მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 წელიწადში რობოტებიც ისე გვეყოლება, როგორც დღეს მანქანები ჰყავს ბევრ ოჯახს" - რას ამბობს AI-ის ქართველი ექსპერტი
"20 წელიწადში რობოტებიც ისე გვეყოლება, როგორც დღეს მანქანები ჰყავს ბევრ ოჯახს" - რას ამბობს AI-ის ქართველი ექსპერტი

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ინო­ვა­ტო­რი და­ვით ხოს­როშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში. მან ასე­თი რე­პუ­ტა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვო­ბი­დან იშ­რო­მა და დღეს უკვე ზურგს უმაგ­რებს რამ­დე­ნი­მე ინო­ვა­ცი­ურ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე და­ა­ფუძნა და წარ­მა­ტე­ბუ­ლად აქ­ცია.

და­ვით­მა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სფე­რო­ზე.

ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ვით ხოს­როშ­ვი­ლი იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში AI-ის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მან 2018 წელს შექ­მნა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია MaxinAI თა­ვის გუნ­დის წევ­რებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს.

MaxinAI სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დროს შე­იქ­მნა, როცა აქ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვინ მუ­შა­ობ­და. და­ვი­თი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად თვი­თო­ვე გვი­ამ­ბობს.

- MaxinAI სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პი­ო­ნე­რია 2018 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე არა­ვინ მუ­შა­ობ­და, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა?

- ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში ძი­რი­თა­დად მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ბევ­რი სხვა­დას­ხვა ამო­ცა­ნის ამოხ­სნა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იმით, რომ 2016 წლი­დან ყო­ველ კვი­რა ვა­ორ­გა­ნი­ზებ­დით არა­ფორ­მა­ლურ შეხ­ვედ­რებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მო­დე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ, რო­დე­საც ChatGPT არ არ­სე­ბობ­და, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის AI ალ­გო­რით­მი ფაქ­ტობ­რი­ვად ან ახ­ლი­დან იყო და­სა­წე­რი, ან რო­მე­ლი­მე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლის დატ­რე­ი­ნინ­გე­ბა და ხში­რად მისი ალ­გო­რით­მის ცვლი­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო.

ზუს­ტად ამ შეხ­ვედ­რე­ბი­დან გაჩ­ნდა იდეა რომ შეგ­ვექ­მნა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია.

- მოგ­ვი­ყე­ვით, რას აკე­თებს MaxinAI, რას გვთა­ვა­ზობს ის, რა არის კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი იდეა?

- MaxinAI-ს მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბაა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კვლე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­ტა­ბით ვმუ­შა­ობთ კომ­პა­ნი­ებ­თან სხვა­დას­ხვა ინ­დუსტრი­ა­ში მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მო­დე­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

ბევრ სფე­რო­ში დავ­ნერ­გეთ პრო­ექ­ტე­ბი: თევზსა­შე­ნებ­ში თევ­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და ზო­მის მო­ნი­ტო­რინ­გი სხვა­დას­ხვა კვე­ბი­თი რა­ცი­ო­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზი და მისი გავ­ლე­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ცვე­თა­ზე, ენერ­გო მოხ­მა­რე­ბის პროგ­ნო­ზი და ძაბ­ვის სწო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ქვე­სად­გუ­რებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ Phubber-თან. ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სარ­ე­კო­მენ­და­ციო ძრა­ვი შევ­ქმე­ნით, რო­მე­ლიც აა­ნა­ლი­ზებ­და იმას, თუ რა მოს­წონს მომ­ხმა­რე­ბელს და აჩ­ვე­ნებ­და მსგავს პრო­დუქ­ტებს. მა­გა­ლი­თად, თუ ნა­ხავ­დით ნივთს, რო­მელ­საც ახა­ტია Batman-ის ლოგო, აპ­ლი­კა­ცია სხვა ნივ­თე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას მოგ­ცემ­დათ, რომ­ლებ­საც არამ­ხო­ლოდ ლოგო ახა­ტია, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა ბეტ­მე­ნის სა­ხეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი, ან სუ­ლაც DC Comics-ის სხვა გმი­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ალ­გო­რით­მი ხვდე­ბო­და იმის ში­ნა­არს თუ რას ეძებთ და რა მოგ­წონთ.

მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სებს არ აქვთ ხოლ­მე იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ძლი­ე­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გუნ­დი აიყ­ვა­ნონ. ასე­თი გუნ­დის აყ­ვა­ნა ძა­ლი­ან დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბას, რად­გან ჩვენ უკვე ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს და ბევ­რად უფრო სწა­რად და ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით შეგ­ვიძ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მო­დე­ლის და­ნერგვა.

- რას ფიქ­რობთ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და მის მო­მა­ვალ­ზე?

- ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ბოლო დრო­ინ­დე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა არის ახა­ლი ეტა­პი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ადა­მი­ა­ნე­ბის მთე­ლი ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია თავ­მოყ­რი­ლია ერთ ხე­ლოვ­ნურ ტვინ­ში, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გვე­სა­უბ­როს ისე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს.

რო­ბო­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა დღემ­დე არ იყო დიდი ინ­დუსტრია, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ამ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, რე­ა­ლო­ბაა უკვე ის, რომ ჭკვი­ა­ნი რო­ბო­ტე­ბი შე­იქ­მნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც რთუ­ლი სა­მუ­შა­ოს დიდ ნა­წილს შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მე მჯე­რა, რომ რო­გორც დღეს ჰყავს ბევრ ოჯახს ერთი, ან ორი მან­ქა­ნა, 20 წე­ლი­წად­ში რო­ბო­ტე­ბიც მან­ქა­ნე­ბის მსგავ­სად გვე­ყო­ლე­ბა.

- ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს. ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, ილონ მას­კიც, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ე.წ. ნათ­ლი­ად წო­დე­ბულ­მა პირ­მაც თქვა, რომ არ­სე­ბობს საფრ­თხე­ე­ბი. ტექ­ნო­ლო­გი­ის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მისი გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი დრო­ით შე­ჩე­რე­ბას ითხო­ვენ, თქვენ რო­გორ უყუ­რებთ ამ სა­კითხს, ხე­დავთ რა­ი­მე საფრ­თხე­ებს?

- ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ქვეყ­ნებს სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ აქვთ. ამე­რი­კა ვერ გა­ა­ჩე­რებს პროგ­რესს, რად­გან იცის, რომ რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი და ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა მუ­შა­ობს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ლი­დე­რო­ბა ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ლი­დე­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­ნერგვას მთლი­ან ეკო­ნო­მი­კა­ში, გან­ვი­თა­რე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნელ ტემპს მი­აღ­წევს.

ადა­მი­ა­ნებ­მა ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შევ­ქმე­ნით ინ­ტე­ლექ­ტი, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ცოდ­ნა. და დღეს, ამ წუ­თას, თქვენც შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვი­დეთ OpenAI-ს ვებგ­ვედ­ზე და თვე­ში 20 დო­ლა­რად ამ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს ესა­უბ­როთ, და­უს­ვათ ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვა, გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ ანა­ლი­ზი, და­ა­წე­რი­ნოთ წე­რი­ლი და ა.შ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ათო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჩა­ი­დო ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და თქვენ თვე­ში 20 დო­ლა­რად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ.

სარ­გე­ბე­ლი რა­საც მო­ი­ტანს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, არის ბევ­რად უფრო დიდი ვიდ­რე, მცი­რე საფრ­თხე­ე­ბი რა­საც ჩვენ ვხე­დავთ დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან. და იმ საფრ­თხე­ებ­საც ბევ­რად მარ­ტი­ვად გა­ვუმკლავ­დე­ბით, თუ კი მეტ რე­სურ­სებს ჩავ­დებთ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შეს­წავ­ლა­ში და გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კა­ში?

- ჩემი მი­ზა­ნია, რომ 2025 წელს ამე­რი­კა­ში 1000-ზე მეტ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს და­ვუ­ნერ­გოთ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრო­დუქ­ტი. ჩვე­ნი ბიზ­ნეს მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სებს შევ­თა­ვა­ზებთ ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბულ ერ­თობ­ლი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და შემ­დეგ ამ პრო­დუქ­ტის ერ­თობ­ლივ გა­ყიდ­ვას ინ­დუსტრი­ის სხვა მო­თა­მა­შე­ებ­ზე. ამე­რი­კა­ში 33 მი­ლი­ონ­ზე მეტი მცი­რე ბიზ­ნე­სია, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ეკო­ნო­მი­კის 44%-ზე მეტს. მა­შინ, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ჟინ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდ კომ­პა­ნი­ებ­შია, ჩვენ აქ­ცენტს მცი­რე ბიზ­ნე­სებ­ზე გა­ვა­კე­თებთ და მათ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ ვიწ­რო ნი­შუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

