ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ქალზე სავარაუდო ძალადობისთვის დაკავებულ მსახიობისა და რეპერის, კახა აბუაშვილისთვის, იგივე „კაბუსთვის“ ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც იზოლატორში შესვლამდე დაკავებულის ადვოკატმა დავით სანაძემ განაცხადა, მსახიობი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს. ადვოკატისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ქალი, ვის მიმართაც სავარაუდო ძალადობას ედავებიან, კახა აბუაშვილის ოჯახის წევრი არ არის.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.