მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა "ეთნო-წისქვილი" რესტორან-მუზეუმად?
როგორ იქცა "ეთნო-წისქვილი" რესტორან-მუზეუმად?

რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია არ იც­ნობ­დეთ „ეთნო-წის­ქვილს“, თუ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ. ეს არის რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც სტუმ­რებს არა მხო­ლოდ ავ­თენ­ტურ ქარ­თულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს, არა­მედ კულ­ტუ­რულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ად­გი­ლობ­რივ ფოლკ­ლორ­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას აც­ნობს. სწო­რედ ამი­ტომ უწო­დეს „ეთნო-წის­ქვილს“ რეს­ტო­რა­ნი-მუ­ზე­უ­მი და სწო­რედ ამი­ტომ იზი­დავს ის იმ უცხო­ელ სტუმ­რებს, რო­მელ­თაც ნამ­დვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გაც­ნო­ბა სურთ.

ცო­ტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წის­ქვილს“ ხან­გრძლი­ვი, თა­ნაც გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. ყვე­ლა­ფე­რი 2002 წელს და­ი­წყო, დღეს სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად იყო გა­მარ­თუ­ლი და არც ნორ­მა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. „წის­ქვი­ლის“ დამ­ფუძ­ნებ­ლებს ინ­სპი­რა­ცია აქ არ­სე­ბულ­მა ბუ­ნებ­რივ­მა ჩანჩქერ­მა და უძ­ვე­ლეს­მა წყლის წის­ქვილ­მა მის­ცა, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან­ში დღემ­დე უც­ვლე­ლა­დაა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

„იმ დროს, რო­დე­საც „ეთნო წის­ქვი­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბას ვგეგ­მავ­დით, ორი თვით რომ­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი ნან­გრე­ვე­ბი­სა და მუ­ზე­უ­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოვ­ჩნდი. „ეთნო წის­ქვი­ლის“ არ­ქი­ტექ­ტუ­რის ინ­სპი­რა­ცი­აც სწო­რედ იქ გა­მიჩ­ნდა. მინ­დო­და, ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა რე­ლი­ე­ფი და აქ მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის შე­მექ­მნა გან­ცდა, თით­ქოს უძ­ვე­ლეს ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მოხ­ვდნენ. ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ტა­ლე­ბის სინ­თე­ზის შე­და­გად მი­ვი­ღეთ სრუ­ლი­ად ახა­ლი ხა­სი­ა­თი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ობი­ექ­ტი. მისი მი­ბაძ­ვით დღეს, შე­საძ­ლოა, სხვა­გა­ნაც გა­და­ა­წყდეთ მსგავს სივ­რცე­ებს. მე ამ პრო­ცესს ხუმ­რო­ბით „წის­ქვი­ლი­ზა­ცია“ ვუ­წო­დე“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და რეს­ტორ­ნის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, მა­მუ­კა ჩხა­ი­ძე.

გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გარ­და, „ეთნო-წის­ქვილ­მა“ თა­ვი­დან­ვე გა­ით­ქვა სა­ხე­ლი უგემ­რი­ე­ლე­სი ავ­თენ­ტუ­რი კერ­ძე­ბი­თა და მომ­სა­ხუ­რე­ბით. მისი სამ­ზა­რე­უ­ლო დღემ­დე სტა­ბი­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნებს უმაღ­ლეს ხა­რისხს და სტუმ­რებს გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი გე­მო­ე­ბით ანე­ბივ­რებს. ამ­ჟა­მად „წის­ქვი­ლის“ მე­ნი­უ­ზე მისი ბრენდ შეფი ალექს ნა­თა­ძე ზრუ­ნავს, რო­მე­ლიც Gault&Millau Georgia-ს მიერ, 2023 წელ, „წლის აღ­მო­ჩე­ნად“ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

თუკი „ეთნო-წის­ქვილს“ ეს­ტუმ­რე­ბით, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის გარ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბის მომსწრეც გახ­დე­ბით. აქ სტუმ­რე­ბის­თვის ყო­ველ­დღე ეწყო­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, რა დრო­საც ცო­ცხლდე­ბა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რის ავ­თენ­ტუ­რი ნი­მუ­შე­ბი. „ეთნო წის­ქვილ­ში“ უძ­ვე­ლე­სი სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც შე­გეძ­ლე­ბათ, რომ­ლე­ბიც მის სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ის დარ­ბა­ზებ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი.

„წის­ქვი­ლი“ არ არის მხო­ლოდ კვე­ბის ობი­ექ­ტი, მისი გა­რე­მო ვი­ზი­ტო­რებს აძ­ლევს ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც მათ თან დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბათ. უცხო­ე­ლე­ბის­თვის კი ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა არის ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის, კულ­ტუ­რის, ფოლკ­ლო­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის გაც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი შვე­ლი­ძე.

იმას, რომ „ეთნო-წის­ქვი­ლი“ სა­რეს­ტორ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უპი­რო­ბო ლი­დე­რია, უამ­რა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოც მოწ­მობს, რომ­ლე­ბიც „ეთნო-წის­ქვილ­მა“ სხვა­დას­ხვა დროს სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის, ინო­ვა­ცი­ე­ბის­თვის, კერ­ძე­ბი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ი­ღო.

„ეთნო-წის­ქვილს“ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა სივ­რცე­ე­ბი – ლუ­დის მო­ე­და­ნი, სა­ნა­დი­მო, ღვი­ნის ეზოც მი­ე­მა­ტა. ასე რომ, რო­დე­საც ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ „წის­ქვილს“ ეს­ტუმ­რე­ბით, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუკი ერ­თგვარ მინი ქა­ლაქ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, ქა­ლაქ­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო კერ­ძებ­თან ერ­თად, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­საც გა­ეც­ნო­ბით.

NS

ავტორი:

როგორ იქცა "ეთნო-წისქვილი" რესტორან-მუზეუმად?

როგორ იქცა "ეთნო-წისქვილი" რესტორან-მუზეუმად?

რთული წარმოსადგენია არ იცნობდეთ „ეთნო-წისქვილს“, თუ ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და, ზოგადად, ქართული კულტურის მოყვარული ხართ. ეს არის რესტორანი, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ ავთენტურ ქართულ კერძებს სთავაზობს, არამედ კულტურულ მრავალფეროვნებას, ადგილობრივ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას აცნობს. სწორედ ამიტომ უწოდეს „ეთნო-წისქვილს“ რესტორანი-მუზეუმი და სწორედ ამიტომ იზიდავს ის იმ უცხოელ სტუმრებს, რომელთაც ნამდვილი საქართველოს გაცნობა სურთ.

ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა. „წისქვილის“ დამფუძნებლებს ინსპირაცია აქ არსებულმა ბუნებრივმა ჩანჩქერმა და უძველესმა წყლის წისქვილმა მისცა, რომელიც რესტორანში დღემდე უცვლელადაა შენარჩუნებული და ფუნქციონირებს.

„იმ დროს, როდესაც „ეთნო წისქვილის“ მშენებლობას ვგეგმავდით, ორი თვით რომში წავედი საცხოვრებლად, სადაც უძველესი ნანგრევებისა და მუზეუმების გარემოცვაში აღმოვჩნდი. „ეთნო წისქვილის“ არქიტექტურის ინსპირაციაც სწორედ იქ გამიჩნდა. მინდოდა, ხელუხლებლად შემენარჩუნებინა რელიეფი და აქ მოსული სტუმრებისთვის შემექმნა განცდა, თითქოს უძველეს ციხესიმაგრეში მოხვდნენ. ძველი და თანამედროვე დეტალების სინთეზის შედაგად მივიღეთ სრულიად ახალი ხასიათისა და არქიტექტურის ობიექტი. მისი მიბაძვით დღეს, შესაძლოა, სხვაგანაც გადააწყდეთ მსგავს სივრცეებს. მე ამ პროცესს ხუმრობით „წისქვილიზაცია“ ვუწოდე“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესტორნის მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.

გამორჩეული არქიტექტურის გარდა, „ეთნო-წისქვილმა“ თავიდანვე გაითქვა სახელი უგემრიელესი ავთენტური კერძებითა და მომსახურებით. მისი სამზარეულო დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს და სტუმრებს გამორჩეული ქართული გემოებით ანებივრებს. ამჟამად „წისქვილის“ მენიუზე მისი ბრენდ შეფი ალექს ნათაძე ზრუნავს, რომელიც Gault&Millau Georgia-ს მიერ, 2023 წელ, „წლის აღმოჩენად“ არის დასახელებული.

თუკი „ეთნო-წისქვილს“ ესტუმრებით, გემრიელი კერძების დაგემოვნების გარდა, არაჩვეულებრივი სანახაობის მომსწრეც გახდებით. აქ სტუმრებისთვის ყოველდღე ეწყობა მუსიკალური და ქორეოგრაფიული დღესასწაული, რა დროსაც ცოცხლდება ქართული ცეკვა-სიმღერის ავთენტური ნიმუშები. „ეთნო წისქვილში“ უძველესი სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებაც შეგეძლებათ, რომლებიც მის სხვადასხვა კონცეფციის დარბაზებშია გამოფენილი.

„წისქვილი“ არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მისი გარემო ვიზიტორებს აძლევს ემოციას, რომელიც მათ თან დიდხანს მიჰყვებათ. უცხოელებისთვის კი ჩვენთან სტუმრობა არის ქართული კულინარიის, კულტურის, ფოლკლორისა და არქიტექტურის გაცნობის საუკეთესო საშუალება“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.

იმას, რომ „ეთნო-წისქვილი“ სარესტორნო საქმიანობაში უპირობო ლიდერია, უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოც მოწმობს, რომლებიც „ეთნო-წისქვილმა“ სხვადასხვა დროს საუკეთესო არქიტექტურისთვის, ინოვაციებისთვის, კერძებისა თუ მომსახურებისთვის მიიღო.

„ეთნო-წისქვილს“ დროთა განმავლობაში სხვა სივრცეები – ლუდის მოედანი, სანადიმო, ღვინის ეზოც მიემატა. ასე რომ, როდესაც ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ „წისქვილს“ ესტუმრებით, არ გაგიკვირდეთ, თუკი ერთგვარ მინი ქალაქში აღმოჩნდებით, ქალაქში, სადაც საუკეთესო კერძებთან ერთად, ქართულ კულტურასაც გაეცნობით.

NS