პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, ცოტა დაფიქრდებოდნენ" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს
"ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, ცოტა დაფიქრდებოდნენ" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს უმას­პინ­ძლა, რომ­ლე­ბიც ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ას "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“ შე­უ­ერ­თდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ახალ­გაზ­რდებს სი­ტყვით მი­მარ­თა და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რდე­ბის როლ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

  • პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი წვლი­ლია და რომ არა 8 მარ­ტის გა­მოს­ვლე­ბი, ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­ხუ­ლი ევ­რო­პუ­ლი დრო­შე­ბი და დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტალ­ღა, ალ­ბათ, "ცოტა და­ფიქ­რდე­ბოდ­ნენ, არ მი­ი­ღებ­დნენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას".

"ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არის ის, რაც ჩვენ, ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს და ერ­თად ვეც­დე­ბით, რომ კარი გა­ვუხ­სნათ მას. ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ხელ­მო­წე­რე­ბის ეს კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნია, ეს არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან, ან მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან. ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სათ­ვის, რად­გან დღეს ჩვენ ყვე­ლა კარ­გად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში ვართ.

მარ­თა­ლია, ჩვენ ყვე­ლა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, როცა კო­მი­სი­ამ 8 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ეს არის პირ­ვე­ლი ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, იმას რომ ყვე­ლა­ფე­რი უკვე გამ­ყა­რე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლია. ამი­ტომ თქვე­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია 15 დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 27 ქვეყ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვჯე­რა და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ასე­ვე და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და მგო­ნი, რომ იმის ძა­ლი­ან დიდი შან­სია, მაგ­რამ არა­სო­დეს უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წი­ნას­წარ მი­ღე­ბუ­ლია და რა­ღაც­ნა­ი­რად მოვ­დუნ­დეთ. მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია, არც მე და არც თქვენ.

თქვენ ხართ ამ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ძალა და თქვენ უნდა გა­და­წყვი­ტოთ რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი გინ­დათ. გინ­დათ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ იქ ყვე­ლა პრობ­ლე­მა გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ ეს არის რა­ღაც­ნა­ი­რი სა­მო­თხე. ცხა­დია, ევ­რო­პა­შიც ბევ­რი პრობ­ლე­მაა, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი სა­კი­თხი, მაგ­რამ ჩვენ ქვე­ყა­ნას სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნე­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ერ­თო­ბაა და ვი­ყოთ იქ, სა­დაც რე­ა­ლუ­რად ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლი ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მიერ. ეს ჩვენ­თვის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა!

  • სა­დაც ჩვენ ვართ ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით, ჩვენ სხვა პერ­სპექ­ტი­ვა არ გაგ­ვაჩ­ნია! ვინ­მე თუ ხე­დავს სხვა­გან პერ­სპექ­ტი­ვას, გვი­თხრან, სად არის ის პერ­სპექ­ტი­ვა და რა­ტომ უნდა ვენ­დოთ ასეთ პერ­სპექ­ტი­ვას.

მე ვიცი, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ამას ბევ­რად უფრო კარ­გად ხვდე­ბი­ან, რა­მე­თუ თვი­თონ იცი­ან რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა უნ­დათ, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და ისიც იცი­ან, რომ ის, რა­საც ზო­გი­ერ­თი პრო­პა­გან­და გვე­უბ­ნე­ბა და უნ­დათ, რომ და­ვი­ჯე­როთ: თით­ქოს ეს ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის და­კარ­გვა ან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­დაგ­ვა­რე­ბაა - არ არის სწო­რი.

ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა სწო­რედ ტო­ლე­რან­ტო­ბა, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა არის სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო და ჩვენ თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა იყოს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი, გამ­ყა­რე­ბუ­ლი, სწო­რედ ევ­რო­პაა ის სივ­რცე, სა­დაც პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მეტი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ ეს იდენ­ტო­ბა გა­ვი­ტა­ნოთ, სხვებს და­ვა­ფა­სე­ბი­ნოთ და ჩვენც ჩვე­ნი თავი და­ვა­ფა­სოთ. ჩვენ არ უნდა გვე­ში­ნო­დეს არაფ­რის, ჩვენ ჩვენს თავ­ში და­ჯე­რე­ბულ­ნი უნდა ვი­ყოთ და ესეც სწო­რედ ისაა, რაც თქვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­გიძ­ლი­ათ. ეს [ტაში] თქვენ გე­კუთ­ვნით, რად­გან თქვენ უკვე აჩ­ვე­ნეთ, ის, რაც გინ­დათ და რის­თვი­საც მზად ხართ რომ იბ­რძო­ლოთ.

