მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი
ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

"ჩემი მი­ზა­ნი იყო, ისე­თი კულ­ტუ­რე­ბი შე­მო­მე­ტა­ნა, რომ­ლებ­საც სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში სა­სურ­სა­თო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი და იმის­თვი­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ და­ნერ­გი­ლი­ყო", - გვე­უბ­ნე­ბა კი­სის­ხე­ვე­ლი ფერ­მე­რი გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე, რო­მე­ლიც კენკრო­ვან კულ­ტუ­რებს აწარ­მო­ებს. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო მარ­ცვლოვ­ნე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და, კერ­ძოდ, სორ­გო­თი და მარ­გა­ლი­ტის ფეტვით.

არ­სე­ბობს სორ­გოს 50-მდე სა­ხე­ო­ბა, მათ შო­რის შაქ­რო­ვა­ნი სორ­გო, ცო­ცხის სორ­გო, სა­მარ­ცვლე სორ­გო და სხვ. სორ­გოს მარ­ცვლის­გან მზად­დე­ბა ფქვი­ლი, ბურ­ღუ­ლი, სპირ­ტი, სა­ხა­მე­ბე­ლი, ხოლო შაქ­რო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბის სორ­გოს ღე­როს­გან - ბა­და­გი. ნამ­ჯას ქა­ღალ­დის, მუ­ყა­ოს წარ­მო­ე­ბა­ში იყე­ნე­ბენ, მარ­ცვა­ლი და მწვა­ნე მასა ცხო­ველ­თა კარ­გი საკ­ვე­ბია. გვალ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რე მო­დის ურ­წყავ მი­წებ­ზე. გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძეL ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის იმ სა­ხე­ო­ბე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც სა­სურ­სა­თო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ.

- კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი მომ­ყავს, ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ესაა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სულ ამას ვუ­წევ, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ლი­თად, მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი. ხორ­ბა­ლი, სი­მინ­დი და მრა­ვა­ლი სხვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა, არ სჭირ­დე­ბა მა­ცი­ვა­რი და ა.შ. მეც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ისეთ კულ­ტუ­რებს ვე­ძებ­დი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სურ­სა­თო მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად გა­მო­მად­გე­ბო­და და ჩვენ­თან ფარ­თოდ და­ი­ნერ­გე­ბო­და. ამ ძებ­ნა­ში ამე­რი­კულ ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის თეს­ლებს ყი­დი­ან, მარ­გა­ლი­ტის ფეტვსა და მარ­ცვლო­ვან სორ­გოს გა­და­ვა­წყდი. და­ვინ­ტე­რეს­დი, თუკი მათ ამე­რი­კე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, ინ­დო­ე­ლე­ბი იყე­ნე­ბენ, ჩვენ რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ყე­ნე­ბა-მეთ­ქი და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან მარ­გა­ლი­ტის ფეტვი­სა და მარ­ცვლო­ვა­ნი სორ­გოს რამ­დე­ნი­მე ჯი­შის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­მე­თე­სა და გა­მერ­კვია, რა ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებ­და. წლე­ულს გა­ზა­ფხულ­ზე დავ­თე­სე, მო­ვიყ­ვა­ნე და კარ­გი შე­დე­გიც მი­ვი­ღე. შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­მო­ცენ­და, გა­ი­ზარ­და და მო­სა­ვა­ლიც ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც სხვა ქვეყ­ნებ­ში. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან დას­კვნა ის არის, რომ მარ­გა­ლი­ტის ფეტვი­ცა და მარ­ცვლო­ვა­ნი სორ­გოც სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ხა­რობს. ორი­ვე სი­მინ­დის მსგავ­სად ითე­სე­ბა. აღ­ნა­გო­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბი­თაც სი­მინდს წა­ა­გავს. გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ორი­ვე მარ­ცვლო­ვან თავ­თა­ვებს წვერ­ში ივი­თა­რებს. იქვე, თავ­ზე­ვე აქვს ყვა­ვი­ლე­ბიც. სორ­გო­სა და მარ­გა­ლი­ტის ფეტვის ყა­ნაც სი­მინ­დი­სას ჰგავს. რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე კულ­ტუ­რა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­იყ­ვა­ნოს. მე­ქა­ნი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, თუმ­ცა მისი მოყ­ვა­ნა და მო­სავ­ლის აღე­ბა მე­ქა­ნი­ზა­ცი­ი­თაც შე­იძ­ლე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
4

საქართველოში ეგეთი უცხო კულტურები ვერ იქნება რეალიზებული, პატარა ქვეყანა ვართ, ღარიბი, აუცილებელ საკვებს ვერ ყიდულობს ხალხი და ეგ უცნაურობები აქ ვის რაში სჭირდება, ევროპის ბაზარი გაჯერებულია საუკეთესო პროდუქციით და რა ვიცი.... ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ უკარგეს ახალგაზრდას🙏❤️, მთავარია ცდილობს და მიაღწევს კიდეც. 

