პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის მკვლელობა... ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ადვოკატი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე
"ეს არის მკვლელობა... ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ადვოკატი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

ად­ვო­კატ ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა დას­ხდნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც 20 წლის ფეხ­ბურ­თელს, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს კლი­ნი­კა­ში დო­ზა­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­უ­კე­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს.

"საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა დას­ხდნენ ის პი­რე­ბი, ვინც ადა­მი­ანს დო­ზა­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კი გა­უ­კე­თა. ექ­სპერ­ტე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, 1000 ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტი­კი რომ გა­უ­კე­თო სპი­ლოს, ის ამ­ხე­ლა დო­ზას ვერ გა­უძ­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამო­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ანს 1000-მდე ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტი­კი გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა არ ად­გე­ნენ იმ პირს, ვინ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამის დად­გე­ნას სჭირ­დე­ბა ერთი კვი­რა, მაგ­რამ სამი წე­ლია პრო­ცე­სი იწე­ლე­ბა. ჩვენ და­უს­ჯელს არ­ცერთ ადა­მი­ანს არ დავ­ტო­ვებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­წყდეს ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბა. ჩემი აზ­რით, ეს არის მკვლე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან 21 დღე­ში 1000-მდე ამ­პუ­ლა ნარ­კო­ტიკს ვერ­ცერ­თი ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­უძ­ლებს. ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (გულ­გრი­ლო­ბა, ესე იგი სა­წარ­მო­ში ან სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თი, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ან სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???????
0

შეიძლება ასე აფორმებენ ნარკოტიკებს და სინამდვილეში სულაც არ უკეთებენ მათ, ტითონ მოიხმარენ ან ყიდიან. სხვა პაციენტებზე გამოწერილი და გაკეთებული ნარკოტიკებიც დაითვალეთ, ვინ იცის სიურპრიზები დაგხვდეთ!!

გელა
1

როგორც ყველა სფეროში, ჯანდაცვაშიც სრული ჭაობი და განუკითხაობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ეს არის მკვლელობა... ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ადვოკატი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

"ეს არის მკვლელობა... ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება" - ადვოკატი 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, რომლებმაც 20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში დოზაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაუკეთა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექიმის პროცესი უნდა გაიმართოს.

"საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, ვინც ადამიანს დოზაზე მეტი ნარკოტიკი გაუკეთა. ექსპერტები გვეუბნებიან, 1000 ამპულა ნარკოტიკი რომ გაუკეთო სპილოს, ის ამხელა დოზას ვერ გაუძლებს. პროკურატურამ მტკიცებულება ამოიღო, რომლის მიხედვით, ადამიანს 1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის დადგენას სჭირდება ერთი კვირა, მაგრამ სამი წელია პროცესი იწელება. ჩვენ დაუსჯელს არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ. საქართველოში უნდა შეწყდეს ადამიანების მკვლელობა. ჩემი აზრით, ეს არის მკვლელობა, ვინაიდან 21 დღეში 1000-მდე ამპულა ნარკოტიკს ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებს. ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.