კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ინფორმაცია დედამიწის შესახებ?
როგორ მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ინფორმაცია დედამიწის შესახებ?

დე­და­მი­წა მზის სის­ტე­მის მყა­რი ტი­პის პლა­ნე­ტაა, რომ­ლის მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი ადა­მი­ა­ნებს ბავ­შვო­ბი­დან­ვე უჩ­ნდე­ბათ. სწო­რედ ბავ­შვო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის, ჰო­ბის, კვლე­ვის სა­წყი­სი. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვე­ბის კი­თხვე­ბი შე­სა­ბა­მი­სად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ და მათ მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­კი­თხის მი­მართ ინ­ტე­რესს კი არ გა­უ­ნე­ლებს, არა­მედ პი­რი­ქით - გა­უმ­ძაფ­რებს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ასეთ ად­რე­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში დიდ ად­გილს იკა­ვებს დე­და­მი­წა, რო­მე­ლიც კოს­მო­სის ნა­წი­ლია. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ბავ­შვებს ასე­ვე ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ და ამავდრო­უ­ლად, მისი სი­ლა­მა­ზე ხიბ­ლავთ.

ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ ბავ­შვებს დე­და­მი­წის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­უძ­ლი­ე­როთ.

· გა­ა­კე­თეთ დე­და­მი­წის მა­კე­ტი - ამის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ მუ­ყაო, ფე­რა­დი ფურ­ცლე­ბი და სა­ღე­ბა­ვე­ბი. იხელ­მძღვა­ნე­ლეთ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დეო ტუ­ტო­რი­ა­ლე­ბით. მა­კეტ­ზე ზღვე­ბი­სა და მთე­ბის მო­ნიშ­ვნის დროს ბავ­შვს აუხ­სე­ნით რო­გო­რია დე­და­მი­წის შე­მად­გენ­ლო­ბა, მისი ქა­ნე­ბი და სხვა.

· წა­ი­კი­თხეთ მარ­ტივ ენა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი - ეცა­დეთ, წიგ­ნის კი­თხვის დროს ბავ­შვთან ერ­თად იყოთ და მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერ­თად იმ­სჯე­ლოთ. თუ მას გა­უ­ჭირ­დე­ბა, თა­ვად წა­უ­კი­თხეთ წიგ­ნე­ბი. ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახ­ლა­ხან გა­მო­ცე­მუ­ლი „500 კი­თხვა-პა­სუ­ხი დე­და­მი­წა“. წიგნ­ში მარ­ტივ და ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე გად­მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო თემა დე­და­მი­წის შე­სა­ხებ. ინ­ფორ­მა­ცია კი­თხვა-პა­სუ­ხის ფორ­მატ­შია მო­ცე­მუ­ლი, რაც მის გა­გე­ბას კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს. მას­ში იპო­ვით პა­სუ­ხებს, ისეთ კი­თხვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და მზის სის­ტე­მა და დე­და­მი­წა? რა­ტომ არის დე­და­მი­წა მზის სის­ტე­მის უნი­კა­ლუ­რი პლა­ნე­ტა? რო­გო­რი იქ­ნე­ბა დე­და­მი­წის და მზის მო­მა­ვა­ლი მი­ლი­არ­დო­ბით წლის შემ­დეგ?

· ბავ­შვებს მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკე­თე­სად აღ­ქმა­ში მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ნახ­ვა ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა. ამი­ტომ ერ­თად უყუ­რეთ მოკ­ლე ვი­დე­ო­ებ­სა და მარ­ტივ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს.

სა­წყის ეტაპ­ზე კი თქვენს შვილს შე­გიძ­ლი­ათ გა­აც­ნოთ შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია დე­და­მი­წის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია წიგ­ნი­დან გა­მო­ცე­მუ­ლი „500 კი­თხვა-პა­სუ­ხი დე­და­მი­წა“.

დე­და­მი­წა, სხვა პლა­ნე­ტებ­თან ერ­თად, წარ­მო­იქ­მნა მზის ნის­ლე­უ­ლი­დან, როცა მტვე­რი და მყა­რი მა­სა­ლა შემ­ჭიდ­როვ­და და უამ­რა­ვი პლა­ნე­ტო­შე­ნა­დე­დი, მათ­გან კი პრო­ტოპ­ლა­ნე­ტე­ბი შექ­მნა. გრა­ვი­ტა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბით მა­სის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ისი­ნი სფე­რო­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.

დე­და­მი­წა, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა და მარ­სი მყა­რი ტი­პის პლა­ნე­ტე­ბია. ეს შიდა პლა­ნე­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა მზეს­თან და შედ­გე­ბა ქა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მზის მხურ­ვა­ლე­ბას უძ­ლებს. გარე პლა­ნე­ტე­ბი აი­რე­ბის­გან შედ­გე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით 4,5 მი­ლი­არ­დი წლის წინ, რო­დე­საც ის ჩა­მო­ყა­ლიბ­და, დღე­ვან­დლის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და. დე­და­მი­წა თით­ქმის მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლი იყო მდუ­ღა­რე, გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი მაგ­მით. გამ­დნა­რი მაგ­მა დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე ვულ­კა­ნე­ბი­დან დღე­საც ამო­დის.

მზის სის­ტე­მა­ში დე­და­მი­წა ერ­თა­დერ­თი პლა­ნე­ტაა, რომ­ლის ზე­და­პირ­საც თხე­ვა­დი წყა­ლი ფა­რავს. ცო­ცხა­ლი ფორ­მე­ბის წარ­მო­შო­ბა და ევო­ლუ­ცია თხე­ვა­დი წყლის არ­სე­ბო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ეს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია წიგ­ნი­დან თქვენს პა­ტა­რებს ინ­ტე­რე­სებს და­უკ­მა­ყო­ფი­ლებს და ამავდრო­უ­ლად, ფან­ტა­ზი­ას გა­ნუ­ვი­თა­რებს. მისი შე­ძე­ნა კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

R

gaga
0

ჩავსვათ ბავშვი მასკის ხომალდში, სამჯერ შემოვაფრინოთ დედამიწის ირგვლივ და ვუთხრათ: აი შვილო ეს არის დედამიწა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

როგორ მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ინფორმაცია დედამიწის შესახებ?

როგორ მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ინფორმაცია დედამიწის შესახებ?

დედამიწა მზის სისტემის მყარი ტიპის პლანეტაა, რომლის მიმართაც ინტერესი ადამიანებს ბავშვობიდანვე უჩნდებათ. სწორედ ბავშვობაში გაჩენილი ინტერესი შეიძლება გახდეს მომავალი პროფესიის, ჰობის, კვლევის საწყისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების კითხვები შესაბამისად დავაკმაყოფილოთ და მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც საკითხის მიმართ ინტერესს კი არ გაუნელებს, არამედ პირიქით - გაუმძაფრებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ ადრეულ ინტერესებში დიდ ადგილს იკავებს დედამიწა, რომელიც კოსმოსის ნაწილია. ეს უკანასკნელი კი ბავშვებს ასევე ძალიან აინტერესებთ და ამავდროულად, მისი სილამაზე ხიბლავთ.

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ბავშვებს დედამიწის შესწავლის ინტერესი კიდევ უფრო გაუძლიეროთ.

· გააკეთეთ დედამიწის მაკეტი - ამისთვის დაგჭირდებათ მუყაო, ფერადი ფურცლები და საღებავები. იხელმძღვანელეთ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო ტუტორიალებით. მაკეტზე ზღვებისა და მთების მონიშვნის დროს ბავშვს აუხსენით როგორია დედამიწის შემადგენლობა, მისი ქანები და სხვა.

· წაიკითხეთ მარტივ ენაზე დაწერილი წიგნები - ეცადეთ, წიგნის კითხვის დროს ბავშვთან ერთად იყოთ და მიღებულ ინფორმაციაზე მოგვიანებით ერთად იმსჯელოთ. თუ მას გაუჭირდება, თავად წაუკითხეთ წიგნები. ერთ-ერთი საუკეთესოა „პალიტრა L-ის“ ახლახან გამოცემული „500 კითხვა-პასუხი დედამიწა“. წიგნში მარტივ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია ყველა საინტერესო თემა დედამიწის შესახებ. ინფორმაცია კითხვა-პასუხის ფორმატშია მოცემული, რაც მის გაგებას კიდევ უფრო ამარტივებს. მასში იპოვით პასუხებს, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა და დედამიწა? რატომ არის დედამიწა მზის სისტემის უნიკალური პლანეტა? როგორი იქნება დედამიწის და მზის მომავალი მილიარდობით წლის შემდეგ?

· ბავშვებს მიღებული ინფორმაციის უკეთესად აღქმაში მისი ვიზუალურად ნახვა ძალიან ეხმარება. ამიტომ ერთად უყურეთ მოკლე ვიდეოებსა და მარტივ დოკუმენტურ ფილმებს.

საწყის ეტაპზე კი თქვენს შვილს შეგიძლიათ გააცნოთ შემდეგი ინფორმაცია დედამიწის შესახებ, რომელიც მოწოდებულია წიგნიდან გამოცემული „500 კითხვა-პასუხი დედამიწა“.

დედამიწა, სხვა პლანეტებთან ერთად, წარმოიქმნა მზის ნისლეულიდან, როცა მტვერი და მყარი მასალა შემჭიდროვდა და უამრავი პლანეტოშენადედი, მათგან კი პროტოპლანეტები შექმნა. გრავიტაციის ზემოქმედებით მასის მატებასთან ერთად ისინი სფეროებად ჩამოყალიბდნენ.

დედამიწა, მერკური, ვენერა და მარსი მყარი ტიპის პლანეტებია. ეს შიდა პლანეტები ყველაზე ახლოსაა მზესთან და შედგება ქანებისგან, რომლებიც მზის მხურვალებას უძლებს. გარე პლანეტები აირებისგან შედგება.

დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, როდესაც ის ჩამოყალიბდა, დღევანდლისგან ძალიან განსხვავდებოდა. დედამიწა თითქმის მთლიანად დაფარული იყო მდუღარე, გავარვარებული მაგმით. გამდნარი მაგმა დედამიწის ზედაპირზე ვულკანებიდან დღესაც ამოდის.

მზის სისტემაში დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის ზედაპირსაც თხევადი წყალი ფარავს. ცოცხალი ფორმების წარმოშობა და ევოლუცია თხევადი წყლის არსებობაზეა დამოკიდებული.

ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია წიგნიდან თქვენს პატარებს ინტერესებს დაუკმაყოფილებს და ამავდროულად, ფანტაზიას განუვითარებს. მისი შეძენა კი წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი.

R