სერია A-ს მე - 13 ტურში "ნაპოლი" ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 გაიმარჯვა.
ნეაპოლური გუნდში ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის დებიუტი შედგა, რომელმაც ნეაპოლელბი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
მატჩი მჭიდრო პრესინგით დაიწყო "ატალანტამ", რაც ლამის მთელი მატჩი გაგრძელდა. პირველი ტაიმისაკმაოდ უხეში გამოვიდა. განსაკუთრებით ბერგამოელები არღვევდნენ წესებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგაც, თუმცა 44-ე წუთზე ქართველმა მოახერხა საჯარიმოში შესვლა, სწორი პოზიციის შერჩევა და დი ლორენცოს პასისი მერე, თავური დარტყმით მატჩში ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმი "ნაპოლიმ" სწორედ ხვიჩას გოლით მოიგო.
მეორე ტაიმი ბერგამოელთა აქტიურობით დაიწყო, ისინი ისევ წარმატებით აგრძელებდნენ პრესინგსაც, ამან შედეგი გამოიღო და 53-ე წუთზე ამედმოლა ლუკმანმა გოლინის კარი თავური დარტყმით აიღო. ამის მერე "ატალანტას" კვლავ არაერთი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, "ნაპოლი" კი ძირითადად თავის დაცვაზე იყო გადასული. სასიხარულოა, რომ მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენი, რომელიც თამაშში მისი ლეგენდარული ნიღბის გარეშე ჩაერთო. მან რასპადორი შეცვალა, ხოლო პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა. სწორედ მათი დამსახურებით გავიდა მეორე გოლი "ატალანტას" კარში, რომელიც ოსმიენის პასით ელმასმა 79-ე წუთზე გაიტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ის უტევდა როგორც მარცხენა ფლანგიდან, ისე ცენტრიდან და ასევე ხშირად და შედეგიანად ეხმარებოდა დაცვას.
მატჩს ესწრებოდა "ნაპოლის" ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი.
მატჩში ფეხბურთელები მოედანზე სახეზე წითელი ზოლით გამოვიდნენ. რაც ნიშნავს, რომ ისინი ქალზე და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად სოციალურ კამპანიას უერთდებიან. სერია A ამ კამპანიაში 2018 წლიდან არის ჩართული.
წითელი ზოლი წითელი პომადის სიმბოლოა და მოუწოდებს ყველას, გამოვიდეს ქალზე ძალადობის წინააღმდეგ. ამჯერად ფეხბურთელებმა დაგმეს იტალიაში მომხდარი დანაშაული.
11 ნოემბერს იტალიაში 22 წლის სტუდენტი ჯულია ჩეკეტინი გაუჩინარდა. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტბის მახლობლად, თხრილში იპოვეს. ქალის ყოფილი მეგობარი ბიჭი კი, რომელიც გერმანიაში გაქცევას ცდილობდა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ჯულიას გარდაცვალებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში; სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.