Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს“ არ ეკუთვნის
ადვოკატის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს“ არ ეკუთვნის

ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, კახა აბუ­აშ­ვი­ლის, იგი­ვე „კა­ბუს“ ად­ვო­კა­ტის, და­ვით სა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მსა­ხი­ობს არ ეკუთ­ვნის.

მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აბუ­აშ­ვი­ლის­თვის „ჩა­ე­დოთ", ან ის სხვა პი­რის, თუნ­დაც, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის იყოს.

ამას­თან, და­ვით სა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რომ კახა აბუ­აშ­ვილს დანა ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, თუმ­ცა, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მას არც მუ­ქა­რა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია და არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის­თვის მი­უ­ყე­ნე­ბია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

„ბრა­ლი სამი მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, ეს არის ძა­ლა­დო­ბა, მუ­ქა­რა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა. კახა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს და ბრალ­დე­ბა მხო­ლოდ ერთი პი­რის გა­ნა­ცხადს ეფუძ­ნე­ბა და ერთი ადა­მი­ა­ნის გა­ნა­ცხა­დის სა­ფუძ­ველ­ზეა ის და­კა­ვე­ბუ­ლი.

მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­დნენ, რა დრო­საც და­კა­ვე­ბა მოხ­და. მას არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია",- აცხა­დებს სა­ნა­ძე.

კი­თხვა­ზე, და­ე­მუქ­რა თუ არა ის ქალს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით, ან მი­ა­ყე­ნა თუ არა და­ნის ტა­რით მას და­ზი­ა­ნე­ბა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ „ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს".

„პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ გა­ნა­ცხა­დი­სას მხო­ლოდ ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა. მას (და­ზა­რა­ლე­ბულს) არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს",- აცხა­დებს სა­ნა­ძე.

ად­ვო­კა­ტი მსა­ხი­ო­ბის და­კა­ვე­ბას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რად ინ­ტე­რესს უკავ­ში­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­გორც სა­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის ამო­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა, „კა­ბუს“ არ ეკუთ­ვნის.

„ეს დას­ტურ­დე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ელ­თა ჩვე­ნე­ბით. ნარ­კო­ტი­კი ამო­ღე­ბუ­ლია, საქ­მე­ში დევს, მაგ­რამ ეს მას არ ეკუთ­ვნის",- აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ის „ჩა­დე­ბის" ფაქტს არ გა­მო­რი­ცხავს.

„ასე გა­მო­დის. ჩა­უ­დეს, თუ სხვი­სი იყო, არ ვიცი. რას და რო­გორ გა­დავ­წყვეტთ, რა ექ­სპერ­ტი­ზას დავ­ნიშ­ნავთ, ეს ჩვე­ნი და ბრალ­დე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა",- აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

კი­თხვა­ზე, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ხომ არ ეკუთ­ვნო­და და­ზა­რა­ლე­ბულს, სა­ნა­ძე პა­სუ­ხობს, რომ „გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის". მი­სი­ვე თქმით, მსა­ხი­ო­ბი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფხი­ზე­ლი იყო.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსა­ხი­ობ კახა აბუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რა) და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

სავარჯიშო განტელები ამოუღეს და ნარკოტიკი ჩაუდესო, ასე თქვი ადვოკატო, უფრო დამაჯერებელი იქნება

კი, კაცო!
0

სახეზე ეტყობა, ნარკოტიკი საერთოდ არ უნახია სიცოცხლეში!:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ადვოკატის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს“ არ ეკუთვნის

ადვოკატის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს“ არ ეკუთვნის

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მსახიობს არ ეკუთვნის.

მსახიობის ადვოკატი არ გამორიცხავს, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება აბუაშვილისთვის „ჩაედოთ", ან ის სხვა პირის, თუნდაც, დაზარალებულის იყოს.

ამასთან, დავით სანაძე განმარტავს, რომ კახა აბუაშვილს დანა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მისი საშუალებით მას არც მუქარა განუხორციელებია და არც დაზარალებული ქალისთვის მიუყენებია დაზიანებები.

„ბრალი სამი მუხლით წარედგინა, ეს არის ძალადობა, მუქარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. კახა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არსებობს და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის განაცხადს ეფუძნება და ერთი ადამიანის განაცხადის საფუძველზეა ის დაკავებული.

მანქანით მოძრაობდნენ, რა დროსაც დაკავება მოხდა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია",- აცხადებს სანაძე.

კითხვაზე, დაემუქრა თუ არა ის ქალს სიცოცხლის მოსპობით, ან მიაყენა თუ არა დანის ტარით მას დაზიანება, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს არ შეესაბამება სიმართლეს".

„პროკურატურა ამ განაცხადისას მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა. მას (დაზარალებულს) არანაირი დაზიანება არ აქვს",- აცხადებს სანაძე.

ადვოკატი მსახიობის დაკავებას დაზარალებულის პირად ინტერესს უკავშირებს. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც სანაძე აღნიშნავს, ის ამოღებულია, თუმცა, „კაბუს“ არ ეკუთვნის.

„ეს დასტურდება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით. ნარკოტიკი ამოღებულია, საქმეში დევს, მაგრამ ეს მას არ ეკუთვნის",- აცხადებს ადვოკატი.

ის „ჩადების" ფაქტს არ გამორიცხავს.

„ასე გამოდის. ჩაუდეს, თუ სხვისი იყო, არ ვიცი. რას და როგორ გადავწყვეტთ, რა ექსპერტიზას დავნიშნავთ, ეს ჩვენი და ბრალდების პრეროგატივაა",- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ხომ არ ეკუთვნოდა დაზარალებულს, სანაძე პასუხობს, რომ „გამორიცხული არ არის". მისივე თქმით, მსახიობი დაკავების მომენტში აბსოლუტურად ფხიზელი იყო.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.