პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ - გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)
მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ -  გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)

მო­ნი­კა სპი­რი, ეს ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მო­დე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რია, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლებ­მა 9 წლის წინ მოკ­ლეს. მო­ნი­კა 2005 წლის "მის მსოფ­ლი­ოს" სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მე­ო­თხე ად­გი­ლას გა­ვი­და, მისი სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი კი უდი­დეს ტრა­გე­დი­ად იქცა.

რო­დე­საც მოკ­ლეს, 29 წლის იყო.

მო­დე­ლი ყო­ფილ ქმარ­თან და 5 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მან­ქა­ნით მგზავ­რობ­და, როცა თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ტრა­გე­დი­ას მხო­ლოდ მო­ნი­კას ქა­ლიშ­ვი­ლი გა­და­ურ­ჩა.

მომ­ხდარს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის, კრი­მი­ნა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მოჰ­ყვა.

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში კრი­მი­ნა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია, აქ ხში­რი მკვლე­ლო­ბა, გა­ტა­ცე­ბა, ძარ­ცვა.

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა და და­მარ­ცხე­ბულ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ენ­რი­კე კაპ­რი­ლეს­მა Twitter-ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ხალ­ხს ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სპი­რის მკვლე­ლო­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ჯე­ნე­სის კარ­მო­ნა მოკ­ლეს - მას ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა.

  • პრე­ზი­დენ­ტი, ნი­კო­ლას მა­დუ­რო ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში და­ნა­შა­უ­ლის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და

თე­ატ­რა­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი მო­ნი­კა 2008 წელს ბრი­ტა­ნელ ბიზ­ნეს­მენ­ზე, ტო­მას ჰენ­რი ბე­რი­ზე და­ქორ­წინ­და. მათ ამა­ვე წელს გო­გო­ნა, სა­ხე­ლად მაია შე­ე­ძი­ნათ. წყვი­ლი 4-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, შე­რი­გე­ბას აპი­რებ­დნენ.

სპი­რი თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ეს­პა­ნურ, ინ­გლი­სურ და ფრან­გულ ენებს. გარ­და მო­დე­ლო­ბი­სა, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო და არა­ერთ ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში შე­ას­რუ­ლა მთა­ვა­რი როლი.

ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ყვე­ლა­ზე კარ­გად ტე­ლე­ნო­ვე­ლა "ვე­ლუ­რი ყვა­ვი­ლი­დან" იც­ნობ­და.

2014 წლის 6 იან­ვარს სპი­რი მშობ­ლი­ურ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ყო­ფილ ქმარ­სა და მათი 5 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­დათ და დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს.

სა­ნამ მაშ­ვე­ლებს ელოდ­ნენ, მძარ­ცვე­ლე­ბი და­ესხნენ თავს. მო­ნი­კა ოჯახ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში შე­ი­კე­ტა, თუმ­ცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მძარ­ცვე­ლებ­მა მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. შე­დე­გად, მო­ნი­კა და ტო­მა­სი მოკ­ლეს, 5 წლის მაია კი ფეხ­ში დაჭ­რეს.

პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მათ გა­ძარ­ცვას ცდი­ლობ­დნენ და წყვილ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 7 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც 10-დან 30 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ტრა­გი­კუ­ლად და­ობ­ლე­ბუ­ლი მაია ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და, თუმ­ცა მო­ნი­კას უმ­ცროს­მა ძმამ, რი­კარ­დო სპირ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, და­ნი­ე­ლამ, ის 1 წლის წინ კა­ნო­ნი­ე­რად იშ­ვი­ლეს.

მო­ნი­კას ოჯა­ხი პრე­სას­თან ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი სპირს ხში­რად სთხოვ­დნენ, მოხ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის გამო, ვე­ნე­სუ­ე­ლა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და აშშ-ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ამის მი­ზე­ზი ნა­წი­ლობ­რივ ის იყო, რომ სამ­შობ­ლო­ში ყოფ­ნი­სას, მო­დე­ლი 6-ჯერ გა­ძარ­ცვეს. "მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ვე­ნე­სუ­ე­ლა, ის მისი სახ­ლი იყო",- გა­ნა­ცხა­და რი­კარ­დომ, მო­ნი­კას ძმამ.

მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლი მო­ნი­კას უმ­ცროს­მა ძმამ და მის­მა მე­უღ­ლემ შე­ას­რუ­ლეს. მათ ახ­ლა­ხან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ბო­ლო­ოდ, მექ­სი­კა­ში გა­და­წყვი­ტეს გა­დას­ვლა, რად­გან სურთ, მაია უფრო თბილ გა­რე­მო­ში აღ­ზარ­დონ.

