26 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რეპერი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ“ პოლიციამ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამთენიისას ბორკილები ქუჩაში დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
რეპერის დაკავებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ეხმაურებიან. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კაბუს და წერენ, რომ არ სჯერათ ძალადობის ვერსიის.
"არ მჯერა და არც დავიჯერებ, რომ შენ იძალადე. მით უმეტეს, ქალზე. ყველა შენს გვერდით ვართ“.
"როგორ მეცინება და არ მჯერა ამ ფაქტის. პირადად მაინც არ ვიცნობდე ამ ადამიანს. ცხოვრებაში არავისზე უძალადია, მით უმეტეს, ქალზე. ქალის პატივისცემა მას პირველ ადგილზე ეყენა ყოველთვის".
მომღერალი და რეპერის მეგობარი ლელუკა თელია ასევე აცხადეს, რომ "კაბუს" მოძალადობის არ სჯერა.
ლელუკა:
"რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მეც ის ვიცი. ერთი წამითაც არ მჯერა, რაც იწერება, გამორიცხულია. "კაბუს" ყველა მეგობარი ამ აზრზეა - მისგან ძალადობა გამორიცხულია. რა იგულისხმება, ესეც არ არის დაკონკრეტებული. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენაო, ეგეც გამორიცხულია. ბოლო დროს არ მქონია ხშირი ურთიერთობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან გალანტური ადამიანია და ქალთან ურთიერთობისას არასოდეს ეშლებოდა".
რას ამბობს Ambebi.ge-სთან "კაბუს" ყოფილი მეუღლე
ანუკა გიორგელაშვილი და კახა აბუაშვილი წლები იყვნენ დაქორწინებული. წყვილს ორი საერთო შვილი, გიორგი და კესანე ჰყავთ. თუმცა ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდნენ. რეპერი ყოფილ ცოლთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
ანუკას დავუკავშირდით და მომხდარის შეფასება ვთხოვეთ. "ჩემი შვილების მამა მოძალადე არ არის!" - ამბობს ის.
ანუკა გიორგელაშვილი:
"არა, არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ "კაბუს" არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ის მოძალადე არ არის. სასაცილოა, მარაზმია ეს ყველაფერი".
იხილეთ ასევე: