ავტორი:

"რა საცოდავია, მათთვისაც კი ეს ცხენებიანი ცირკია" - რას წერს მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიტანული ტაბლოიდისთვის მიცემულ ინტერვიუზე

"რა საცოდავია, მათთვისაც კი ეს ცხენებიანი ცირკია" -  რას წერს მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიტანული ტაბლოიდისთვის მიცემულ ინტერვიუზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ზეც კი ვეღარ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას.

ასე გამოეხმაურა მედვედევი ზელენსკის მიერ The Sun-სთვის მიცემულ ინტერვიუს.

"ღმერთო, რა საცოდავია, წვერიანი გაუგებრობა მწვანე სამოსში, ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს რაღაც "თავდასხმების“ რაოდენობაზე, ჩახლეჩილი ხმით, თავის სამარცხვინო ქნევით, უთხრა - not less … five-six [სულ მცირე 5-6-ჯერ[. მაგრამ The Sun-ისთვისაც კი, ეს ცხენებიანი ცირკია.

მოკლედ, ამ კოდალას სერიოზულად უკვე იქაც აღარ აღიქვამენ" - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.

  • ცნობისთვის, ბრიტანუნლ გამოცემასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას უფლება აქვს პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს.

"ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი მიწა“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.

ინტერვიუს დროს, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა.

ავტორი: ანრი კურტანიძე