მე ვი­ტყო­დი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ის მიერ იყო მი­ღე­ბუ­ლი, თქვე­ნი დიდი წვლი­ლია (არ მინ­და ახლა და­ვი­წყო ვის რა წილი ეკუთ­ვნის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში). რომ არა 8 მარ­ტის გა­მოს­ვლე­ბი, რომ არა ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­ხუ­ლი ევ­რო­პუ­ლი დრო­შე­ბი და რომ არა ეს დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტალ­ღა, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ცოტა და­ფიქ­რდე­ბოდ­ნენ, არ მი­ი­ღებ­დნენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამი­ტომ დიდი მად­ლო­ბა თქვე­ნი წვლი­ლი­სათ­ვის. მაგ­რამ, ეს ამით არ მთავ­რდე­ბა, თქვე­ნი წვლი­ლი და თქვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია. მად­ლო­ბა ყვე­ლას, რომ ხელი მო­ა­წე­რეთ ამ პე­ტი­ცი­ას, მაგ­რამ ეს პე­ტი­ცია არ არის ჩემი და არ არის ჩემ­თვის. ეს არის თქვე­ნი პე­ტი­ცია და ერთი ხელ­მო­წე­რა არა­ფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გა­ა­ზი­ა­როთ, მო­ნა­ხოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გა­ა­ზი­ა­რე­ბენ. აქ მე მგო­ნი 35 ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა მო­სუ­ლი, თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უნდა იყ­ვე­ნენ ჩარ­თუ­ლი ამა­ში, ეს მარ­თლა უნდა გახ­დეს თქვე­ნი პე­ტი­ცია ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი, ასე­ვე, 6 უნი­ვე­რის­ტე­ტის და აქ, 7 რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხართ. ეს პრო­ცე­სი ყველ­გან უნდა გა­ი­შა­ლოს, თუ გვინ­და, რომ და­ვა­ნა­ხოთ, რომ ეს ნამ­დვი­ლად სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თვაა და არა რა­ღაც, პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­გორც ეს სა­წყის ეტაპ­ზე იყო - ახლა ეს თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, გად­მო­გე­ცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას რო­გორ გა­ა­ცო­ცხლებთ და კი­დევ გაზ­რდით და ბო­ლომ­დე მი­ი­ტანთ.

  • ისიც უნდა ვი­ცო­დეთ, რომ არც 15 დე­კემ­ბერს არ მთავ­რდე­ბა ეს გზა. 15 დე­კემ­ბე­რი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ ეტა­პის­თვის გა­დამ­წყვე­ტი, მაგ­რამ მერე იწყე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი. იწყე­ბა ის ეტა­პი, როცა ჩვენ უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს სტა­ტუ­სი, რაც დიდი ალ­ბა­თო­ბით მოგ­ვე­ნი­ჭე­ბა, ამი­სი ღირ­სნი ვართ და ჩვენ სხვა­ნა­ი­რად ვერ ვაჩ­ვე­ნებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩა­ვა­ტა­რებთ ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ, თა­ვი­სუ­ფალ და გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნებს.

აქ მე პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას არ ვა­კე­თებ. ეს ყვე­ლას სურ­ვი­ლია და ეს ყვე­ლამ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ. თუ ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ, მა­შინ ვერ ვიქ­ნე­ბით შემ­დე­გი ეტა­პის ღირ­სი, რო­მე­ლიც იმ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლი და დიდი პრო­ცე­სია, სა­დაც ამ სა­შუ­ა­ლე­ბას დიდი ალ­ბა­თო­ბით მის­ცე­მენ უკ­რა­ი­ნას და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოლ­დო­ვას უკვე დე­კემ­ბერ­ში, მაგ­რამ ეს ჯერ სა­ბო­ლო­ოდ არა­ვინ იცის.

