საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა - ადვოკატი
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა - ადვოკატი

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე „კა­ლან­დია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ დაც­ვის მა­ხა­რეს გუ­შინ ჩა­ბარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­და­დე­ბა მი­ე­ცა 2024 წლის 14 თე­ბერ­ვლამ­დე, ხოლო თუ დათ­ქმულ ვა­და­ში მხა­რე­ე­ბი ვერ მო­რიგ­დე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლო გა­და­დის მე-3 ეტაპ­ზე, რა დრო­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ რიგ კი­თხვებს პა­სუ­ხე­ბი უნდა გას­ცეს.

„ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე სტრას­ბურ­გში გა­ვა­სა­ჩივ­რეთ, საქ­მეს თა­ვის დრო­ზე მი­ე­ცა ნო­მე­რი „კა­ლან­დია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“. მო­თხოვ­ნი­ლი მქონ­და სამი მუხ­ლით დარ­ღვე­ვა საქ­მე­ზე. პირ­ვე­ლი იყო სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, მე­ო­რე დარ­ღვე­ვა, რო­დე­საც კა­ლან­დია წი­ნას­წარ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე გა­მო­ა­ცხა­დეს დამ­ნა­შა­ვედ, ვგუ­ლის­ხმობ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას და მე­სა­მე, დაც­ვის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­დე­საც ბრალ­დე­ბულს არ მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ე­კი­თხა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მიმ­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, 22 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ე­ცა შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­და­დე­ბა კა­ლან­დი­ას­თან 2024 წლის 14 თე­ბერ­ვლამ­დე ვა­და­ში.

თუ ამ ვა­და­ში მხა­რე­ე­ბი ვერ მო­რიგ­დე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლო გა­და­დის მე-3 ეტაპ­ზე, რა დრო­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე:

1.განმცხა­დე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო თუ არა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბით?

იყო თუ არა დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი?მი­ე­ცა თუ არა კა­ლან­დი­ას და მის ად­ვო­კატს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ე­კი­თხათ ის მოწ­მე­ე­ბი, ვინც მის წი­ნა­აღ­მდეგ აძ­ლევ­დნენ ჩვე­ნე­ბას?ეს სამი კი­თხვა არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დას­მუ­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ. ჩემი სა­სა­ჩივ­რო მო­თხოვ­ნა რაც იყო, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე 90% დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, კი­დევ უფრო მეტი“,- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, ნიშ­ნავს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას, რომ კა­ლან­დია უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ად­ვო­კა­ტი გა­ნა­მარ­ტავს, რომ "მო­რი­გე­ბა ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავს“.

„მე ხვალ უნდა შევხდე კა­ლან­დი­ას, მან ეს ინ­ფორ­მა­ცია დღეს არ იცის. ხვალ გა­ვივ­ლი დე­ტა­ლებს და მას შემ­დეგ შევ­ძლებ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რო", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი, სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნი
0

დათუნა სარალიძე ცოცხალია? თუ არ არის, მაშინ ვინ მოკლა, ამათ რომ არავის უნდათ პასუხისგება.

დაასახელოს
0

დაასახელოს მკვლელი და კი ბატონო გამოვიდეს ციხიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა - ადვოკატი

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა - ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მახარეს გუშინ ჩაბარდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა 2024 წლის 14 თებერვლამდე, ხოლო თუ დათქმულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ რიგ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

„ჩვენ აღნიშნული საქმე სტრასბურგში გავასაჩივრეთ, საქმეს თავის დროზე მიეცა ნომერი „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“. მოთხოვნილი მქონდა სამი მუხლით დარღვევა საქმეზე. პირველი იყო სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის უფლების დარღვევა, მეორე დარღვევა, როდესაც კალანდია წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გამოაცხადეს დამნაშავედ, ვგულისხმობ საპარლამენტო კომისიას და მესამე, დაცვის უფლებების დარღვევა, როდესაც ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეკითხა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 22 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიეცა შეთანხმების წინადადება კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე ვადაში.

თუ ამ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადადის მე-3 ეტაპზე, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები კითხვებზე:

1.განმცხადებელი უზრუნველყოფილი იყო თუ არა სამართლიანი სასამართლო უფლებით?

იყო თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ობიექტური და მიუკერძოებელი?მიეცა თუ არა კალანდიას და მის ადვოკატს შესაძლებლობა დაეკითხათ ის მოწმეები, ვინც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებას?ეს სამი კითხვა არის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ჩემი სასაჩივრო მოთხოვნა რაც იყო, თავიდან ბოლომდე 90% დაკმაყოფილებულია, კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება იმას, რომ კალანდია უნდა გათავისუფლდეს, ადვოკატი განამარტავს, რომ "მორიგება ყველაფერს ნიშნავს“.

„მე ხვალ უნდა შევხდე კალანდიას, მან ეს ინფორმაცია დღეს არ იცის. ხვალ გავივლი დეტალებს და მას შემდეგ შევძლებ მსჯავრდადებულის პოზიციის შესახებ ვისაუბრო", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.