ავტორი:

“დანებების უფლება დედამ არ მომცა... არ ვითხოვ, განსაკუთრებულად მომექცნენ. უბრალოდ, გავდივარ, ვიბრძვი" - MMA-ს მებრძოლი ცალი ხელით და გამაოგნებელი შედეგებით

“დანებების უფლება დედამ არ მომცა... არ ვითხოვ, განსაკუთრებულად მომექცნენ. უბრალოდ, გავდივარ, ვიბრძვი" - MMA-ს მებრძოლი ცალი ხელით და გამაოგნებელი შედეგებით

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს თავისი პარაშეჯიბრებები და შესაბამისი წესები აქვთ, თუმცა MMA-ში ერთი გამონაკლისი შემთხვევაა - მებრძოლი, რომელსაც ერთი ხელი აქვს, პარასპორტსმენებთან ერთად სულაც არ ასპარეზობდა...

ნიკ ნიუელი მართლაც რომ, განსაკუთრებულად ძლიერი მენტალიტეტის მებრძოლია, ის თავისი უკომპრომისო ხასიათის გამო, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების შეჯიბრებებში გამოდიოდა და დღემდე 20 შეხვედრიდან 16-ში გაიმარჯვა.

ნიკი დეფექტით დაიბადა - მას ხელი იდაყვამდე არ აქვს. კონექტიკუტის შტატის მკვიდრისთვის ეს ერთგვარი განაჩენი იყო - შეეძლო მთელი ცხოვრება სახელმწიფოს ხარჯზე ეცხოვრა, თუმცა მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძებნა გაუჭირდებოდა.

უკვე სკოლაში ნიუელი რეალობის წინააღმდეგ წავიდა და ჭიდაობის სექციაზე ჩაეწერა, თუმცა პირველივე ვარჯიშის შემდეგ, დანებებას აპირებდა:

"ყველას შეეძლო ჩემი დამარცხება, ამაზე რთული პერიოდი, მგონი, ცხოვრებაში აღარც მქონია, არ მინდოდა იქ სიარული“, - იხსენებს მებრძოლი.

“დანებების უფლება დედამ არ მომცა, მან მითხრა, რომ ჭიდაობიდან გამოსვლა ცუდი იდეა იყო. პატივს ვცემდი დედის აზრს, მეტსაც გეტყვით, მისი ცოტა მეშინოდა კიდეც. ისეთი ქალია, რომელთანაც მაინცდამაინც არ ღირს კამათი. შემდეგშიც დედა მიხდიდა ჭიდაობის ბანაკისა და შეკრებების გადასახადებს“, - აგრძელებს ნიკი.

ნიკი დედასთან ერთად

აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო ჭიდაობის ფარგლებში, ნიკმა 300-ზე მეტი შეხვედრა მოიგო. ერთხელაც მან MMA-ის მოკრა თვალი. მაშინ UFC დიდად ცნობილი ორგანიზაცია არ იყო და პირველ ნაბიჯებს დგამდა, თუმცა ის იდეა, რომ მებრძოლებს ბრძოლის შერეული წესების გამოყენებით შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, ნიკს კარგ იდეად მოეჩვენა და პროფესიონალ მებრძოლობაზე დაფიქრდა.

"ის ფაქტი, რომ ერთი ხელით დავიბადე, მასწავლის შრომის ფასს. არ ვამბობ, რომ ვინმეზე მეტს ვშრომობ, უბრალოდ, ჩემი გზა ბევრად რთულია. იყო ისეთი რაღაცები, რაც ძალიან რთულად მეძლეოდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი წინააღმდეგობების დაძლევას. ამ ყველაფერმა კი მტკიცე ხასიათი ჩამომიყალიბა და გამაძლიერა“, - ყვება მებრძოლი.

ნიუელს ესმის, რომ ცალი ხელის გამო მას დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა ამას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"არ მინდა, აღმიქვამდნენ, როგორც ცალხელა მებრძოლს. ბევრი ისტორია მაქვს, რითაც შემიძლია ყურადღების მიქცევა. მაგრამ შენ თუ ისეთი რამე გაქვს, რითაც დამატებით ყურადღებას იქცევ და ამას ფული მოაქვს, ის უნდა გამოიყენო. მე არ ვარ ცალხელა მებრძოლი, რადგან ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. არ ვითხოვ, რომ განსაკუთრებულად მომექცნენ, არც განსხვავებულ პირობებს და წესებს. უბრალოდ, გავდივარ, ვიბრძვი, სულ ეს არის“, - ამბობდა ის.

პროფესიონალური კარიერის დასაწყისში ნიკს პრობლემები ჰქონდა: რთული იყო მოწინააღმდეგის მოძებნა. გაიმარჯვებ - იტყვიან შშმ პირი სცემა, წააგებ და მოწინააღმდეგეს დასცინებენ. ნიუელის თქმით, ზოგიერთი მებრძოლი, როდესაც აწონვაზე მას დაინახავდა, ბრძოლიდან ეხსნებოდა.

ყველაფერი 2011 წელს შეიცვალა, როდესაც ნიკმა ცნობილ ორგანიზაციასთან Xtreme Fighting Championships-თან გააფორმა კონტრაქტი. პირველივე ბრძოლამ, რომელშიც დენის ერნანდესს დაუპირისპირდა, ტელეარხ HDNet-ის ნახვების ყველა რეკორდი მოხსნა. მაშინ ნიკმა მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Nick Newell (@notoriousnewell)

ნელ-ნელა მოწინააღმდეგეებმა დამოკიდებულება შეიცვალეს. გამარჯვებების დიდ ნაწილს კი მტკივნეული ილეთებით იპოვებდა. თუმცა ნიუელის ოცნება, ისევე როგორც ყველა მებრძოლის, UFC-ში მოხვედრა იყო.

მალევე ნიუელმა ორგანიზაციის ჩემპიონობაც მოიპოვა და შედარებით მაღალი დონის World Series of Fighting-ში მიიწვიეს. 2014 წელს იქაც ორი ბრძოლა მოიგო და სატიტულო შეხვედრა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაინიშნა. გეიჯისთან ბრძოლა ნიკის კარიერაში ყველაზე რთული იყო. ჯასტინი ამჟამად UFC-ის და ზოგადად, მსოფლიოში მსუბუქი წონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. იმ შეხვედრაში ორი რაუნდის განმავლობაში უშანსოდ სცემდა ნიკს, ბოლოს კი რეფერიმ შეხვედრა გააჩერა.

გეიჯი UFC-ში გადავიდა, ხოლო ნიკმა ორი ბრძოლა კიდევ მოიგო, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო ორგანიზაციიდან მოწვევა არ მიუვიდა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა.

"მე არ მინდა ვიყო ის ბიჭი, ვინც, უბრალოდ, ფულის გამო იბრძვის. მინდა ვიყო ის, ვინც იბრძვის, რადგან უყვარს ეს სპორტი. თავის მოტყუება არ მინდა. სხეული ძველებურად აღარ რეაგირებს, აღარ ვარ ის, ვინც ადრე ვიყავი. ასე რომ, ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა. მშობლიურ ქალაქში მოვიგე და დროა წავიდე“, - თქვა იმჟამად ნიკმა.

UFC-ის ბოსი დეინა უაითი წინააღმდეგია, რომ მის ორგანიზაციაში ვინმე ერთი ხელით იბრძოდეს:

"აქ ორი ხელითაც კი ურთულესია ბრძოლა. ეს სიგიჟეს ჰგავს. საერთოდაც, რომელიმე კომისია ნებას დართავს, რომ ერთი ხელით გამოვიდეს?“

თუმცა 2018 წელს ნიუელი სპორტში დაბრუნდა და ისევ გაიმარჯვა. უაითმაც ნელ-ნელა დამოკიდებულება შეიცვალა და თავის გამოჩენის შანსიც ისევ მისცა. მას აქვს ბრძოლების სერია Dana White Contender Series, სადაც შანსი ეძლევათ ნაკლებად ცნობილ ან ახალბედა მებრძოლებს, რომ ორგანიზაციაში მოხვდნენ. ამ სერიის ეგიდით ნიკი ალექს მუნიოზსს დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრა წააგო, ეს კარიერაში მესამე მარცხი იყო, UFC-ში ისევ ვერ მოხვდა.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს, ამიტომაც მივეცი UFC-ში მოხვედრის შანსი. მაგრამ ეს ნიკისთვის სახიფათო ადგილია. მე მას დავუძახე, რომ პირადად მენახა, შეძლებდა თუ ვერა აქ ასპარეზობას, მაგრამ ვერ შეძლო“, - თქვა უაითმა.

სამაგიეროდ, მსოფლიოში სიდიდით მეორე ორგანიზაციამ, Bellator-მა ნიუელი მიიწვია და კოტრაქტი გაუფორმა. სადებიუტო შეხვედრაში გაიმარჯვა - კორი ბრაუნინგს ეფექტური სამკუთხედი გაუკეთა და აიძულა, რომ დანებებულიყო.

შემდეგ ორ შეხვედრაში დამარცხდა და 2021 წლის შემდეგ ბრძოლა აღარ ჩაუტარებია.

მეუღლესთან ერთად
შვილთან ერთად

თუმცა წაგებასა და მოგებაში არ არის საქმე. ნიუელის ისტორია იმის დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შრომა აუცილებლად ფასდება. ნიუელს მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს, ახლა კი თავის საბრძოლო ხელოვნებების სკოლაც გახსნა და მშობლიურ ქალაქში ახალგაზრდა თაობას დიდი შეჯიბრებებისთვის ამზადებს.

• ავტორი: ანრი კურტანიძე