მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია
"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია

"უკ­რა­ი­ნა­ში 2024 წელს არა­ნა­ი­რი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა..." - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია Слуга народа-ს ლი­დერ­მა და­ვით არა­ხა­მი­ამ გა­და­ცე­მა Moseychuk+-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მო­მა­ვალ წელს სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა. არ იქ­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო, ად­გი­ლობ­რი­ვი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი", - ამ­ბობს არა­ხა­მია.

ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არა­ვინ აი­ძუ­ლებს, მაგ­რამ დრო­დად­რო ამ სა­კითხს ცალ­კე­უ­ლი და­სავ­ლე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აყე­ნე­ბენ.

"რო­გორ მის­ცე­მენ ხმას სამ­ხედ­რო­ე­ბი ან რო­გორ უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა 6 მი­ლი­ონ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა? რო­გორ უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ არ იქ­ნე­ბა სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გან­გა­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ა.შ. მათ პა­სუ­ხი არ აქვთ და ასეთ კი­თხვებ­ზე არა­ვინ პა­სუ­ხობს“, - აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ტი­კოს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2024 წელს არის და­გეგ­მი­ლი. მისი ჩა­ტა­რე­ბა მარ­ტის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ამას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. ამავდრო­უ­ლად, ზო­გი­ერ­თმა და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა კვლავ მო­უ­წო­და კი­ევს არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ.

ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი კუ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს წო­ნის. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახაბერი
4

ეს გაიძვერა რომ ავტორიტედად ეყოლება , იმ სახელმწიფოს რა უნდა ეშველოს ?

izi
12

მე კი მგონი, სანამ არესტოვიჩის ქარიზმა უკრაინაში მუშაობს, მანამ არჩევნებს არ ჩაატარებს ზელენსკი. როგორც კი არესტოვიჩს გააფარჩაკებენ არჩევნებსაც დანიშნავს და 83 პროცენტითაც მოვა, მიშასავით. გადამდგარი და გაძევებული 83 პროცენტით რომ შეგვეტენა..ისრაელი რაც გაჩნდა მას მერე ომშია და არჩევნები ნეტა არ ტარდება?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - არახამია

"უკრაინაში 2024 წელს არანაირი არჩევნები არ ჩატარდება..." - ამის შესახებ ფრაქცია Слуга народа-ს ლიდერმა დავით არახამიამ გადაცემა Moseychuk+-ის ეთერში განაცხადა.

"მომავალ წელს საერთოდ არ ვფიქრობ, რომ არჩევნები იქნება. არ იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები", - ამბობს არახამია.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს, მაგრამ დროდადრო ამ საკითხს ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირები აყენებენ.

"როგორ მისცემენ ხმას სამხედროები ან როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა 6 მილიონმა უკრაინელმა? როგორ უნდა დარწმუნდნენ, რომ არ იქნება საჰაერო თავდასხმის განგაში მთელი დღის განმავლობაში და ა.შ. მათ პასუხი არ აქვთ და ასეთ კითხვებზე არავინ პასუხობს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს არის დაგეგმილი. მისი ჩატარება მარტის ბოლოს იგეგმება, მაგრამ სამხედრო მდგომარეობა ამას შეუძლებელს ხდის. ამავდროულად, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა კვლავ მოუწოდა კიევს არჩევნების ჩატარებისკენ.

ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არჩევნების დადებით და უარყოფით მხარეებს წონის. თუმცა, მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ არჩევნების საკითხი ახლა აქტუალური არ არის.