ავტორი:

"სლობოდას" ახალი წელი და გათამაშება უკვე დაიწყო

"სლობოდას" ახალი წელი და გათამაშება უკვე დაიწყო

წინასაახალწლო პერიოდი სადღესასწაულო განწყობით, ფასდაკლებებით, Secret Santa-ს თამაშით, გათამაშებებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით უკვე დაიწყო. მომხმარებლებს სხვადასხვა კომპანიის მიერ შეთავაზებული მხიარული გათამაშება და კონკურსი განსაკუთრებით უყვართ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი კი „სლობოდას“ კონკურსების სერიაა, რომელიც უკვე წინასაახალწლო ტრადიციად იქცა. კონკურსების სერია უკვე დაიწყო. ჯამში 10 კონკურსი ჩატარდება, რომელთა გამარჯვებულებსაც 200, 300 და 500 ლარიანი ვაუჩერები „ვილმაქსისგან“ გადაეცემათ.

წელს მომხმარებლებს კონკრეტულ მინი კონკურსებს ცნობილი ინფლუენსერები შესთავაზებენ საკუთარი გვერდების საშუალებით. ყველა კონკურსის მთავარი პირობა იქნება ის, რომ უნდა მომზადდეს კერძი „სლობოდას“ პროდუქტებით, ძირითადად, მაიონეზით. ინფლუენსერის პოსტის ქვეშ კი მომხმარებლებმა კერძის ფოტო ან ვიდეო უნდა ატვირთონ. თითოეულ მინი კონკურსს 3 გამარჯვებული ეყოლება. ვისი, ფოტო ან ვიდეოც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. 300 და 200 ლარიანი ვაუჩერის მფლობელები კი „სლობოდას“ რჩეულები გახდებიან.

„Wilmax Home- ვილმაქს-ჰოუმი“ ქართულ ბაზარზე წამყვანი ჭურჭლის მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია ბრიტანული, ჩეხური, ჰოლანდიური, ესპანური და თურქული ბრენდების ჭურჭლის და სამზარეულოს აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. „ვილმაქს-ჰოუმი“ -კომფორტი შენი განწყობისთვის!

„სლობოდური კონკურსები“ კი უკვე დაწყებულია. იყავით ყურადღებით და არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული საჩუქრების მიღების შანსი.

R