თამი
1

ასეთი ნოვატორი აზრიანი ახალგაზრდები აპიარეთ და არა ტუჩებდაბუშტული, ნარცისი არსებები, რომელთაც არც თავისთავისთვის და არც ქვეყნისთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

ახალგაზრდა ფერმერი კისისხევიდან და მისი ექსპერიმენტი - როგორ მოვიყვანოთ სორგო და მარგალიტის ფეტვი

"ჩემი მიზანი იყო, ისეთი კულტურები შემომეტანა, რომლებსაც საოჯახო მეურნეობაში სასურსათო მარაგის შესავსებად გამოვიყენებდი და იმისთვისაც, რომ საქართველოში ფართოდ დანერგილიყო", - გვეუბნება კისისხეველი ფერმერი გიორგი ლაცაბიძე, რომელიც კენკროვან კულტურებს აწარმოებს. ახლა საქართველოსთვის უცხო მარცვლოვნებითაც დაინტერესდა, კერძოდ, სორგოთი და მარგალიტის ფეტვით.

არსებობს სორგოს 50-მდე სახეობა, მათ შორის შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვ. სორგოს მარცვლისგან მზადდება ფქვილი, ბურღული, სპირტი, სახამებელი, ხოლო შაქროვანი სახეობის სორგოს ღეროსგან - ბადაგი. ნამჯას ქაღალდის, მუყაოს წარმოებაში იყენებენ, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია. გვალვაგამძლე მცენარე მოდის ურწყავ მიწებზე. გიორგი ლაცაბიძეL ზემოხსენებული კულტურების იმ სახეობებით არის დაინტერესებული, რომელთაც სასურსათო მნიშვნელობა აქვთ.

- კენკროვანი კულტურები მომყავს, ჩემი შემოსავლის წყარო ესაა და პოპულარიზაციას სულ ამას ვუწევ, თუმცა სხვა საკითხებიც მაინტერესებს. მაგალითად, მარცვლოვანი კულტურები. ხორბალი, სიმინდი და მრავალი სხვა დიდი ხნის განმავლობაში ინახება, არ სჭირდება მაცივარი და ა.შ. მეც მსოფლიოს მასშტაბით ისეთ კულტურებს ვეძებდი, რომლებიც საქართველოს სასურსათო მარაგის შესავსებად გამომადგებოდა და ჩვენთან ფართოდ დაინერგებოდა. ამ ძებნაში ამერიკულ ინტერნეტმაღაზიებში, რომლებიც სხვადასხვა მცენარის თესლებს ყიდიან, მარგალიტის ფეტვსა და მარცვლოვან სორგოს გადავაწყდი. დავინტერესდი, თუკი მათ ამერიკელები, ევროპელები, ინდოელები იყენებენ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გამოყენება-მეთქი და სხვადასხვა კომპანიისგან მარგალიტის ფეტვისა და მარცვლოვანი სორგოს რამდენიმე ჯიშის თესლი შევიძინე. გადავწყვიტე, ჩემს მეურნეობაში დამეთესა და გამერკვია, რა ნაყოფს გამოიღებდა. წლეულს გაზაფხულზე დავთესე, მოვიყვანე და კარგი შედეგიც მივიღე. შესანიშნავად აღმოცენდა, გაიზარდა და მოსავალიც ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ჩემი გამოცდილებიდან დასკვნა ის არის, რომ მარგალიტის ფეტვიცა და მარცვლოვანი სორგოც საქართველოში კარგად ხარობს. ორივე სიმინდის მსგავსად ითესება. აღნაგობითა და განვითარებითაც სიმინდს წააგავს. განსხვავება ის არის, რომ ორივე მარცვლოვან თავთავებს წვერში ივითარებს. იქვე, თავზევე აქვს ყვავილებიც. სორგოსა და მარგალიტის ფეტვის ყანაც სიმინდისას ჰგავს. რაც მთავარია, ორივე კულტურა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ხელით მოიყვანოს. მექანიზაცია აუცილებელი არ არის, თუმცა მისი მოყვანა და მოსავლის აღება მექანიზაციითაც შეიძლება. გააგრძელეთ კითხვა