"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საბავშვო ევროვიზია 2023-ის შედეგებს ეხმიანება. როგორც თავად აღნიშნავს, ევროვიზია ყველაზე მეტად ქართველ ბავშვებს აქვთ მოგებული.
"საბავშვო ევროვიზია ყველაზე მეტჯერ ქართველ ბავშვებს აქვთ მოგებული. მეოთხე გამარჯვება ქართველ გრიგოლ ყიფშიძეს ქართულმა ჟიურიმვე წაართვა - რუს მონაწილეს დაუწერა (სრულიად დაუმსახურებელი) უმაღლესი ქულა და ამით გადაასწრო რუსმა და იმ წელს გაიმარჯვა. საქართველოში იყო იმ წელს კონკურსი, სხვათა შორის.ხუთეულში ყოფნის რაოდენობებსაც თუ დავამატებთ, საქართველო ამ კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე გამოდის. და როგორაა ახლა? მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და გვეკუთვნის და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ, საწყალი ქართველისთვინ არავინ არალი? ინფანტილიზმი და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება რომ სპორტი იყოს, მანდ მართლა სუ ჩვენ მოვიგებდით" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
2023 წლის საბავშვო ევროვიზიიაზე საქართველო 16 მონაწილედან მე-14 ადგილას გავიდა.
ქვეყანა საერთაშორისო კონკურსზე "რანინას" მეექვსე სეზონის გამარჯვებულმა ანასტასია ვასაძემ და "რანინას" 2022 წლის ფინალისტებმა - ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა წარადგინეს.
მათ შეასრულეს სიმღერა Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელიც ასევე მუშაობდა სასცენო დადგმაზე ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად.
ასევე იხილეთ: