მი­დი­ან და რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვის თავ­ში არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ იცის, რე­ა­ლუ­რად, რა მო­მა­ვა­ლი უნდა თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის, შემ­დე­გი თა­ო­ბის­თვის, მა­შინ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­აღ­წევს მი­ზანს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ყვა­რელ­ში, „ევ­როკ­ლუბ­ში“ ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ის "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას” ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ დგას თა­ვის მყარ სა­ფუძ­ველ­ზე.

"იმის­თვის, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იყოს, სა­ჭი­როა ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბა. რაც არ უნდა იყოს, მთავ­რო­ბა, ლი­დე­რე­ბი მო­დი­ან-მი­დი­ან და რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვის თავ­ში არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, თუ იცის, რე­ა­ლუ­რად, რა მო­მა­ვა­ლი უნდა თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის, შემ­დე­გი თა­ო­ბის­თვის, მა­შინ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­აღ­წევს მი­ზანს. ეს იწყე­ბა ყო­ველ ქა­ლაქ­ში, სო­ფელ­ში, თემ­ში, სა­ი­და­ნაც წა­მო­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა ინი­ცი­ა­ტი­ვა არის ძლი­ე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი. ხში­რად კი­თხვას ვსვამთ, რო­გორ გა­დავ­რჩით და რო­გორ მო­ვე­დით დღემ­დე? - იმი­ტომ გა­დავ­რჩით, რომ ყვე­ლა ად­გილს ჰქონ­და თა­ვი­სი ძალა, თა­ვი­სი იდენ­ტო­ბა, თა­ვი­სი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა...

თურ­მე ყვა­რელ­ში ბიბ­ლი­ო­თე­კაც არ არის, ეს ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ის, რომ დღეს აქ ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბა არ მო­სუ­ლა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ესეც გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია მა­შინ, როცა ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან და პა­ტივს სცემს თქვენს წა­მო­წყე­ბას. თქვე­ნი წა­მო­წყე­ბა არის პირ­ველ რიგ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, ახალ­გაზ­რდე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, სა­მო­ქა­ლა­ქო ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ­ლის გა­რე­შე არ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა არ დგას თა­ვის მყარ სა­ფუძ­ველ­ზე. რაც შეგ­ვიძ­ლია თქვენს გვერ­დით ვიდ­გე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
3

ნინელი გეთანხმებით მიშაც და სალომეჩ ფსიქიატრების შესასწავლია

კომედიანტი
7

ლიდერები და კლოუნები მიდიან და მოდიან ოლიგარქატი რჩება:)()()()()))))))(((((((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია და იცის, რა მომავალი უნდა შვილებისთვის, მაშინ ის მიზანს მიაღწევს" - პრეზიდენტი

"მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია და იცის, რა მომავალი უნდა შვილებისთვის, მაშინ ის მიზანს მიაღწევს" - პრეზიდენტი

რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“ ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არცერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე.

"იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს. ეს იწყება ყოველ ქალაქში, სოფელში, თემში, საიდანაც წამოწყებული ყველა ინიციატივა არის ძლიერი. საქართველოს ისტორია მე ძალიან კარგად ვიცი. ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? - იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა...

თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.