ავტორი:

შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პარაოლიმპიური ჩემპიონი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს - რა რეაქცია ჰქონდა გადაწყვეტილებაზე მოკლული მოდელის ოჯახს?

შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პარაოლიმპიური ჩემპიონი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს - რა რეაქცია ჰქონდა გადაწყვეტილებაზე მოკლული მოდელის ოჯახს?

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პარაოლიმპიური ჩემპიონი, ოსკარ პისტორიუსი, შეყვარებულის, მოდელი რევა სტინკამპის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდება.

2013 წელს, ვალენტინობის დღეს, მან რამდენჯერმე ესროლა ქალს აბაზანის კარიდან, მოგვიანებით კი ამტკიცებდა, რომ შეცდა და მას რივა ქურდი ეგონა, რომელიც სახლში შეიპარა.

2016 წელს 37 წლის პისტორიუსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ახლა კი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ მას გამოსვლის თარიღი 2024 წლის 5 იანვარი დანიშნა.

რივა სტინკამპის დედა, ჯუნი, არ აპროტესტებდა ქალიშვილის მკვლელის ვადაზე ადრე გათავისუფლებას, მაგრამ კომისიაში გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ იყო, რომ ციხეში პისტორიუსმა დაძლია გაბრაზების შეტევები. ქალი წუხს ნებისმიერი ქალის ბედზე, რომელიც გადაწყვეტს პისტორიუსთან სიახლოვეს.

ჯუნმა თავად არჩია არ დასწრებოდა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს მოსმენას, რომელიც პარასკევს გაიმართა ატერიჯვილის ციხეში პრეტორიასთან ახლოს. ქალი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ძალიან განიცდის ქალიშვილის დაკარგვას, რასაც წელს დაემატა მისი მეუღლის, ბარის, რევას მამის გარდაცვალება.

პისტორიუსის შეყვარებული, 29 წლის რივა სტინკამპი, სერტიფიცირებული ადვოკატი და ცნობილი მოდელი იყო.

პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს, დილის საათებში, რივას აბაზანის კარიდან ოთხჯერ ესროლა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ქალი ქურდი ეგონა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო სამხრეთ აფრიკაში.

პისტორიუსი თავდაპირველად გაასამართლეს ნაკლებად განზრახ მკვლელობაში, მაგრამ რივას მეგობრებისა და ოჯახის მოთხოვნის შემდეგ, უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ გადახედა გადაწყვეტილებას 2015 წელს.

სასამართლომ დაადგინა, რომ პისტორიუსმა არაერთხელ შეცვალა თავისი ჩვენება.

მარტში პირობით გათავისუფლების პირველ მოსმენაზე, პისტორიუსს უარი ეთქვა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, რადგან კოლეგიამ დაადგინა, რომ მას ჯერ არ ჰქონდა მოხდილი მინიმალური სასჯელი ვადამდელი გათავისუფლებისთვის. თუმცა, ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, ამიტომ განმეორებითი სასამართლო პარასკევს გაიმართა.

პისტორიუსმა ფეხები დაკარგა, როდესაც ჯერ კიდევ ერთი წლისაც არ იყო, მაგრამ მედიცინის მიღწევებმა და პროთეზირების სფეროში უახლესი ტექნოლოგიებმა შესაძლებლობა მისცა მას არა მხოლოდ სიარული დაეწყო, არამედ გამხდარიყო არაერთხელ პარაოლიმპიური ჩემპიონი სირბილში.