საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში" - მეუფე შიო
"სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში" - მეუფე შიო

სუ­ლი­ე­რად ნა­ცე­მი და გან­ძარ­ცვუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი არ გან­ვი­კი­თხოთ და ვლან­ძღოთ, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით და თა­ნალ­მო­ბით ვე­ცა­დოთ, და­ვეხ­მა­როთ წყლუ­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ში , - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან 25-ე კვი­რას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მა­ნო, ძმა­ნო და დანო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დღეს წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია, რომ უფალ იესო ქრის­ტეს­თან მი­ვი­და რჯუ­ლის მეც­ნი­ე­რი და ჰკი­თხა: „რა გა­ვა­კე­თო, რომ მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვიმ­კვიდ­რო?“ უფალ­მა მი­უ­გო, რჯულ­ში რო­გორ წე­რი­აო? და აი, ამ კაც­მა პა­სუ­ხად წარ­მოთ­ქვა ორი მცნე­ბა, რომ­ლე­ბიც თა­ვად უფალ იესო ქრის­ტეს მიერ უმ­თავ­რეს მცნე­ბე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და რჯულ­ში: „გიყ­ვარ­დეს უფა­ლი ღმერ­თი შენი მთე­ლი შენი გუ­ლით, მთე­ლი შენი სუ­ლით, მთე­ლი შენი გო­ნე­ბით, მთე­ლი შენი ძა­ლით და მოყ­ვა­სი შენი, რო­გორც თავი შენი“. უფალ­მა უთხრა, სწო­რად მი­პა­სუ­ხე, წადი, ასე მო­ი­ქე­ცი და ცხონ­დე­ბიო. შემ­დეგ, რჯუ­ლის მეც­ნი­ე­რი ეკი­თხე­ბა უფალს და მას­თან ერ­თად ჩვენც ვსვამთ ამ შე­კი­თხვას: „ვინ არის ჩვე­ნი მოყ­ვა­სი?“ უფა­ლი იესო ქრის­ტე უპა­სუ­ხებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი იგა­ვით მო­წყა­ლე სა­მა­რი­ტე­ლის შე­სა­ხებ:

იყო ერთი ებ­რა­ე­ლი კაცი, რო­მე­ლიც მი­დის იე­რუ­სა­ლი­მი­დან. მას გზა­ში შე­მოხ­ვდე­ბი­ან ავა­ზა­კე­ბი, თავს ეს­ხმი­ან, გა­ძარ­ცვა­ვენ, სცე­მენ და ასე ცო­ცხალ-მკვდარს და­ტო­ვე­ბენ გზა­ზე. ჩა­მო­ი­ა­რა მღვდელ­მა, რო­მელ­მაც და­ი­ნა­ხა იგი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და გვერ­დი აუ­ა­რა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მღვდელ­მა იფიქ­რა, ეს კაცი მკვდა­რი­აო (რო­გორც გახ­სოვთ, მათ­თვის მკვდრის შე­ხე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, რად­გან მკვდა­რი სხე­უ­ლი ით­ვლე­ბო­და უწ­მინ­დუ­რე­ბად) და ამი­ტო­მაც ჩა­უ­ა­რა.

შემ­დეგ მო­დის ლე­ვი­ტე­ლი. ლე­ვი­ტე­ლე­ბი იყ­ვნენ მღვდლე­ბის დამ­ხმა­რე­ნი, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და თვი­თო­ნაც ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მღვდლო­ბის­თვის. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნაც იგი­ვე იფიქ­რა. და­ი­ნა­ხა მან ეს და­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და გვერ­დი აუ­ა­რა.

და ბო­ლოს, ჩა­მო­ი­ა­რა სა­მა­რი­ტელ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ებ­რა­ე­ლე­ბის მიერ სა­მა­რი­ტე­ლე­ბი იმ­დე­ნად მო­ძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი არას­წო­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო, რომ ყო­ველ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, არც ესალ­მე­ბოდ­ნენ და მათ­თან ერ­თად სუფ­რას­თან ჯდო­მაც კი ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. და აი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მა­რი­ტელ­მა და­ი­ნა­ხა ეს კაცი, მი­ვი­და მას­თან, შე­ებ­რა­ლა, ღვი­ნო და ზეთი და­ას­ხა წყლუ­ლებ­ზე, შე­უხ­ვია, სა­ხე­დარ­ზე შე­მოს­ვა, მი­იყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში და ბო­ლომ­დე უპატ­რო­ნა.

ბო­ლოს უფა­ლი იესო ქრის­ტე ასე ას­რუ­ლებს ამ იგავს, რომ თუ გვინ­და, სული გა­და­ვირ­ჩი­ნოთ, ჩვენც ასე უნდა მო­ვიქ­ცეთ.

ახლა ვინ­მე იკი­თხავს: - სად ვნა­ხოთ ავა­ზა­კე­ბის მიერ ნა­ცემ-ნაგ­ვე­მი და გა­ძარ­ცვუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ძირს და­ვარ­დნი­ლი? მაგ­რამ თუ ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით, რა ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ თა­ვად ჩვენ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მრავ­ლად არი­ან ჩვენ გარ­შე­მო. განა ცო­ტაა ასე­თი ადა­მი­ა­ნი? იმი­ტომ, რომ იმ ავა­ზა­კე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც სხე­ულს თავს ეს­ხმი­ან, ძარ­ცვა­ვენ და ჭრი­ლო­ბებს აყე­ნე­ბენ, ფი­ზი­კუ­რად ტან­ჯა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, არი­ან კი­დევ სუ­ლი­ე­რი ავა­ზა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის სულს ეს­ხმი­ან თავს, ძარ­ცვა­ვენ, წყლუ­ლებს და ჭრი­ლო­ბებს აყე­ნე­ბენ. განა ცო­ტაა ჩვენ გარ­შე­მო ასე­თი ადა­მი­ა­ნი?

