მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“
49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლილა ბრი­ტა­ნუ­ლი Vogue-ის გა­რე­კან­ზე ერ­თობ­ლი­ვად პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ. მო­დე­ლებს ფო­ტო­ზე აც­ვი­ათ ერ­თნა­ი­რი თეთ­რი 16Arlington-ის სვი­ტე­რე­ბი და ახუ­რავთ Noel Stewart-ის ქუ­დე­ბი.

"ახლა ბუდე და­ტო­ვა და ნიუ-იორ­კის შუ­ა­გულ­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მა­ინც ისე­თი ბავ­შვია, ლი­ლას ასაკ­ში მე რომ ვი­ყა­ვი, ვგრძნობ, რომ უკვე ბევ­რი სი­ცო­ცხლე მქონ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვე­დი. ერთი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მერე მე­ო­რე, თუმ­ცა, ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით, ლილა ბევ­რად უფრო მო­წი­ფუ­ლია, ვიდ­რე მე ვი­ყა­ვი 20 წლის ასაკ­ში“, - ამ­ბობს ქე­ი­თი გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლილა ქეით მო­სი­სა და ჟურ­ნალ Dazed & Confused-ის რე­დაქ­ტო­რის, ჯე­ფერ­სონ ჰე­კის ქა­ლიშ­ვი­ლია. ქე­ი­თი და ჯე­ფერ­სო­ნი შვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე და­შორ­დნენ, მაგ­რამ ლი­ლას მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სულ ჰქონ­და. მა­მამ გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ფო­ტო­სე­სია თა­ვის ჟურ­ნა­ლის­თვის მო­უ­წყო და ლილა პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე აღ­მოჩ­ნდა. 2016 წელს კი იგი დე­დას­თან ერ­თად Vogue-ის იტა­ლი­უ­რი ვერ­სი­ის­თვის გა­და­ი­ღეს. ამის შემ­დეგ გო­გო­ნამ გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო The Kate Moss Agency-თან, რო­მე­ლიც ქეით მოს­მა შექ­მნა.

იტა­ლი­უ­რი Vogue-ის გა­რე­კან­ზე, 2016 წელი

"რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ, რო­გორ აყა­ლი­ბებს სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას, მაბ­რუ­ნებს 90-იან წლებ­ში, როცა ვი­წყებ­დი, მაგ­რამ ვიცი, რომ მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა. მას ეს­მის, რომ შე­უძ­ლია, უარი თქვას, რაც მე არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია... სწო­რი ხალ­ხია მის ირ­გვლივ - მე ამა­ში დავ­რწმუნ­დი. და ვა­ღი­ა­როთ: ის ბევ­რად ჭკვი­ა­ნია, ვიდ­რე მის ასაკ­ში ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს სუ­პერ­მო­დე­ლი შვილ­ზე.

ლი­ლას თქმით კი, მას ყო­ველ­თვის უნ­დო­და, რომ დე­დის გზას გაჰ­ყო­ლო­და...

ორი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლი­ლას I ტი­პის დი­ა­ბე­ტი აქვს, ანუ ინ­სუ­ლი­ნი და­ბა­დე­ბი­დან არ გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა და ინექ­ცი­ით მი­ღე­ბა უწევს. მო­დელს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აქვს ტუმ­ბო და ეს ყვე­ლამ იცის, ვინც მას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს. მაგ­რამ ლილა სა­კუ­თარ ავად­მყო­ფო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბას არ ამახ­ვი­ლებ­და. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი მან ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რა, ჩვე­ნე­ბა­ზე ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბო­თი გა­მოჩ­ნდა და უამ­რავ ადა­მი­ანს მო­ტი­ვა­ცია მის­ცა.

ლი­ლამ გა­ბე­დუ­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა კი­დევ უფრო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და და­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
0

დედა ჯობს

კოკა-კოლა
3

ქეით მოსსმართალია არ ქონდა მოდელის პარამეტრები, მაგრამ გარეგნობით ბავშვური და საყვარელი იყო და რის წყალობით გახდა სუპერმიდელი საინტერესოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე - "ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“

49 წლის ქეით მოსი და მისი 20 წლის ქალიშვილი ლილა ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე ერთობლივად პირველად გამოჩნდნენ. მოდელებს ფოტოზე აცვიათ ერთნაირი თეთრი 16Arlington-ის სვიტერები და ახურავთ Noel Stewart-ის ქუდები.

"ახლა ბუდე დატოვა და ნიუ-იორკის შუაგულში, საკუთარ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ისეთი ბავშვია, ლილას ასაკში მე რომ ვიყავი, ვგრძნობ, რომ უკვე ბევრი სიცოცხლე მქონდა, საზღვარგარეთ წავედი. ერთი შეყვარებული მყავდა, მერე მეორე, თუმცა, ბევრი თვალსაზრისით, ლილა ბევრად უფრო მოწიფულია, ვიდრე მე ვიყავი 20 წლის ასაკში“, - ამბობს ქეითი გამოცემასთან ინტერვიუში.

ლილა ქეით მოსისა და ჟურნალ Dazed & Confused-ის რედაქტორის, ჯეფერსონ ჰეკის ქალიშვილია. ქეითი და ჯეფერსონი შვილის დაბადებიდან მალევე დაშორდნენ, მაგრამ ლილას მამასთან ურთიერთობა სულ ჰქონდა. მამამ გოგონას პირველი ფოტოსესია თავის ჟურნალისთვის მოუწყო და ლილა პრიალა ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. 2016 წელს კი იგი დედასთან ერთად Vogue-ის იტალიური ვერსიისთვის გადაიღეს. ამის შემდეგ გოგონამ გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო The Kate Moss Agency-თან, რომელიც ქეით მოსმა შექმნა.

იტალიური Vogue-ის გარეკანზე, 2016 წელი

"როდესაც ვუყურებ, როგორ აყალიბებს სამოდელო კარიერას, მაბრუნებს 90-იან წლებში, როცა ვიწყებდი, მაგრამ ვიცი, რომ მისთვის ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მას ესმის, რომ შეუძლია, უარი თქვას, რაც მე არასდროს გამიკეთებია... სწორი ხალხია მის ირგვლივ - მე ამაში დავრწმუნდი. და ვაღიაროთ: ის ბევრად ჭკვიანია, ვიდრე მის ასაკში ვიყავი“, - ამბობს სუპერმოდელი შვილზე.

ლილას თქმით კი, მას ყოველთვის უნდოდა, რომ დედის გზას გაჰყოლოდა...

ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილას I ტიპის დიაბეტი აქვს, ანუ ინსულინი დაბადებიდან არ გამოუმუშავდება და ინექციით მიღება უწევს. მოდელს დამონტაჟებული აქვს ტუმბო და ეს ყველამ იცის, ვინც მასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მაგრამ ლილა საკუთარ ავადმყოფობაზე ყურადღებას არ ამახვილებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი მან ამაზე ხმამაღლა ისაუბრა, ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა და უამრავ ადამიანს მოტივაცია მისცა.

ლილამ გაბედული საქციელის გამო თაყვანისმცემელთა კიდევ უფრო დიდი სიყვარული და დაფასება დაიმსახურა.

წაიკითხეთ სტატია: