ავტორი:

სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომას დაესწრება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა

სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომას დაესწრება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  თვითმფრინავს ბულგარეთმა საჰაერო სივრცე გაუხსნა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენის უფლება გასცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახური იტყობინება. შედეგად, ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

  • ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიღო.

"ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან“, - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა აკრძალა რუსული თვითმფრინავების ფრენა მის ტერიტორიაზე. გასული წლის ივნისში ლავროვის ვიზიტი სერბეთში მას შემდეგ გაუქმდა, რაც მეზობელმა ქვეყნებმა: ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ მის თვითმფრინავს მათ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალეს.

2022 წლის ბოლოს პოლონეთმა რუსეთის დელეგაციას ვარშავაში ეუთოს მინისტერიალზე დასწრების უფლება არ მისცა. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, სკოპიეში 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, კიდევ 17 რუსი დიპლომატი და 24 რუსი ჟურნალისტი გეგმავს.