და ჩვენ დღეს ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ ვე­პყრო­ბით მათ. ჩვენ მათ­თან მივ­დი­ვართ არა იმი­ტომ, რომ მა­ლა­მო და­ვა­დოთ მათ წყლუ­ლებს და ვუმ­კურ­ნა­ლოთ, არა­მედ, სამ­წუ­ხა­როდ, უფრო იმი­ტომ, რომ გა­ვუ­ღი­ზი­ა­ნოთ ეს ჭრი­ლო­ბე­ბი და და­ვუმ­ძი­მოთ.

ადა­მი­ა­ნის ნაკ­ლუ­ლო­ვა­ნე­ბას და მის სუ­ლი­ერ ჭრი­ლო­ბებს როცა ვამ­ჩნევთ, იმის მა­გივ­რად, რომ სიყ­ვა­რუ­ლით და თა­ნალ­მო­ბით დავ­ფა­როთ ეს ჭრი­ლო­ბე­ბი, ვღი­ზი­ან­დე­ბით, გან­ვი­კი­თხავთ, ვბრაზ­დე­ბით, გვწყინს ხოლ­მე მათ­გან. აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის: ჩხუ­ბი, გა­უ­ცხო­ე­ბა, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა. ამი­ტომ, აი, ამ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ იმით, რომ არ გან­ვი­კი­თხოთ ჩვე­ნი მოყ­ვა­სი და გვახ­სოვ­დეს ეს იგა­ვი მო­წყა­ლე სა­მა­რი­ტე­ლის შე­სა­ხებ უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი.

აი, ამ იგავ­ში მო­ცე­მუ­ლია უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი გულ­მო­წყა­ლე­ბი­სა. ეს არის გულ­მო­წყა­ლე­ბა მტრი­სა და მა­წყინ­რის მი­მართ, რო­გო­რიც იყო ებ­რა­ე­ლი სა­მა­რი­ტე­ლის­თვის. უფა­ლი იესო ქრის­ტე ჩვენ ამით გვაძ­ლევს მცნე­ბას, რომ სუ­ლი­ე­რად ნა­ცე­მი და გან­ძარ­ცვუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი არ გან­ვი­კი­თხოთ და ვლან­ძღოთ, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლით და თა­ნალ­მო­ბით ვე­ცა­დოთ, და­ვეხ­მა­როთ წყლუ­ლე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ში.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ამ იგა­ვით უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში" - მეუფე შიო

"სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში" - მეუფე შიო

სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 25-ე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მივიდა რჯულის მეცნიერი და ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ უფალმა მიუგო, რჯულში როგორ წერიაო? და აი, ამ კაცმა პასუხად წარმოთქვა ორი მცნება, რომლებიც თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ უმთავრეს მცნებებად მიიჩნეოდა რჯულში: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“. უფალმა უთხრა, სწორად მიპასუხე, წადი, ასე მოიქეცი და ცხონდებიო. შემდეგ, რჯულის მეცნიერი ეკითხება უფალს და მასთან ერთად ჩვენც ვსვამთ ამ შეკითხვას: „ვინ არის ჩვენი მოყვასი?“ უფალი იესო ქრისტე უპასუხებს შესანიშნავი იგავით მოწყალე სამარიტელის შესახებ:

იყო ერთი ებრაელი კაცი, რომელიც მიდის იერუსალიმიდან. მას გზაში შემოხვდებიან ავაზაკები, თავს ესხმიან, გაძარცვავენ, სცემენ და ასე ცოცხალ-მკვდარს დატოვებენ გზაზე. ჩამოიარა მღვდელმა, რომელმაც დაინახა იგი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვდელმა იფიქრა, ეს კაცი მკვდარიაო (როგორც გახსოვთ, მათთვის მკვდრის შეხება აკრძალული იყო, რადგან მკვდარი სხეული ითვლებოდა უწმინდურებად) და ამიტომაც ჩაუარა.

შემდეგ მოდის ლევიტელი. ლევიტელები იყვნენ მღვდლების დამხმარენი, ღვთისმსახურებაში ეხმარებოდნენ და თვითონაც ემზადებოდნენ მღვდლობისთვის. სავარაუდოდ, მანაც იგივე იფიქრა. დაინახა მან ეს დავარდნილი ადამიანი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

და ბოლოს, ჩამოიარა სამარიტელმა. შეგახსენებთ, რომ ებრაელების მიერ სამარიტელები იმდენად მოძულებული იყვნენ თავიანთი არასწორი სარწმუნოების გამო, რომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ, არც ესალმებოდნენ და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომაც კი ეკრძალებოდათ. და აი, მიუხედავად ამისა, სამარიტელმა დაინახა ეს კაცი, მივიდა მასთან, შეებრალა, ღვინო და ზეთი დაასხა წყლულებზე, შეუხვია, სახედარზე შემოსვა, მიიყვანა სასტუმროში და ბოლომდე უპატრონა.

ბოლოს უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ახლა ვინმე იკითხავს: - სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებს და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?

და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.

ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.