კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, არის სრული სიცრუე" - თბილისის მერია
"ინფორმაცია თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, არის სრული სიცრუე" - თბილისის მერია

თბი­ლი­სის მე­რია უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს თბი­ლი­სის მე­რი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რი­დან მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი და მისი შშმ შვი­ლი ქუ­ჩა­ში გა­უშ­ვა.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ამ არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზა მო­ქა­ლა­ქე­ებს - მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს "თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის“ კონ­ტრაქ­ტორ "წმ. მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პის­ში“ გა­დაყ­ვა­ნა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

"გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მო­ქა­ლა­ქე აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც თბი­ლი­სის მე­რია და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლია, რომ თით­ქოს, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რი­დან მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი და მისი შშმ შვი­ლი ქუ­ჩა­ში გა­უშ­ვეს.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სრუ­ლი სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბას.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზა მო­ქა­ლა­ქე­ებს - მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს "თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის“ კონ­ტრაქ­ტორ "წმ. მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პის­ში“ გა­დაყ­ვა­ნა, რა­ზეც სამ­წუ­ხა­როდ, მი­ი­ღო უარი.

გაც­ნო­ბებთ, რომ მ.კ. და მისი შვი­ლი დ.ჩ. ლი­ლო­ში მდე­ბა­რე "თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში“ გახ­სნის დღი­დან ცხოვ­რობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დ.ჩ. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე პი­რია, თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი და დე­დას­თან ერ­თად თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რად და­ა­რე­გის­ტრი­რა, რად­გან მ.კ. უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მის მოვ­ლას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­შე­საფ­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბე­ნე­ფი­ცი­არს უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვის მოვ­ლა, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი­სა და ოთახ­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა.

მას შემ­დეგ, რაც მ.კ.-ს თა­ვად შე­ექ­მნა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, თბი­ლი­სის მე­რი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო სტა­ცი­ო­ნარ­ში მისი არა­ერ­თხელ გა­დაყ­ვა­ნა. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბამ­დე უარს აცხა­დებ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას არა­სა­თა­ნა­დოდ ას­რუ­ლებ­და. აღ­ნიშ­ნულ­მა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და სხვა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე აღარ შე­ეძ­ლო თა­ვის მოვ­ლა. მისი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევ­და, რა­საც ისი­ნი თავ­შე­საფ­რის სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან სა­უ­ბარ­ში აფიქ­სი­რებ­დნენ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მ.კ.-ს გა­უ­ჭირ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა და შვი­ლის მსგავ­სად თა­ვა­დაც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, მომ­ვლე­ლის გა­რე­შე დარ­ჩა მისი შვი­ლი, შშმ პირი დ.ჩ.

თავ­შე­საფ­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს თავ­შე­სა­ფა­რი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

"თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს "წმ. მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პის­ში“ გა­დაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც დედა-შვილ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. მ.კ.-მ შვილ­თან ერ­თად, თა­ვად და­ტო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მათ, ასე­ვე, აქვთ ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის­გან, თუმ­ცა, უარი გა­ნა­ცხა­დეს, რო­გორც სი­ტყვი­ე­რად, ისე წე­რი­ლო­ბით.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­ზი­ა­როს ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­უშ­ვას სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა და გა­და­ა­მოწ­მოს ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ინფორმაცია თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, არის სრული სიცრუე" - თბილისის მერია

"ინფორმაცია თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს, არის სრული სიცრუე" - თბილისის მერია

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს - მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს "თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ "წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც უარი მიიღო.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას სოციალურ ქსელში, სადაც თბილისის მერია დადანაშაულებულია, რომ თითქოს, მუნიციპალური თავშესაფრიდან მოხუცი ქალბატონი და მისი შშმ შვილი ქუჩაში გაუშვეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

თბილისის მერიამ არაერთხელ შესთავაზა მოქალაქეებს - მ.კ.-ს და მის შვილს დ.ჩ.-ს "თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ კონტრაქტორ "წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა, რაზეც სამწუხაროდ, მიიღო უარი.

გაცნობებთ, რომ მ.კ. და მისი შვილი დ.ჩ. ლილოში მდებარე "თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ გახსნის დღიდან ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჩ. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ეტლით მოსარგებლე პირია, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დაუშვა გამონაკლისი და დედასთან ერთად თავშესაფრის ბენეფიციარად დაარეგისტრირა, რადგან მ.კ. უზრუნველყოფდა მის მოვლას. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარს უნდა შეეძლოს თავის მოვლა, ჰიგიენური ნორმებისა და ოთახში სისუფთავის დაცვა.

მას შემდეგ, რაც მ.კ.-ს თავად შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თბილისის მერიამ უზრუნველყო სტაციონარში მისი არაერთხელ გადაყვანა. ბენეფიციარი მდგომარეობის გართულებამდე უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ექიმის დანიშნულებას არასათანადოდ ასრულებდა. აღნიშნულმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია და სხვა ბენეფიციართა დახმარების გარეშე აღარ შეეძლო თავის მოვლა. მისი ასეთი მდგომარეობა ბენეფიციართა უკმაყოფილებას იწვევდა, რასაც ისინი თავშესაფრის სოციალურ მუშაკებთან საუბარში აფიქსირებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მ.კ.-ს გაუჭირდა გადაადგილება და შვილის მსგავსად თავადაც ეტლით მოსარგებლე გახდა. აღნიშნულის შედეგად, მომვლელის გარეშე დარჩა მისი შვილი, შშმ პირი დ.ჩ.

თავშესაფრის შინაგანაწესის გათვალისწინებით, ბენეფიციარებს თავშესაფარი უნდა დაეტოვებინათ.

"თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ხელმძღვანელობამ მ.კ.-ს და დ.ჩ.-ს "წმ. მამა გაბრიელის სახელობის ჰოსპისში“ გადაყვანა შესთავაზა, რაზეც დედა-შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა. მ.კ.-მ შვილთან ერთად, თავად დატოვა თავშესაფარი.

აღნიშნული შეთავაზება მათ, ასევე, აქვთ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან, თუმცა, უარი განაცხადეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით.

რასაკვირველია, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სოციალური ქსელის მეშვეობით გააზიაროს ინფორმაცია, თუმცა, ამასთანავე აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას სიცრუის ტირაჟირება და გადაამოწმოს ინფორმაცია შესაბამის უწყებაში“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.