მაგ­რამ ეს არის ის გზა, რაც სა­მი­ვე ქვე­ყა­ნამ უნდა გა­ი­ა­როს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, რად­გან სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს, ჩვენ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ცხა­დია, უკ­რა­ი­ნა ბევ­რად რთულ ვი­თა­რე­ბა­შია, ვიდ­რე მოლ­დო­ვა, ან სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ჩვენს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა და დრო არ ით­მენს და ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სათ­ვის, (რე­ა­ლუ­რად არ ჩანს, რომ ვინ­მეს რამე რე­ა­ლუ­რი სტრა­ტე­გია გა­აჩ­ნია), რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი ასე­ვე ევ­რო­პაა, ევ­რო­პას­თან მი­ერ­თე­ბა და ევ­რო­პის გზის გახ­სნაა. ეს ასე­ვე, მათი გზაა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ და ევ­რო­პის ამ გზა­ზე ჩვენ­გან უნდა გა­ვიდ­ნენ, ცხა­დია სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ.

ამი­ტომ ეკო­ნო­მი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბა: და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბით, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით - ეს ყვე­ლა­ფე­რი დევს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, დევს იმ შე­სას­რუ­ლე­ბელ ნა­ბი­ჯებ­ში, რაც ევ­რო­პამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის არ არის სა­ჭი­რო და რომ იყოს ისე­თი რამ, რაც ჩვენ არ გვინ­და, ვე­რა­ვინ გვა­ი­ძუ­ლებს და არა­ვინ არ უნდა გვა­ი­ძუ­ლოს. მე ვფიქ­რობ და სა­ერ­თოდ ეს არის ჩემი მიდ­გო­მა, რომ ბევ­რად აქ­ტი­უ­რად უნდა ვი­ყოთ ჩარ­თულ­ნი ამ პრო­ცეს­ში.

ანუ ეს უნდა იყოს ორ­მხრი­ვი, ეს უნდა იყოს თა­ნას­წო­რი და ამის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, თუ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ჩარ­თულ­ნი, თუ ჩვენ გვე­ცო­დი­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად რა გვინ­და და არ და­ვე­ლო­დე­ბით, რომ ვი­ღა­ცამ გვი­თხრას:- რა გვინ­და და რა არ გვინ­და. ამი­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი აქ­ტო­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თქვენ ხართ იმი­ტომ, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი, ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი ნა­წი­ლი თქვენ ხართ. იმ შემ­თხვე­ვა­ში და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვენ ამას აი­ღებთ თქვენ თავ­ზე.

  • თუ თქვენ მხო­ლოდ იმა­ზე იფიქ­რებთ რო­დის უნდა და­ტო­ვოთ ქვე­ყა­ნა, და­კარ­გოთ იმე­დი და წახ­ვი­დეთ სხვა­გან, მა­შინ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვი­თონ იქ­ნე­ბა უი­მე­დო რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის იმე­დი აღარ აქვთ, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია და ის თა­ვის თავ­ზე ვე­რა­ფერს აი­ღებს.

ვიცი, ყვე­ლას აქვს სურ­ვი­ლი, რომ თა­ვი­სი თავი სა­დღაც მო­ნა­ხოს, თა­ვი­სი პერ­სპექ­ტი­ვა, თა­ვი­სი თავი გა­ნა­ვი­თა­როს და ცხა­დია, ხშირ შემ­თხევ­ვა­ში, ეს ხდე­ბა იმით, რომ უნდა გახ­ვი­დე სა­ზღვარ­გა­რეთ, იქ მი­ი­ღო მეტი გა­ნათ­ლე­ბა, მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი ად­გი­ლი, თქვე­ნი იმე­დი და თქვე­ნი პერ­სე­პქ­ტი­ვა ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არის.

იგი­ვეს ვი­ტყვი იმ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აქ არ არი­ან და დღეს სწავ­ლო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ, ან დღეს წა­სუ­ლე­ბი არი­ან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხო­ეთ­ში, მათი მო­მა­ვა­ლიც აქ არის, სა­დაც თქვენ ყვე­ლა­ზე უფრო და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბით, მე არ ვამ­ბობ, რომ დღეს ხართ, მაგ­რამ სა­დაც ყვე­ლა­ზე უფრო და­ფა­სე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე უფრო სა­ჭი­რო იქ­ნე­ბით არის თქვე­ნი ქვე­ყა­ნა. და­მი­ჯე­რეთ, სხვა­გან ყო­ველ­თვის უცხო­ე­ლი და ნაკ­ლე­ბად და­ფა­სე­ბულ­ნი იქ­ნე­ბით, ნაკ­ლე­ბად თქვენ ად­გი­ლას. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც სა­დაც არ უნდა იყ­ვნენ მსოფ­ლი­ო­ში იმ სი­მაღ­ლე­ზე არი­ან, რო­მე­ლიც უკვე სხვა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და ყვე­ლას გი­სურ­ვებთ, რომ მი­აღ­წი­ოთ იმ მწვერ­ვა­ლებს რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თმა სპორ­ტსმენ­მა, მუ­სი­კოს­მა და შე­მოქ­მედ­მა მი­აღ­წია.

მაგ­რამ ეს ქვე­ყა­ნა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა. ამ ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბით, მო­დით და ერ­თად ვცა­დოთ, რომ ამ ქვე­ყა­ნას კი­დევ ერთი შან­სი მივ­ცეთ!“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რომ­ლის მი­მარ­თვის ტექ­სტსაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

  • ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნია 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­თხოვ­ნით ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თვე­ბი­ან და პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რით თა­ვი­ანთ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
2

გავაძევოთ ქვეყნიდან!

მალიარი ცისფერი მთებიდან
1

ამერიკის პრეზიდენტმა მადლიერების დღეს ერთდროულად ორი ინდაური შეიწყალაო და ჩვენმა პრეზიდენტმა, რომ ერთი კურდღელი, რომელიც ძლიერ ავად გაგვიხდა, შეიწყალოს არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, ცოტა დაფიქრდებოდნენ" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

"ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, ცოტა დაფიქრდებოდნენ" - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  • პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ახალგაზრდების დიდი წვლილია და რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, "ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას".

"ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით, რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ.

მართალია, ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება და მგონი, რომ იმის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ.

თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა!

  • სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას.

მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა - არ არის სწორი.

ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ რომ იბრძოლოთ.

მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა დავიწყო ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვენენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერისტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო - ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ.

  • ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა. 15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს.

აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ უკრაინას და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის.

მაგრამ ეს არის ის გზა, რაც სამივე ქვეყანამ უნდა გაიაროს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე გამოწვევები აქვს, ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ცხადია, უკრაინა ბევრად რთულ ვითარებაშია, ვიდრე მოლდოვა, ან საქართველო, მაგრამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა და დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ.

ამიტომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ყველანაირი თავისუფლება, ყველანაირი უსაფრთხოება: დაწყებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებით, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვით - ეს ყველაფერი დევს იმ რეკომენდაციებში, დევს იმ შესასრულებელ ნაბიჯებში, რაც ევროპამდე მიგვიყვანს.

არ არსებობს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის არ არის საჭირო და რომ იყოს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, ვერავინ გვაიძულებს და არავინ არ უნდა გვაიძულოს. მე ვფიქრობ და საერთოდ ეს არის ჩემი მიდგომა, რომ ბევრად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესში.

ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეს უნდა იყოს თანასწორი და ამის ყველა საშუალება არსებობს, თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი, თუ ჩვენ გვეცოდინება რეალურად რა გვინდა და არ დაველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას:- რა გვინდა და რა არ გვინდა. ამიტომ, საზოგადოება ამ შემთხვევაში, ამ ყველაფრის მთავარი აქტორია და საზოგადოება, პირველ რიგში, თქვენ ხართ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ყველაზე აქტიური, ყველაზე დინამიური ნაწილი თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აიღებთ თქვენ თავზე.

  • თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს.

ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და ცხადია, ხშირ შემთხევვაში, ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება - ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსეპქტივა ამ ქვეყანაში არ არის.

იგივეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებულები იქნებით, მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ, მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით არის თქვენი ქვეყანა. დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია.

მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის მიმართვის ტექსტსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  • ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.