პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასწლეულების შემდეგ ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულების მიდამოებში ბრუნდებიან - რას ამბობენ მეცნიერები გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვრებზე?
ათასწლეულების შემდეგ ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულების მიდამოებში ბრუნდებიან - რას ამბობენ მეცნიერები გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვრებზე?

ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბი - დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ცხო­ვე­ლე­ბი - ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის იმ ნა­წილ­ში სახ­ლდე­ბი­ან, სა­დაც ისი­ნი ათწლე­უ­ლე­ბის წინ ვე­შა­პებ­ზე მო­ნა­დი­რე­ებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს - სა­უ­ბა­რია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

წყალ­ქვე­შა აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ად­გი­ნეს, რომ ვე­შა­პე­ბი რე­გი­ონ­ში თვე­ე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბი­ან. ვა­რა­უ­დო­ბენ იმა­საც, რომ ისი­ნი ამ ად­გილს გა­სამ­რავ­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ.

მი­სი­ა­ში ჩარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კონ­სერ­ვა­ცი­ო­ნის­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან 1960-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ვე­შა­პებ­ზე მო­ნა­დი­რე ფლოტ­მა სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე ამ ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცია სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რა - 300 000-ზე მეტი ვე­შა­პი და­ი­ღუ­პა მხო­ლოდ სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში.

მეც­ნი­ე­რებს სურთ ზუს­ტად გა­ი­გონ, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის­თვის - მისი ზღვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 400,000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი (154,000 კვად­რა­ტუ­ლი მილი) ახლა და­ცუ­ლია, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა გე­მე­ბის მოძ­რა­ო­ბაც, რაც მას ვე­შა­პე­ბის­თვის უსაფრ­თხო ად­გი­ლად აქ­ცევს.

  • ლურ­ჯი ვე­შა­პი დე­და­მი­წა­ზე ზო­მით ყვე­ლა­ზე დიდი ცხო­ვე­ლია. დღეს­დღე­ო­ბით ისი­ნი გა­და­შე­ნე­ბის ზღვარ­ზე მყოფ ცხო­ვე­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში დე­და­მი­წა­ზე 250 ათა­სი ლურ­ჯი ვე­შა­პი სახ­ლობ­და, ხოლო 1967 წელს მათი რი­ცხვი 400-მდე შემ­ცირ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსიფ ვისარიონოვიჩ
40

ლურჯი ვეშაპების გაჟუჟვაც თუ საბჭოთა კავშირს დაბრალდებოდა, რას ვიფიქრებდი. სად ვიყავით ჯერ მე და ვლადიმერ ილიჩი, ამერიკისა და ინგლისის ფლოტი რომ მუსრს ავლებდა ვეშაპებს? მობი დიკი მაინც წაიკითხეთ.

ავტორი:

ათასწლეულების შემდეგ ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულების მიდამოებში ბრუნდებიან - რას ამბობენ მეცნიერები გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვრებზე?

ათასწლეულების შემდეგ ლურჯი ვეშაპები სეიშელის კუნძულების მიდამოებში ბრუნდებიან - რას ამბობენ მეცნიერები გადაშენების პირას მყოფ ძუძუმწოვრებზე?

ლურჯი ვეშაპები - დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველები - ინდოეთის ოკეანის იმ ნაწილში სახლდებიან, სადაც ისინი ათწლეულების წინ ვეშაპებზე მონადირეებმა გაანადგურეს - საუბარია სეიშელის კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე.

წყალქვეშა აუდიო ჩანაწერების საშუალებით დაადგინეს, რომ ვეშაპები რეგიონში თვეების გამავლობაში რჩებიან. ვარაუდობენ იმასაც, რომ ისინი ამ ადგილს გასამრავლებლად იყენებენ.

მისიაში ჩართული მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კონსერვაციონისტების გამარჯვებაა, რადგან 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ვეშაპებზე მონადირე ფლოტმა სეიშელის კუნძულებზე ამ ცხოველების პოპულაცია სრულად გაანადგურა - 300 000-ზე მეტი ვეშაპი დაიღუპა მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში.

მეცნიერებს სურთ ზუსტად გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სეიშელის კუნძულები ლურჯი ვეშაპებისთვის - მისი ზღვების დაახლოებით 400,000 კვადრატული კილომეტრი (154,000 კვადრატული მილი) ახლა დაცულია, ტერიტორიაზე არ შეინიშნება გემების მოძრაობაც, რაც მას ვეშაპებისთვის უსაფრთხო ადგილად აქცევს.

  • ლურჯი ვეშაპი დედამიწაზე ზომით ყველაზე დიდი ცხოველია. დღესდღეობით ისინი გადაშენების ზღვარზე მყოფ ცხოველებად ითვლებიან. მე-19 საუკუნეში დედამიწაზე 250 ათასი ლურჯი ვეშაპი სახლობდა, ხოლო 1967 წელს მათი რიცხვი 400-მდე შემცირდა.