(R)

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nika
2

ესეც რამე ფასიან კურსს გააკეთებს ალბათ ისე არეკლამებს თავის თავს :D :)))

რიმა
1

რობოტები, რობოტები, ხელოვნური ინტელექტი და ნატურალურმა ადამიანებმა რა ქნან. რა დანიშნულება რჩება ადამიანს., ლუარსაბი ით ვიგორავოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"20 წელიწადში რობოტებიც ისე გვეყოლება, როგორც დღეს მანქანები ჰყავს ბევრ ოჯახს" - რას ამბობს AI-ის ქართველი ექსპერტი

"20 წელიწადში რობოტებიც ისე გვეყოლება, როგორც დღეს მანქანები ჰყავს ბევრ ოჯახს" - რას ამბობს AI-ის ქართველი ექსპერტი

ახალგაზრდა ქართველი ინოვატორი დავით ხოსროშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია საქართველოში, ტექნოლოგიების სფეროში. მან ასეთი რეპუტაციის მოსაპოვებლად ფაქტობრივად, ბავშვობიდან იშრომა და დღეს უკვე ზურგს უმაგრებს რამდენიმე ინოვაციურ კომპანიას, რომელიც თვითონვე დააფუძნა და წარმატებულად აქცია.

დავითმა თავისი საქმიანობით უდიდესი როლი ითამაშა და გავლენა მოახდინა ხელოვნური ინტელექტის სფეროზე.

ფაქტობრივად, დავით ხოსროშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოში AI-ის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. მან 2018 წელს შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპანია MaxinAI თავის გუნდის წევრებთან ერთად, რომელიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს.

MaxinAI საქართველოში იმ დროს შეიქმნა, როცა აქ ხელოვნურ ინტელექტზე ფაქტობრივად არავინ მუშაობდა. დავითი კომპანიის შესახებ დეტალურად თვითოვე გვიამბობს.

- MaxinAI საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პიონერია 2018 წლიდან მოყოლებული. მაშინ, როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე არავინ მუშაობდა, რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით მუშაობა?

- ჩვენს კომპანიაში ძირითადად მათემატიკოსები არიან და შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის საინტერესო მათემატიკური მოდელია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა ამოცანის ამოხსნა და პრობლემის მოგვარება.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2016 წლიდან ყოველ კვირა ვაორგანიზებდით არაფორმალურ შეხვედრებს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ChatGPT არ არსებობდა, ნებისმიერი სახის AI ალგორითმი ფაქტობრივად ან ახლიდან იყო დასაწერი, ან რომელიმე არსებული მოდელის დატრეინინგება და ხშირად მისი ალგორითმის ცვლილება იყო საჭირო.

ზუსტად ამ შეხვედრებიდან გაჩნდა იდეა რომ შეგვექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპანია.

- მოგვიყევით, რას აკეთებს MaxinAI, რას გვთავაზობს ის, რა არის კომპანიის მთავარი იდეა?

- MaxinAI-ს მთავარი საქმიანობაა ხელოვნური ინტელექტის კვლევა და განვითარება. მთელი მსოფლიოს მასტაბით ვმუშაობთ კომპანიებთან სხვადასხვა ინდუსტრიაში მათზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად.

ბევრ სფეროში დავნერგეთ პროექტები: თევზსაშენებში თევზების რაოდენობის და ზომის მონიტორინგი სხვადასხვა კვებითი რაციონების პირობებში, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი და მისი გავლენა ინფრასტრუქტურის ცვეთაზე, ენერგო მოხმარების პროგნოზი და ძაბვის სწორი გადანაწილება ქვესადგურებზე.

საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ Phubber-თან. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სარეკომენდაციო ძრავი შევქმენით, რომელიც აანალიზებდა იმას, თუ რა მოსწონს მომხმარებელს და აჩვენებდა მსგავს პროდუქტებს. მაგალითად, თუ ნახავდით ნივთს, რომელსაც ახატია Batman-ის ლოგო, აპლიკაცია სხვა ნივთების რეკომენდაციას მოგცემდათ, რომლებსაც არამხოლოდ ლოგო ახატია, არამედ შეიძლება ბეტმენის სახეც არის გამოსახული, ან სულაც DC Comics-ის სხვა გმირის გამოსახულება. ფაქტობრივად, ჩვენი ალგორითმი ხვდებოდა იმის შინაარს თუ რას ეძებთ და რა მოგწონთ.

მცირე და საშუალო ბიზნესებს არ აქვთ ხოლმე იმის ფუფუნება, რომ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის განვითარების გუნდი აიყვანონ. ასეთი გუნდის აყვანა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამჯობინებენ ჩვენთან მუშაობას, რადგან ჩვენ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ბევრად უფრო სწარად და ნაკლები დანახარჯით შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის მოდელის დანერგვა.

- რას ფიქრობთ ხელოვნურ ინტელექტზე და მის მომავალზე?

- ხელოვნური ინტელექტის ბოლო დროინდელი განვითარება არის ახალი ეტაპი ადამიანების განვითარების ისტორიაში. ადამიანების მთელი ცოდნა და ინფორმაცია თავმოყრილია ერთ ხელოვნურ ტვინში, რომელსაც შეუძლია გვესაუბროს ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.

რობოტების განვითარება დღემდე არ იყო დიდი ინდუსტრია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ამ განვითარებასთან ერთად, რეალობაა უკვე ის, რომ ჭკვიანი რობოტები შეიქმნებიან, რომლებიც რთული სამუშაოს დიდ ნაწილს შეასრულებენ.

მე მჯერა, რომ როგორც დღეს ჰყავს ბევრ ოჯახს ერთი, ან ორი მანქანა, 20 წელიწადში რობოტებიც მანქანების მსგავსად გვეყოლება.

- ზოგიერთი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამაზე საუბრობენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, მათ შორის, ილონ მასკიც, ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ნათლიად წოდებულმა პირმაც თქვა, რომ არსებობს საფრთხეები. ტექნოლოგიის სფეროს წარმომადგენლები მისი განვითარების გარკვეული დროით შეჩერებას ითხოვენ, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ხედავთ რაიმე საფრთხეებს?

- ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერება წარმოუდგენელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყნებს სხვა არჩევანი არ აქვთ. ამერიკა ვერ გააჩერებს პროგრესს, რადგან იცის, რომ რუსეთი, ჩინეთი და ბევრი სხვა ქვეყანა მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ლიდერობა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს ლიდერობის შენარჩუნებას და ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მთლიან ეკონომიკაში, განვითარების წარმოუდგენელ ტემპს მიაღწევს.

ადამიანებმა ისტორიაში პირველად შევქმენით ინტელექტი, რომელსაც გააჩნია მთელი მსოფლიოს ცოდნა. და დღეს, ამ წუთას, თქვენც შეგიძლიათ შეხვიდეთ OpenAI-ს ვებგვედზე და თვეში 20 დოლარად ამ ხელოვნურ ინტელექტს ესაუბროთ, დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, გააკეთებინოთ ანალიზი, დააწერინოთ წერილი და ა.შ. წარმოიდგინეთ, ათობით მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ ტექნოლოგიის განვითარებაში და თქვენ თვეში 20 დოლარად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სარგებელი რასაც მოიტანს ხელოვნური ინტელექტი, არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე, მცირე საფრთხეები რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელი გადმოსახედიდან. და იმ საფრთხეებსაც ბევრად მარტივად გავუმკლავდებით, თუ კი მეტ რესურსებს ჩავდებთ ხელოვნური ინტელექტის შესწავლაში და განვითარებაში.

- რა გეგმები გაქვთ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით ამერიკაში?

- ჩემი მიზანია, რომ 2025 წელს ამერიკაში 1000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუნერგოთ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი. ჩვენი ბიზნეს მოდელის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შევთავაზებთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ერთობლივი პროდუქტების განვითარებას და შემდეგ ამ პროდუქტის ერთობლივ გაყიდვას ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებზე. ამერიკაში 33 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესია, რომლებიც ქმნიან ეკონომიკის 44%-ზე მეტს. მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინჟინრების უმრავლესობა დიდ კომპანიებშია, ჩვენ აქცენტს მცირე ბიზნესებზე გავაკეთებთ და მათთან ვითანამშრომლებთ ვიწრო ნიშური პროდუქტების განსავითარებლად.

(R)