საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ეს როგორ მოუვიდა, დათვი ეგონა თუ რა" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევით მკვლელობაზე?
"არ ვიცი, ეს როგორ მოუვიდა, დათვი ეგონა თუ რა" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევით მკვლელობაზე?

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სამ­წვე­რის­ში, მო­ნა­დი­რის ტყვი­ამ თა­ნა­სოფ­ლე­ლი იმ­სხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ტყე­ში, მდი­ნა­რა­ზე თევ­ზა­ობ­და. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულ­სა და და­ღუ­პულს შო­რის არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ძმა "ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ბრალ­დე­ბუ­ლი მათი ბი­ძაშ­ვი­ლია. გარ­დაც­ვლილს კი ტყვია თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.

"შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი ძმა სა­თევ­ზა­ოდ იყო, ის სა­ნა­დი­როდ. ღა­მის პე­რი­ოდ­ში მოხ­და, არ ვიცი, ეს რო­გორ მო­უ­ვი­და, დათ­ვი ეგო­ნა თუ რა".

გარ­დაც­ვლი­ლი 57 წლის მა­მა­კა­ცია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ამ დრო­ის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
5

დათვიო,თუნდაც დათვზე ნადირობდა?-სუფთა გულის ამრევი შედარებაა

კახელი
3

დათვი ეგონაო.... ჰაი დედა მოუა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არ ვიცი, ეს როგორ მოუვიდა, დათვი ეგონა თუ რა" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევით მკვლელობაზე?

"არ ვიცი, ეს როგორ მოუვიდა, დათვი ეგონა თუ რა" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევით მკვლელობაზე?

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწვერისში, მონადირის ტყვიამ თანასოფლელი იმსხვერპლა. გარდაცვლილი ტყეში, მდინარაზე თევზაობდა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებულსა და დაღუპულს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

როგორც გარდაცვლილის ძმა "ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, ბრალდებული მათი ბიძაშვილია. გარდაცვლილს კი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

"შემთხვევით მოხდა ყველაფერი, ჩემი ძმა სათევზაოდ იყო, ის სანადიროდ. ღამის პერიოდში მოხდა, არ ვიცი, ეს როგორ მოუვიდა, დათვი ეგონა თუ რა".

გარდაცვლილი 57 წლის მამაკაცია. როგორც ამბობენ, ის ყოფილი პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა, არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ამ დროისთვის ბრალდებული დაკავებულია.