მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ 20 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავს.

დღე­ვან­დელ შეკ­რე­ბა­ზე პარ­ტი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და სტრა­ტე­გია გა­მო­ცხად­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­ნი­ფესტს მო­ა­წე­რენ ხელს.

დღე­ვან­დელ შეკ­რე­ბას პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

შეკ­რე­ბა­ზე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სიმ­ბო­ლუ­რად ვარ­დე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნით გა­იხ­სნა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ვინც დღე­ვან­დელ მა­ნი­ფესტს ხელს არ მო­ა­წერს, ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი გა­ნა­ცხა­დი, რომ ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

"ვე­ლო­დე­ბით, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც მი­იჩ­ნევს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლად თავს, დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს და თუ არ მი­ი­ღებს, სა­ჯა­როდ მა­ინც და­ა­ფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ას, რომ უერ­თდე­ბა მა­ნი­ფესტს. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან და არ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან მა­ნი­ფესტს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი თქვან პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა იმ მიზ­ნებს, რო­მე­ლიც ამ მა­ნი­ფეს­ტში არის ასა­ხუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად შე­საძ­ლო და­სა­ხე­ლე­ბას, ირაკ­ლი ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯერ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია.

"თუმ­ცა, ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე, მან ეს ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, მათ შო­რის პარ­ტი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ზეც", - გა­ნა­ცხა­და ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე პარ­ტი­ა­ში რა­ი­მე ტი­პის გან­ხეთ­ქი­ლე­ბას უარ­ყოფს.

"დღეს არის დღე, რო­დე­საც სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში აღ­ვნიშ­ნავთ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" 20 წლის იუ­ბი­ლეს. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გამ­ქრა­ლა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რებს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, ამი­ტომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ემუქ­რე­ბა ერ­თა­დერ­თი რამ, ეს არის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ფავ­ლე­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
2

მაგ თავყრილობაზე ყველაზე კარგი სანახავი წინა რიგში მსხდომი შხვართი ქალია,დანარჩენი ნაგავია ყველა

სალო
2

20 წლისთავი კი არა გიორგობაა აღსაღნიშნი,მაგრამ თქვენისთანა უჯიშოებმა ეს არ იცით და საერთოდ ფეხებზე გკიდიათ ქვეყანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ "ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გამოცხადდება.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს.

დღევანდელ შეკრებას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებიან.

შეკრებაზე "ვარდების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად ვარდები აქვთ მოტანილი.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც დღევანდელ მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ეს იქნება ერთგვარი განაცხადი, რომ ისინი უარს ამბობენ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობაზე.

"ველოდებით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად თავს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, საჯაროდ მაინც დააფიქსირებს პოზიციას, რომ უერთდება მანიფესტს. თუ ადამიანები საჯაროდ გაემიჯნებიან და არ შეუერთდებიან მანიფესტს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივად, უარი თქვან პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, იმიტომ, რომ პარტიული საქმიანობა ეფუძნება იმ მიზნებს, რომელიც ამ მანიფესტში არის ასახული",-განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

"თუმცა, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მან ეს ასევე განაცხადა, მათ შორის პარტიის მართვის პროცესზეც", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ის ასევე პარტიაში რაიმე ტიპის განხეთქილებას უარყოფს.

"დღეს არის დღე, როდესაც საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის იუბილეს. ეს ღირებულებები არ გამქრალა. მიხეილ სააკაშვილიც უფრო აქტიურად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრება ერთადერთი რამ, ეს არის გაძლიერება და ხელისუფლებაში მოსვლა", - განაცხადა ფავლენიშვილმა.