მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს" - ილჰამ ალიევი
"საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს" - ილჰამ ალიევი

"საფ­რან­გე­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ახა­ლი ომე­ბის გა­ჩა­ღე­ბის­თვის ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს", - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე “დე­კო­ლო­ნი­ზა­ცია: ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა” სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ალი­ე­ვის თქმით, საფ­რან­გე­თი უარს ვერ ამ­ბობს თა­ვის კო­ლო­ნი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ზე, პა­ტივს არ სცემს იმ ერე­ბის უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვას, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის მიღ­მა ცხოვ­რო­ბენ.

“საფ­რან­გე­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბას არ­ღვევს არა მხო­ლოდ თა­ვის ყო­ფილ და ახ­ლან­დელ კო­ლო­ნი­ებ­ში, არა­მედ ამავდრო­უ­ლად ჩვენს რე­გი­ონ­შიც - სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც მხარს უჭერს სე­პა­რა­ტის­ტულ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და სე­პა­რა­ტის­ტებს. მი­ლი­ტა­რის­ტულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბით, სომ­ხეთ­ში რე­ვან­შის­ტულ ძა­ლებს აქე­ზებს, ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს ჩვენს რე­გი­ონ­ში ახა­ლი ომე­ბის გა­ჩა­ღე­ბის­თვის. ამავდრო­უ­ლად, საფ­რან­გე­თი გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მუდ­მი­ვი წევ­რის თა­ვის სტა­ტუსს ბო­რო­ტად იყე­ნებს თა­ვი­სი მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­სა­ტა­რებ­ლად, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზე­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბად და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს”, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
0

ეს იცის როცა საზღვარგარეთ ეძებ ბედნიერებას,მიიღეს ქაღალდი ევროპიდან და მუქარა მეზობლისგან.დაეტიე საქართველოში და იყავი დამოუკიდებელი ეს არის წყნარი ცხოვრების რეცეპტი.

ბებიკომ
1

საფრანგეთმა დაიწყო სომხეთის შეიარაღება, ამიტომაც გაბრაზდა ალიევი. თან ეს იარაღი საქართველოს გავლით შეიტანეს. სხვათაშორის ეს დაემთხვა პრემიერის და პრეზიდენტის ვიზიტებს პაღიში, ამ დროს მოგვცეს კანდიტატობის სტატუსის პოზიტიური რეზოლუცია. ასეე რომ მომავალში: 1) გაგრძელდება იარაღის შეტანა სომხეთში საფრანგეთიდან საქართველოს გავლით. 2) ეს გამოიწვევს რუსეთის კიდევ უფრო გაბრაზებას საქართველოთი და შესაბამისი ქმედებებით. 3) ეს გამოიწვევს აზერბაიჯანთან დაპირისპირება 4) ეს გამოიწვევს თურქეთთან დაპირისპირებას 5) თუ არ გავატარებთ, ეს გამოიწვევს საფრანგეეთთან (რომელიც ევროპის ლიდერია) დაპირისპირებას 6) გიმდა გაატარო გინდა არა ოპოზიცია გააძლიერებს პროპაგანდას, რომ არ გინდა ევროპა. მოკლედ ადრე სომხების რუსებთან ერთობის გამო, რუსები პირდაპირ ამბობდნენ, სომხეთთან საზღვარი არ გვაქვს მაგრამ ამას საკითხს მალე გადავწყვეტთ. ეს იყო ერთ ერთი ფაქტორი სეპარატისტებთან ომისა. აზერბაიჯანის ნავთობსადენის გამო, საქართველომ მიიღო რუსეთიდან უამრავი დარტყმა. ეხლა კვლავ შუა ცეცხლში ვეხვევით სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესების გამო.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს" - ილჰამ ალიევი

"საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს" - ილჰამ ალიევი

"საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ.

“საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს სომხეთის შეიარაღებით, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აქეზებს, ნიადაგს ამზადებს ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის თავის სტატუსს ბოროტად იყენებს თავისი მიკერძოებული, არაობიექტური პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული, სახელმწიფოების წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად დასავლური ორგანიზაციების გამოყენებას ცდილობს”, - განაცხადა ალიევმა.