"ვფიქ­რობთ, რომ მექ­სი­კა უფრო ადა­მი­ა­ნუ­რი ად­გი­ლია, აქ სხვა­ნა­ი­რი სით­ბო და ატ­მოს­ფე­როა",- თქვა რი­კარ­დომ,

მო­ნი­კას ქა­ლიშ­ვი­ლი, მაია ბერი-სპი­რი ახლა 15 წლი­საა

წყა­რო: alchetron

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

მადლობა რომ ეს ამბავი გაიხსენეთ წეღან წავაწყდი ინსტაგრამზე მის ვიდეოს და მაინტერესებდა ასეთი ანგელოზივით ქალი განქსტერულად რატომ ჩაცხრილეს მანქანაში და თურმე რაღაც ძარცვის გამო !!!!((((((

კორბენა
0

ისე, მაინც რა გენეტიკის მატარებლები არიან ვენესუელის ქალები. გაივლი ამ ჩამორჩენილი, ღარიბი ქვეყნის ქუჩებში და გული შეგიღონდება, ისეთ სილამაზეებს აღმოაჩენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ - გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)

მოკლული სილამაზე - მონიკა სპირის ტრაგიკული ამბავი: როგორ მოკლეს ტელენოველების ვარსკვლავი 5 წლის შვილის თვალწინ -  გოგონა ახლა 15 წლისაა და ძალიან ჰგავს დედას (ფოტოები)

მონიკა სპირი, ეს ვენესუელელი მსახიობისა და მოდელის სახელი და გვარია, რომელიც კრიმინალებმა 9 წლის წინ მოკლეს. მონიკა 2005 წლის "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსში მეოთხე ადგილას გავიდა, მისი სიკვდილის ამბავი კი უდიდეს ტრაგედიად იქცა.

როდესაც მოკლეს, 29 წლის იყო.

მოდელი ყოფილ ქმართან და 5 წლის ქალიშვილთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როცა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ტრაგედიას მხოლოდ მონიკას ქალიშვილი გადაურჩა.

მომხდარს ვენესუელაში ძალადობის, კრიმინალის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ვენესუელაში კრიმინალის მაჩვენებელი მაღალია, აქ ხშირი მკვლელობა, გატაცება, ძარცვა.

ოპოზიციის ლიდერმა და დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ენრიკე კაპრილესმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხალხს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ სპირის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ, სილამაზის კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული, ჯენესის კარმონა მოკლეს - მას ტყვია თავის არეში მოხვდა.

  • პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ვენესუელაში დანაშაულის ესკალაციაში ტელესერიალებს ადანაშაულებდა

თეატრალური ფაკულტეტის ბაკალავრი მონიკა 2008 წელს ბრიტანელ ბიზნესმენზე, ტომას ჰენრი ბერიზე დაქორწინდა. მათ ამავე წელს გოგონა, სახელად მაია შეეძინათ. წყვილი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა ერთმანეთს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, შერიგებას აპირებდნენ.

სპირი თავისუფლად ფლობდა ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გარდა მოდელობისა, ვენესუელაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი იყო და არაერთ ტელენოველაში შეასრულა მთავარი როლი.

ქართველი მაყურებელი მას ყველაზე კარგად ტელენოველა "ველური ყვავილიდან" იცნობდა.

2014 წლის 6 იანვარს სპირი მშობლიურ ვენესუელაში ყოფილ ქმარსა და მათი 5 წლის ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა, როცა მანქანა გაუფუჭდათ და დახმარება გამოიძახეს.

სანამ მაშველებს ელოდნენ, მძარცველები დაესხნენ თავს. მონიკა ოჯახთან ერთად მანქანაში შეიკეტა, თუმცა შეიარაღებულმა მძარცველებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, მონიკა და ტომასი მოკლეს, 5 წლის მაია კი ფეხში დაჭრეს.

პოლიციის ვერსიით, თავდამსხმელები მათ გაძარცვას ცდილობდნენ და წყვილმა წინააღმდეგობა გაუწია. მოგვიანებით, პოლიციამ მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის 7 ადამიანი დააკავა, რომლებსაც 10-დან 30 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ტრაგიკულად დაობლებული მაია ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, თუმცა მონიკას უმცროსმა ძმამ, რიკარდო სპირმა და მისმა მეუღლემ, დანიელამ, ის 1 წლის წინ კანონიერად იშვილეს.

მონიკას ოჯახი პრესასთან ამბობდა, რომ ისინი სპირს ხშირად სთხოვდნენ, მოხშირებული კრიმინალის გამო, ვენესუელა დაეტოვებინა და აშშ-ში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ სამშობლოში ყოფნისას, მოდელი 6-ჯერ გაძარცვეს. "მას ძალიან უყვარდა ვენესუელა, ის მისი სახლი იყო",- განაცხადა რიკარდომ, მონიკას ძმამ.

მშობლების სურვილი მონიკას უმცროსმა ძმამ და მისმა მეუღლემ შეასრულეს. მათ ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ საბოლოოდ, მექსიკაში გადაწყვიტეს გადასვლა, რადგან სურთ, მაია უფრო თბილ გარემოში აღზარდონ.

"ვფიქრობთ, რომ მექსიკა უფრო ადამიანური ადგილია, აქ სხვანაირი სითბო და ატმოსფეროა",- თქვა რიკარდომ,

მონიკას ქალიშვილი, მაია ბერი-სპირი ახლა 15 წლისაა

წყარო: alchetron

მოამზადა: ანა სიბოშვილმა